სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    01.12.2019

    ნოემბრის მიწურულს სოხუმის ცენტრში, რესტორან „სან-რემოში" მოკლეს ორი აფხაზი გავლენიანი ე.წ კანონიერი ქურდი ალხაზ ავიძბა, მეტსახელად „ხასიკი" და ასტამურ შამბა - „ასტიკი".

    მომხდარი ბევრისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა, რადგან მოკლულები ქურდულ სამყაროში საკმაოდ კარგად ცნობილ და გავლენიან ავტორიტეტებად ითვლებოდნენ. აფხაზეთში „ქურდების" მკვლელობას მასშტაბური გამოხმაურება მოჰყვა, ამაზე მოწმობს თვითგამოცხადებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას პირადი დავალებაც ადგილობრივი „სპეც-სამსახურებისათვის" სასწრაფოდ დაედგინათ მკვლელების ვინაობა.

    მალევე სოხუმის გარეუბანში ნახეს დამწვარი მერსედესი და ასევე მკვლელობის იარაღი - „კალაშნიკოვის" ავტომატები. შემსრულებლების ადგილსამყოფელი დღემდე დაუდგენელია. აღსანიშნავია, რომ რესტორნის სათვალთვალო კამერებზე ჩანს სროლის ამსახველი კადრები, თუმცა არც ერთი თავდამსხმელი კამერებს არ დაუფიქსირებია.

    მკვლელობიდან მალევე გავრცელდა დანაშაულის შესაძლო მოტივები. მთავარი ვერსიით, ინციდენტი უკავშირდება აფხაზეთში მიმდინარე კრიმინალურ დაპირისპირებას, რომელიც ადგილობრივ კლანებს შორის თითქმის ათწლეულია გრძელდება.

    „ეხო კავკაზას" ცნობით, 2014 წელს ცნობილმა აფხაზმა კრიმინალურმა ავტორიტეტმა „პიზამ" და მისმა აწ უკვე გარდაცვლილმა მომხრეებმა „ასტიკმა" და „ხასიკმა" ქურდული უფლებამოსილება ჩამოართვეს ცნობილი სოხუმელი ავტორიტეტის მერაბ ჯანგველაძის ერთგულ თანაშემწე ალხაზ აგრბას. მოგვიანებით „ასტიკისა" და „ხასიკის" სამიზნე აღმოჩნდა კიდევ ერთი ავტორიტეტი, ნიკოლოზ დგებუაძე, რომელიც „ცუდი ხმების გავრცელებისთვის" რუსეთიდან აფხაზეთში ჩასული მანქანიდან გადმოათრიეს და პისტოლეტების ტარებით სცემეს. 2017 წელს კი გუდაუთელი „ქურდები" პოსტსაბჭოთა ქვეყნებში საკმაოდ ცნობილი „ნათლიის", ნადირ სალიფოვის დავალებით სასტიკად სცემეს. დარტყმებისგან მიღებული ტკივილი იქამდე არ შეჩერდა, სანამ „პიზამ" პისტოლეტის მომარჯვება და თავდამსხმელებისკენ სროლა მოასწრო

    „კომპრომატ გრუპის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2018 წელს გუდაუთელმა „ქურდებმა": ალხაზ ავიძბამ, ასტამურ შამბამ და რაულ ბარცბამ ქალაქ გალზე ქურდული გავლენის მოპოვება გადაწყვიტეს. სისხლიანი დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, რუსული „ობშიაკის" „მაყურებელმა" კახა ფარფალიამ ტელეფონით ნება დართო „პიზასთვის" გადაეცათ კრიმინალური სამყაროს იატაკქვეშა ხაზინა.

    როგორც ცნობილი ხდება ახლად გარდაცვლილი ავტორიტეტები „პიზას", იგივე რაულ ბარცბას, რომელსაც აფხაზეთში და მის გარეთ არაერთი მტერი ჰყავდა, მხარდაჭერას ღიად უცხადებდნენ, რაც შესაძლოა გახდა კიდეც მათი მოშორების მიზეზი

    აღსანიშნავია, რომ მკვლელებმა საკუთარი სამიზნეების ლიკვიდირების გარდა დაჭრეს რესტორნის მიმტანი დომინიკა აკირთავა. მარტოხელა დედა, რომელიც 2 წლის შვილს ზრდის, დღემდე კომაშია.

    ავტორი: ალექსანდრე კორტავა

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×