სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამთა ჩაჩანიძე
    02.10.2019

     „ასეთი ტიპის დაბარებებით, რა თქმა უნდა ჩნდება ეჭვები ხომ არ არის მედიით შეშინებული ხელისუფლების ძალადობა მედიაზე," - ასე აფასებს „რეზონანსთან" ჟურნალისტი და „ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი ანი მიროტაძე, ტელეკომპანია „ფორმულას" დამფუძნებლის ზურაბ გუმბარიძის პროკურატურაში დაბარებას.

    ტელეკომპანია „ფორმულამ" მაუწყებლობა 1-ელ ოქტომბერს დაიყო, იგი სერიალებისა და გასართობი პროგრამების გარდა საინფორმაციო გამოშვებებსაც გააკეთებს, საინფორმაციო გამოშვებების ხელმძღვანელი კი გიორგი ლაფერაშვილია, რომელიც მანამდე რუსთავი 2-ში საინფორმაციო სამაახურში იყო. ტელეკომპანიის ხელმძღვანელია ზურაბ გუმბარიძე, რომელიც „ფორმულასთან" ერთად კომპანია „ინტერმედიას" დამფუძნებელიცაა.

    „ასეთი ტიპის დაბარებებით რა თქმა უნდა ჩნდება ეჭვები, ხომ არ არის მედიით შეშინებული ხელისუფლების ძალადობა მედიაზე, იმ ინსტიტუტზე, რომელიც სახიფათოა პირველ რიგში იმ ხელისუფლებისთვის, რომელიც უკვე მერვე წელი დაიწყო და საკუთარ მოსახლეობას ვერაფერს ვერ ეუბნება, რა გააკეთა მისთვის.

    „როდესაც ხელისუფლება სუსტია და ძირითადად დაკავებულია ოპონენტებთან კინკლაობით და ამის გაგრძელებას აპირებს, მისთვის მიუღებელია კრიტიკული მედიასაშუალებების არსებობა იმიტომ, რომ გაუჭირდება სამართლიან კრიტიკას გაუძლოს, რომელიც ახლა მაინც ისმის და კიდევ უფრო ხშირი გახდება.

    „მათი პოლიტიკა ძალიან მარტივია - როგორც ჩანს, ვიღაც კონსულტანტები ჰყავთ და ეტყობა იმ კონსულტანტების გეგმის ნაწილია როგორ მართონ მედია, უბრალოდ ამ ადამიანებს აქვთ ერთი პრობლემა - ვერცერთ ქვეყანაში ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა, რომ მედიასაშუალებები ბოლომდე გაეკონტროლებინა და როგორი ზეწოლებიც არ უნდა ყოფილიყო, მაინც ხდებოდა ხოლმე სიმართლისთვის მობილიზება," - აცხადებს მიროტაძე.

    მისივე თქმით, როცა ტელეკომპანიის ეთერში გასვლის მეორე დღეს მის დამფუძნებელს პროკურატურაში იბარებენ, ეს ეჭვს უქმნის ადამიანს, რომ „ქართული ოცნების" ხელწერაა.

    „ინტერმედიის" ქეისს არ ვიცნობ, მაგრამ „ფორმულას" გასვლიდან მეორე დღეს რომ იბარებენ მის დამფუძნებელს, რა თქმა უნდა კითხვა მაქვს და პირველ რიგში მაქვს ეჭვი, ხომ არაა ეს პოლიტიკური მოტივი და თადუმაძის უწყების ინტერესი? ეს არა მხოლოდ თადუმაძის ინტერესი, არამედ „ქართული ოცნების" ხელისუფლების ხელწერაა.

    „თუ გადავხედავთ წინა პროცესებს, რა მოხდა რუსთავი 2-თან, თავის დროზე „მაესტროსთან","იმედთან" დაკავშირებით, და ასევე ტვ-პირველთან (ხაზარაძის და ვატო წერეთლის ქეისი), რა თქმა უნდა სხვა ვარაუდის დატოვებას თვითონ ხელისუფლება არ იძლევა.

    „მათ გადაწვიტეს, რომ გაეჩუმებინათ რუსთავი 2 და მიიღეს მინიმუმ ორი კრიტიკული მედიასაშუალება, რუსთავი 2-ზე ჯერ ვერაფერს ვიტყვი, ის მთლად იმედისნაირი არაა, არც ისეთი აგრესიულია, როგორიც იყო, თუმცა კრიტიკა ისმის, ვნახოთ რამდენი ხანი აიტანენ კრიტიკულ რუსთავი 2-ს, მე ეჭვი მაქვს მის კრიტიკულობას ხელისუფლებაში დიდხანს ვერ აიტანენ იმიტომ, რომ ამ ხელისუფლებას ძალიან კარგად ვიცნობ.

    „მით უმეტეს ხელისუფლებაში ის ადამიანები რომ გყავს, რომლებსაც გამარჯვებისთვის არ უბრძოლიათ და მხოლოდ პირადი კეთილდღეობისთვის არიან მოსული, ეს ადამიანები პროცესებს პირადი კეთილდღეობისთვის უყურებენ და არა ქვეყნისთვის, თორემ ძალიან მარტივი ქნებოდა იმის გაგება, რომ თუ ხელისუფლებაში ხარ, დიახ ვალდებული ხარ, რომ აიტანო განსხვავებული, კრიტიკული აზრი და არ გაქვს უფლება, რომ ხელები გაიშვირო მედიისკენ და ზეწოლით შეეცადო მედიაპოლიტიკა შეცვალო. შეიძლება შეცვალო დღეს, მაგრამ არ გამოგივა ხვალ და საბოლოო რაუნდს 10:0-ს აუცილებლად წააგებ, როდესაც მედიას შეეხება საქმე, შეშინებული ხელისუფლება გაძლიერებულ მედიას ვერ დაამარცხებს.

    „თუ ისინი დღეს ზეიმობენ, რომ ჯერ „მთავარმა არხმა" ვერ მოახერხა ფეხზე დადგომა, ან „ფორმულა" ვერ მოახერხებს, რომ მათ პრობლემები შეუქმნას, დაელოდონ როგორ დადგებიან ფეხზე და ვის მხარეზე იქნება საქზოგადოება და საზოგადოება იქნება იქ და იმ მხარეს, სადაც სიმართლეს გაიგონებს," - განაცხადა მიროტაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×