სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამთა ჩაჩანიძე
    08.11.2019

     „ორი ფრაგმენტი ვნახე, რომლითაც ამ ფილმისადმი ჩემი დამოკიდებულება დაიწყო. საკმაოდ ამაზრზენი კადრებია, რამაც ჩემი შთაბეჭდილება შემიქმნა ფილმზე და როგორც დემოკრატიულ ქვეყანაში დემოკრატიულმა ადამიანმა გავაპროტესტე," - ასე ეხმიანება „რეზონანსთან",„ქართული იდეის" ერთ-ერთი ლიდერი გია კორკოტაშვილი რეჟისორ ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" (And Then We Danced) პრემიერას.

    მისი თქმით, ფილმი „სოდომ-გომორის ცოდვითაა" სავსე, რომელიც მართლმადიდებლობას და ქართულ ცეკვას დიდ დარტყმას აყენებს.

    „პროტესტს ვაცხადებთ იმის წინააღმდეგ, რომ მიდის პროპაგანდა და დარტყმას აყენებენ ისეთ ქართულ ჭეშმარიტებებს როგორიცაა ქართული ცეკვა. ალბათ თუ საშუალება მიეცათ, სიმღერაზეც გადაიღებენ რაიმე ამაზრზენს.

    „ჩვენ ნორმალურ, ღირსეულ ოჯახში აღზრდილი ხალხი, ამ პროპაგანდის წინააღმდეგები ვართ. შეიძლება ვინმემ აღელვებით თქვა, რომ ფილმს ხმას გამოურთავთ, ან მსგავსი რაღაც, მაგრამ ჩვენ ერთადერთი რამ გვაერთიანებს, რომ დავენახოთ მომავალ თაობას, რომ მათ ღირსეული მამები და უფროსი ძმები ჰყავთ.

    „ეს სოდომ-გომორის ცოდვით სავსე ფილმია, მართლმადიდებლური ხალხი ვართ და ჩვენ შვილებს რომ არ ანახონ ეს ფილმები, რომლებიც სავსე იქნება ასეთი ცოდვებით, ზუსტად ამის წინააღმდეგ გამოვდივართ და მოვუწოდებთ, რომ ასე არ შეიძლება, არა მგონია, რომ რომელიმე მშობელმა, რომელიც შემთხვევით შეესწრება ოჯახურად ტელევიზორის ყურებისას ამ ფილმს, სხვა არხზე არ გადართოს.

    „ფილმი ნანახი არ მაქვს, სურვილი არ გამჩენია, თორემ ალბათ ვნახავდი, ორი ფრაგმენტი ვნახე, რომლითაც ამ ფილმისადმი ჩემი დამოკიდებულება დაიწყო. საკმაოდ ამაზრზენი კადრებია, რამაც ჩემი შთაბეჭდილება შემიქმნა ფილმზე და როგორც დემოკრატიულ ქვეყანაში დემოკრატიულმა ადამიანმა გავაპროტესტე," - აცხადებს იგი.

    კორკოტაშვილის პროტესტის კიდევ ერთი მიზეზი კი ის აღმოჩნდა, რომ ფილმის საქართველოში პრემიერა ილია ჭავჭავაძის იუბილეს ემთხვევა.

    „კანონს არ დავარღვევთ და კორდონების რღვევას არ დავიწყებთ, უბრალოდ ხალხს ვეტყვი, რომ არასწორია. შესაძლოა ძალიან ბევრი შევიდეს ფილმის სანახავად, როგორც ხელოვნების ნიმუშის და მე იმ ხალხთან საქმე არ მაქვს, მაგრამ არიან ადამიანები ვინც პირდაპირ ლგბტ წევრები არიან, თუმცა იმათაც ვერ მოაბრუნებ, ესენი ამის წევრები არიან და მორჩა, მაგრამ არიან არეული ცხვრების ფარასავით, რომლებიც უბრალოდ ინტერესის გამო მიდიან. მე ვეუბნები, რომ მაინცდამაინც დღეს ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეზე ასეთ რამეს ნუ გააკეთებთ მეთქი.

    „ამას საზოგადოების საკმაოდ დიდი რაოდენობა ვაპროტესტებთ, თუმცა სამი კაციც რომ იყოს, ამის თაობაზე ტკივილი არსებობს, მე როგორც ვფიქრობ, თითქმის მთელი საქართველოც ასე ფოქრობს, შესაძლოა უფრო რადიკალურადაც," - აცხადებს კორკოტაშვილი.

    კინოპრემიერის წინააღმდეგ ასევე „ქართული მარშის" ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე, ბიზნესმენი ლევან ვასაძე და სხვა რადიკალური ჯგუფები გამოდიან.

    ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" (And Then We Danced) პრემიერა საქართველოში, თბილისსა და ბათუმის კინოთეატრებში დღეს შედგება,ჩვენება თბილისში კნოთეატრ ამირანში 19:30 წუთზე იწყება, ფილმის ჩვენება საქართველოში სამი დღის განმავლობაში, 8, 9 და 10 ნოემბერს გაიმართება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
    ჩაწერა სახელი
    მედეა   (09.11.2019)
    ბატონო გია, შეძელით მამათმავლობის შეჩერება? ამ ხმაურმა და აშკარა შ ა ნ ტ ა ჟ მ ა გაგაძლიერათ? რაიმე დადებითი მოყვა ამ თქვენს აქტიურობას? ---ა რ ა ვ ი თ ა რ ი! შფოთი და დავიდარაბა წ ა მ გ ე ბ ი ა ნ ი ა ყველასათვის, პირველ რიგში ჩვენი სახელმწიფოსთვის. თქვენი გეგმა მცდარია!

    vaso   (08.11.2019)
    korkot gvishvele rame korkot!!!!

    Giorgi   (08.11.2019)
    Ocnebis dedas sheveci da zed nacebis


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×