ია აბულაშვილი
30.11.2019

  "ოპოზიციას უნდა, რომ ბიძინა დაამთავროს, ასე არ ამბობენ? მაგრამ როგორც სიტუაციას ვატყობ, ესენი კი არ ამთავრებენ ბიძინას, ბიძინა ამთავრებს ნელ-ნელა მაგათ" - ასე ეხმაურება მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე ოპოზიციის განცხადებებს, რომ ხელისუფლებასთან დიალოგი ვერ შედგა და საპროტეტსო აქციები გაგარძელდება.

"იმ ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს, რომლებიც პარამენტის წინ დგანან, ვუთანაგრძნობ, მაგრამ მაგათ ზურგს ამოფარებული, გაცვეთილი და სუნდუკიდან ამოღებული პოლიტიკსების არ მჯერა და არც არასდროს მჯეროდა მაგათი ერთად ყოფნის, ადრეც ხომ იძახდნენ გავერთიანდებითო. არც პოზიციის მჯერა, ჩვენ არც პოზიცია გვყავს და არც ოპოზიცია.

ბიძინა უნდა დავამთავროთო, ეგრე არ ამბობენ?! მე როგორც სიტუაციას ვუყურებ, ესენი კი არ ამთავრებენ ბიძინას, ბიძინა ამთავრებს ნელ-ნელა მაგათ, განა იმიტომ, რომ ბიძინა ანგელოზია, ვერ ერევიან და...

ბიძინასთან მაგათი ბრძოლა იცით, რას მაგონებს, ბავშვი რომ სცემს ოცი წლის ბიჭს. ახალგაზრდობაში ჩვენც ბევრი გვიჩხუბია და სულ მეცინებოდა, რომ ვერ მოგვერეოდნენ, მერე ბიჭები მოჰყავდათ ჩვენს საცემრად. ერთხელ ერთმა ბიჭმა, ორი თავის მეგობრი მოიყვანა, მე ვუთხარი, შე სულელო, ცოტა მაგარი ბიჭები მოგეყვანა, ახლა ეგენიც უნდა გამალახინო-მეთქი?

არ ვიცი, ყველაფერი როგორ დამთავრდება, მაგრამ ოპოზიციონერები ფხაკუნა თაგვებს დაემსგავსნენ, ნახევარზე მეტი იმათთან არის შეკრული, ვის წინააღმდეგაც იბრძვიან," - განაცხადა "მთელ კვირასთან" გივი სიხარულიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×