სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამარ შუკვანი
    04.10.2019

     ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი „რეზონანსთან" ბათუმის პორტის პროექტის პესპექტივასა და შესაძლებლობაზე საუბრობს. ის პარალელს ავლებს ანაკლიის პორტის პროექტთან და აცხადებს, რომ უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით, ანაკლიის პორტს მეტი რესურსი აქვს, ვიდრე ბათუმის პორტს.

    „უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით არ ვფიქრობ, რომ ბათუმის პორტს ამ მხრივ განსაკუთრებული რესურსი გააჩნია; უსაფრთხოების სისტემის ფორმირების კუთხით, ანაკლია ბევრად უფრო პერსპექტიულია, მითუმეტეს ღრმაწყლოვანია და სპეციფიური, ტრანსპორტისთვის ბევრად უფრო საინტერესო.

    „თუ ანაკლიის პორტის პროექტი შეჩერდა და ამ მხრივ ნატო-ს რაიმე ოპერატიული ამოცანები აქვს, ბათუმის პორტის პროექტი უფრო აქტუალურია. ნატო-სთვის შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი ერთერთი მნიშვნელოვანი თემა გახდა; შეიძლება გრძელვადიანი სტრატეგიაც დაიგეგმოს და შედარებით მოკლევადიანიც. მოკლევადიანი ამოცანებისთვის ბათუმი შეიძლება საინტერესო იყოს, მაგრამ გრძელვადიანი სტრატეგიისთვის ანაკლია ბევრად უფრო საინტერესოა," - აღნიშნა ხუხაშვილმა.

    ანაკლიის პორტის პროექტის პერსპექტივებზე საუბრისას ხუხაშვილმა განაცხადა:

    „ეჭვი მეპარება ამ თემასთან დაკავშირებით ვინმე ჩამოყალიბებული იყოს; ჯერ კიდევ ჰაერშია გამოკიდებული ყველაფერი. ბათუმის პორტი უკვე არსებული პროექტია. მცირე მოდიფიკაციაზე შეიძლება იყოს საუბარი. განვითარების დიდი შესაძლებლობები არ აქვს, რადგან საკმაოდ დატვირთულია."

    ცნობისათვის, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის ფარგლებში ბათუმში ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერი და ნატო-ს წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლები იმყოფებიან. მათ ბათუმის პორტში სანაპირო დაცვის ხომალდები დაათვალიერეს.

    როუზ გოტმიოლერი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო ბათუმის პორტის პროექტის განვითარებით რეგიონში უსაფრთხოებას და უშიშროებას უზრუნველყოფს.

    „დიდი მადლობა ყველას აქ ყოფნისთვის, მოხარული ვარ ასეთი ენთუზიაზმის დანახვით. უნდა ვთქვა, რომ ჩემთვის აქ ყოფნა დიდი პატივია და ასევე, ძალიან სასიამოვნოა. დღეს ჩვენ სანაპირო დაცვის პროგრესი ვნახეთ. ვეწვიეთ გემებს, შევხვდით და ვესაუბრეთ ოფიცრებსა და სამხედრო მოსამსახურეებს, ასევე, საბორდაჟო გუნდს, რომელმაც ტრენინგი გაიარა ნატო-სთან ერთად.

    „ძალიან ამაყები ვართ საქართველოს სანაპირო დაცვის შესაძლებლობის განვითარებით, რომ ის დაეხმაროს რეგიონში უსაფრთხოებისა და უშიშროების უზრუნველყოფას. ძალიან მოხარული ვარ ბათუმში ჩემი ყოფნით, ამ სასიამოვნო ამინდით, რომელიც აქ დამხვდა ბრიუსელში წვიმიანი დღეების შემდეგ და ასევე, მადლობა შს მინისტრს ჩემი მასპინძლობისთვის," - განაცხადა გოტმიოლერმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    მედეა   (05.10.2019)
    ანაკლიის პორტის აშენება დიდად მნიშვნელოვანი თუა N ატ ო სთვის --დააყენოს საშველი, უ ფ უ ლ ო ბ ა მაგასაც ხომ არ აწუხებს? ჩადოს ინვესტიცია, ან საქართველოს სახელმწიფომ ააშენოს და შემოსავლებითაც იგი გამდიდრდეს, რატომ აბუქსავებენ ამ პრობლემას, რუსეთმა რომ დაგვასწროს ღრმაწყლოვანი პორტის აშენება, მერე ხომ აზრს დაკარგავს მასთან კონკურენცია? ჩვენი მ თ ა ვ რ ო ბ ი ს ფიქრები და მოლოდინები გაგვაცანით!-- 1 მილიარდს ერთი კაცი იმეტებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასაშენებლად და მთელი ქ ვ ე ყ ა ნ ა ერთ პ ო რ ტ ს ვერ აშენებს ამდენი ხანი? დრო მიდის, ყ ო ყ მ ა ნ ი წამგებიანია. მოაბით თავი ამ მნიშვნელოვან საქმეს! მაია ცქიტიშვილის დონეზე ვერ წყდება ალბათ ეს საქმე, თორემ ის ენერგიული ქალი ჩანს. "ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს".


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×