თამთა ჩაჩანიძე
03.10.2019

 „მე პირადად არ ვაძლევ ინტერვიუებს ამ არხს", - ასე ეხმიანება უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია „მთავარი არხის" საინფორმაციო სამსახურის უფროსის ნოდარ მელაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ „ქართულმა ოცნებამ" „მთავარ არხს" ბოიკოტი გამოუცხადა.

„მამუკა მდინარაძის ინიციტივით, „ქართული ოცნების" დეპუტატები „მთავარ არხს" ინტერვიუს არ აძლევენ. პარტიული ვერტიკალის ამ გადაწყვეტიულებით შეწუხებულმა დეპუტატმა კი პირად საუბრებში დაგვიდასტურეს, რომ ბოიკოტირების ამბავი მათ ჩატით აცნობეს და აუკრძალეს ჩვენს კითხვებზე პასუხი გაცემა. პრესცენტრების ნაწილი განზრახ არ გვეუბნება მათ ღონისძიებებს, ვითომ გამორჩათ", - აცხადებს მელაძე.

ქანთარიას თქმით, მმართველი პარტიის ყოველი წევრი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას ითანამშრომლოს თუ არა „მთავარ არხთან" და თუ მათი უმრავლესობა ამ არხს ინტერვიუს პრინციპულად არ აძლევს, ამაში გასაკვირი არაფერია.

„მე პირადად არ ვაძლევ ინტერვიუებს ამ არხს, იმიტომ, რომ ეს არის არხი, რომელმაც გამოაცხადა, რომ ის მტერია, მტრული არხია და ამბობს, რომ ჩვენ ვართ ზონდერები. ამდენად, მე არ მაქვს არავითარი სურვილი, რომ ამ არხს მივცე ინტერვიუ, ეს ჩემი უფლებაა, დანარჩენი დეპუტატები ალბათ თვითონ იტყვიან.

„მგონი ასეთივე გადაწვეტილება ყველამ ინდივიდუალურად მიიღო. თუ ვინმე აძლევს ინტერვიუს, მე არ ვიცი, არ ვუყურებ... ეს მამუკას ინიციატივა იყო, ჩემი, თუ სხვისი, ფაქტია, რომ ასეა", - განაცხადა ქანთარიამ „რეზონანსთან" საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×