სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    08.11.2019

     "ივანიშვილი ეცდება, აღადგინოს ნდობა, პატივისცემა, მხარდაჭერა, რაც "ოცნებას" ჰქონდა; მაგრამ რასაც ივანიშვილი ვერ შეცვლის, ეს არის მართვის პატრონ-ყმური სისტემა" - ასე ეხმაურება საარჩევნო წლის დაწყებას პოლიტოლოგი პეტრე მამრაძე.

    "საქართველო რჩება იმ ქვეყნების სიაში, სადაც საარჩევნო წლის ბოლო ერთ თვეში ან ორ კვირაში მომხდარ ამბებს შეძლება ჰქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა შედეგისთვის. 2012 წელს, არჩევნებამდე ორი თვით ადრე, ივანიშვილმა ინტერვიუში განაცხადა, რომ "ოცნება" ვერ გაიმრჯვებს, 40%-ს ავიღებთ, მაგრამ იქნება ძლიერი ოპოზიციაო. თუცმა სექტემბერში ციხის სკანდალურმა კადრებმა ვითარება შეცვალა და "ოცნებამ" 60%-ი აიღო. "ნაცების" პროცენტები კი "ქოცებისკენ" გადავიდა.

    რაც შეეხება სხვა ასპექტებს, რა იქნება ამ არჩევნების მთავარი ინტრიგა? მართალია მმართველი დაჯგუფება აღარ არის პოპულარული, მაგრამ არც სხვა დაჯგუფებები ჩანან, რომლებიც პოპულარობაში აჯობებენ მმართველ დაჯგუფებას, რომელიც მთლიანად ფლობს როგორც ადმინისტრაციულ, ასევე საქართველოსთვის ვეებერთელა ფინანსურ რესურსს. ოფიციალური მონაცემებით, ყველა არჩევნებზე "ოცნების" დაფინანსება 9-ჯერ აღემატება ყველა დანარჩენი პოლიტიკური ძალის დაფინანსებას. ასევე არ ჩანს განხეთქილება ფინანსურ-ეკონომიკურ ელიტაში. მათ აშკარად ურჩევნიათ ამ ეტაპზე მხარი დაუჭირონ ისევ "ოცნებას", ვიდრე გარისკონ და მხარი დაუჭირონ სხვა რომელიმე ძალას. ამ მხრივ საგულისხმოა, რომ მამუკა ხაზარაძეს ღიად ცნობილი ბიზენესმენებიდან მხარს არავინ უჭერს. თუ საარჩევნო წლის ბოლომდე ეს ვითარება არ შეიცვალა, ნიშნავს იმას, რომ გარდა ადამინისტრაციული და ფინანსური რესურსისა "ოცნებას" ექნება საქართველოში მოქმედი ფინანსურ-ეკონომიკური ელიტის უმრავლესობის მხარდაჭერა.

    რაც შეეხება წინასაარჩევნოდ ბიძინა ივანიშვილის გააქტიურებას. მთელს მსოფლიოში ასეა, პარტიის ხელმძღვანელები ქვეყნის მასშტაბით ხვდებიან ამომრჩეველს და პარტაქტივს. ივანიშვილის შეხვედრაც კაჭრეთში პარტიის წევრებთან იყო სამობილიზაციო შეხვედრა. იგი, როგორც პარტიის თავმჯდომარე, ეცდება ისე, როგორც შეუძლია, აღადგინოს ნდობა, პატივისცემა, მხარდაჭერა, რაც "ოცნებას" ჰქონდა, მაგრამ გაიფლანგა და ძალიან შემცირდა. არ გამოვრიცხავ, რომ საარჩევნო წლის ბოლომდე მოხდეს სამთავრობო ცვლილებებიც, რადგან მუდმივად იქნება ახალი სახეების ძიება, რომელიც მოსახლეობის სიმპატიას დაიმსახურებს. რასაც ივანიშვილი ვერ შეცვლის და ვერც სხვა, ეს არის მართვის პატრონ-ყმური სისტემა, რომელიც ძალზედ არაეფექტურია და რასაც უკვე შვიდი წელია ვაკვირდებით," - განაცხადა "რეზონანსთან" პეტრე მამრაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    დათუნია   (09.11.2019)
    ყველა ქვეყანაში ეგრეა რომ ბოლო თვეში შეიძლება გადამწყვეტი რამე მოხდეს


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×