სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამთა ჩაჩანიძე
    02.10.2019

     „ივანიშვილი უკვე საკმარისად აღარ ენდობა მის გვერდით მყოფი ადამიანების გარკვეულ ნაწილს და მიაჩნია, რომ უკვე პირადად უნდა იმუშაოს ამ პროცესში," - ასე ეხმიანება „რეზონანსთან" ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია „ქართული ოცნების" შვიდწლიანი მმართველობის შედეგს და ზოგადად დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებას.

    „რეზონანსი": ბიძინა ივანიშვილმა რეგიონებში ვიზიტები დაიწყო, თქვენი აზრით ეს შეხვედრები წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი ხომ არაა?

    არჩილ გამზარდია: რა თქმა უნდა, ეს ვიზიტები წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია, როგორც ჩანს პარტიულ წარმომადგენლებს ხვდება, შესაძლოა სიის ფორმირებაზეც მუშაობდეს, ასევე ადგილობრივ აგიტაციის რეჟიმშიც იყოს. ერთი რამეა აქ საინტერესო, რომ ის ცდილობს უკვე პირადად გაუწიოს ადმინისტრირება იმ პროცესს, რასაც ადრე სხვები აკეთებდნენ-ხოლმე,ივანიშვილი უკვე საკმარისად აღარ ენდობა მის გვერდით მყოფი ადამიანების გარკვეულ ნაწილს და მიაჩნია, რომ უკვე პირადად უნდა იმუშაოს ამ პროცესში.

    „რ": თუ ეს ვიზიტები წინასაარჩევნო კამპანიისთვისაა გათვლილი, არჩევნებამდე ერთი წელია დარჩენილი, ჯერ ადრე ხომ არაა ამისთვის?

    ა.გ: ზოგადად წინასაარჩევნო მზადება პოლიტიკურ სუბიექტს მუდმივად უნდა ჰქონდეს, მაგრამ ივანიშვილი რასაც ახლა ახორციელებს, ეს არა საზოგადოებასთან ურთიერთობის ფორმაა, არამედ პარტიული სტრუქტურების ფორმალური მართვის, დავალებების გაცემის გაცნობის, ასეც გარკვეულწილად წინასაარჩევნო მუშაობაა, მაგრამ ტიპიური წინასაარჩევნო კამპანიად ეს არ ითვლება.

    „რ": 1-ელ ოქტომბერს შიდი წელი გავიდა, რაც „ქართული ოცნება" ხელისუფლებაშია, როგორ შეაფასებთ შვიდწლიან მმართველობას?

    ა.გ: „ქართულ ოცნებას" პირველი სამი წლის განმავლობაში ჰქონდა მკვეთრი პოზიტიური პროცესები, აღმასვლები, რომელიც თანდათან უკან-უკან წავიდა, პრაქტიკულად „ოცნებას" ახლა არცერთი სისტემური წარმატება არ გააჩნია, მათ გარკვეული პოზიტიური ფრაგმენტები აქვთ, უფრო პროგრამები, რომლებიც საერთო ჯამში არც სისტემაზე და არც სახელმწიფოზე არ მოქმედებს, საერთო ჯამში მათი მმართველობის შვიდი წელი ძალიან წარუმატებელია, ანტიხალხოსნურია, თითოეული მოქალაქისთვის ბევრად დამძიმებული გარემოთ და ცხოვრებით, თუმცა სხვადასხვა ინსტრუმენტის და მექანიზმის წყალობით კვლავ ახერხებს მმართველი პარტიის სტატუსის შენარჩუნებას.

    „რ": ლავროვი-ზალკალიანის შეხვერდაზე რას გვეტყვით?

    ა.გ: დისკომუნიკაციას ბევრად სჯობს კომუნიკაცია, თუმცა ეს მხოლოდ თეორიული მხარეა, თეორიულ მხარეს მაშინ აქვს დადებითი პერსპექტივა, როდესაც მხარეები თანაბრად არიან დაინტერესებულები კონფლიქტის მოგვარებაში, როდესაც ერთი მხარე თავისი სტატუსის შეცვლას არ აპირებს და მხოლოდ მეორე მხარეა დაინტერესებული, ამ შეხვედრების ეფექტი ფუჭია, შესაბამისად ეს კომუნიკაციები ჩვენს საწინააღმდეგოდ ტრიალდება იმიტომ, რომ საერთო ჯამში ისევ ჩვენდამი ცინიზმის გამოხატულებად დარჩა, იმას კი არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, შეხვედრა ვისი ინიციატივით მოხდა, რუსულ მხარეს არაფრის გადახედვა არ უნდა, ამიტომ ამ ეტაპზე კონსერვაციის გარდა სხვა მექანიზმი არ რჩება.

    „ქართული ოცნება" და გარკვეული პოლიტიკური სუბიექტები მაინც დილობენ რუსულ მხარესთან ურთიერთობას, და როდესაც იცი, რომ არანაირი პერპექტივა ამ შეხვედრებს არ ექნება და მაინც ხვდები, მერე თავისთავად საზოგადოებას უჩნდება ეჭვი, რომ ასეთი შეხვედრები კერძო ინტერესების შემცველი ხომ არაა.

    „რ": ბორდერიზაციის პროცესი ისევ გრძელდება, სოფელ ჩორჩანაში ოკუპანტები საკმაოდ აქტიურობენ, როგორ ფიქრობთ, უნდა გააძლიეროს თუ არა დასავლეთმა რეაქცია ამ პროცესის შესაჩერებლად?

    ა.გ: რას ვითხოვთ დასავლეთისგან, რომ საქართველო აღმოჩნდეს პატარა ბალკანეთი, რომლის გამო თავის დროზე მეორე მსოფლიო ომი დაიწყო? ახლა საქართველომ იტვირთოს ეგ მისია? ჩვენ არასწორი წინასწარგანწყობა ისევ ჩვენს წინააღმდეგაა მიმართული, დასავლეთი ცდილობს, რომ ჩვენი მხარდაჭერა გააძლიეროს, ცდილობს სახელწიფო უფრო ძლიერი გახადოს და მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიებზე არსებული „მმართველობების" თუ იქ მაცხოვრებლებისთვის უფრო მიმზიდველი სახელმწიფო გახადოს, ჩვენ რომ არ მივყვებით ამ პრინციპებს და რომ არ ვიყენებთ დასავლეთის მხადაჭერას ისე, როგორც საჭიროა, ადგილობრივ მანკიერებებს უფრო წინა პლანზე ვაყენებთ, ეს სხვა საკითხია.

    რაც დასავლეთს შეუძლია გააკეთოს, იმას აკეთებს, უბრალოდ ჩვენ არასწორ მოთხოვნებს ვუყენებთ. ჩვენ იმასაც კი ვერ ვიყენებთ ეფექტურად, რასაც დასავლეთისგან ვიღებთ, ხაზს ვუსვამ ჩვენს განვითარებაზე ორიენტირებულ მხარდაჭრას, და რასაც ვითხოვთ ის რომ მოხდეს, ჩემი აზრით შეუძლებელია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    medea   (02.10.2019)
    საქმის ასე დამახინჯებულად წარმომჩენი ექსპერტები რომ ასე ბლომად გვყავს ---კიდევ კარგადაა ჩვენი საქმე! "რას აკეთებს მთავრობა-ბორდერიზაციის შესაჩერებლად"? ამის პასუხად:1) საერთაშორისო ორგანიზაციებთან გარბის მთავრობა- მიშველეთ, რუსეთი მჩაგრავსო--- შედეგი არ დადგა, ხომ ვხედავთ, ვერაფერს გვშველის ევროპა და ამერიკა! რუსეთს იმათი არც ეშინია, არც ერიდება და არც რამედ აგდებს 2) ლავროვს რომ შეხვდა ზალკალიანი და შეეცადა ზეწოლა ცოტა მაინც შეემცირებინა --რატომ წინასწარ არ გვითხრა თუ ხვდებოდა, ჩუმად შეხვედრა როგორ გაბედაო!-- მოკლედ, "ჭრელო პეპელა" გამოდის ამ ექსპერტების ხელში. ჩემი აზრით, რომელი მთავრობაც ავირჩიეთ- დაე,-იმან განსაზღვროს სწორად რა ნაბიჯიც მიაჩნია, ნამეტანი ჰოი, ჰოი, ხარს უკუღმა წაიყვანსო- გამოცდილებაზე დაყრდნობით-ამბობს ხალხური ანდაზა. ივანიშვილი რომ უჭკუოდ არ იმოქმედებს--ამისი ღრმად მჯერა და არჩილ გამზარდია ვერ შემაცვლევინებს აზრს!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×