სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    01.12.2019

     "საქართველოში ბოქლომების რევოლუცია არ მოხდება, ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებამდე არ მივა" - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც "მთელი კვირა" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ესაუბარა.

    "მთელი კვირა": ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საარჩევნო სისტემის მოდელზე შეთანხმება არ მოხდა. ოპოზიცია საპროტეტსო აქციების გაგარძელებას აანონსებს და მხოლოდ ერთ ვერსიას განიხილავს, რომ "ქართული ოცნება" არჩევნებს აგებს.

    იგორ კვესელავა: მე არ ვიცი, ოპტიმიზმის ამ საფუძველს რა აძლევს ოპოზიციას, რადგან ვინ გაიმარჯვებს მომავალ არჩევნებში, ამას ხალხი გადაწყვეტს, თუმცა დღევანდელი მოცემულობით, ოპოზიციას არჩევნებში გამარაჯვების არანაირი შანსი არ აქვს და ის ერთობაც, რომელიც დღეს მათ შორის არის, დაფუძნებულია მოხოლოდ ერთ მოტივზე, როგორ მოვიდნენ ხელისუფლებაში. წინმსწრებად უკვე ჩრდილოვან კაბინეტსაც ქმნიან და თანამდებობესაც ინაწილებენ. ქართული ანდაზაა, ბავშვი ჯერ არ დაბადებულა, აბრამს არქმევდნენო, ამ მდგომარეობაში არიან. ყველაზე დიდი პრობლემა კი მათ ერთობაში ის არის, რომ სხვადასხვა იდეოლოგიაზე და პლატფორმაზე გაერთიანებული პარტიები არიან და ამ ბრძოლაშიც ვერ შეძლეს ერთიანი ხედვის ჩამოყალიბება სამოქმედო გეგმაზე. ეს პროცესები მალე მინელდება, რადგან ოპოზიციაში განხეთქილების ნიშნები უკვე არის. საქართველოში ბოქლომების რევოლუცია არ მოხდება, ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებამდე არ მივა და 2020 წლის აჩევნებიც შერეული სისტემით ჩატარდება. ეს მკაფიოდ თქვა თავის ინტერვიუში პარტია "ოცნების" თავმჯდომარემ ივანიშვილმა.

    "მ.კ": თუცმა ექსპერტთა გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ ივანიშვილის განცხადებები პოლიტიკურ მესიჯებად არ ჩაითვლება; თქვენც ასე ფიქრობთ?

    ი.კ: გააჩნია ვისთვის როგორ. სხვა თუ არაფერი ქვეყანაში ყველაზე დიდი პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარე აკეთებს განცხადებებს, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური გზავნილებია. როგორც ყოველთვის ივანიშვილი ამ განცხადებებშიც იყო გულწრფელი და თქვა ის, რასაც ფიქრობს და რასაც აპირებს. პირველი, ჩემი აზრით, მან გარკვევით თქვა, რომ "ქართული ოცნება" არ აპრებს დათმოს ძალაუფლება 2020 წლის არჩევნებში. ფიქრობს, რომ ძალაუფლება ქუჩაში არ აგდია, პოლიტიკური კრიზისი არ არის და გამარჯვებისთვის პოლიტიკური მეთოდებით იბრძოლებს. მეორე ის, რომ კოჰაბიტაცია უნდა დასრულდეს დესტრუქციულ ძალებთან და ქვეყანაში უნდა არსებობდეს კონსტრუქციული ოპოზიცია. კარგი იქნება თუ ჩამობალიბდება ახალი პოლიტიკური ძალაო...

    "მ.კ": ამ ნიშის დაკავებას რამდენად შეძლებს ხაზარაძე, უსუფაშვილი, "ახალი მემარჯვენეების" ახალი გაერთიანება?

    ი.კ: ჯერ-ჯერობით, ამ გაერთიანებას ახალ პოლიტიკურ ცენტრს ვერ დავარქმევთ, თუცმა მომავალში ვნახოთ, რა მიმართულებით წავლენ და რამდენად შეძელებნ ამ ნიშის დაკავებას. არ გამოვრიცხავ, რომ სამომავალოდ ახალი პოლიტიკური ცენტრები გაჩნდეს, თუნდაც "ოცნებიდან" წასულმა დეპუტატებმა შექმნან ახალი პოლიტიკური ძალა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
    ჩაწერა სახელი
    ...   (02.12.2019)
    კისევ გახსოვს ლენინის ციტატები, პარტისტორიის ლექციით ტვინს რომ გვირეცხავდი, ახლა ექსპერტის მანტიით ხარ გამოჭიმული

    vova   (01.12.2019)
    es ucxoplanetelia :))))

    ИНЦИТАТУС   (01.12.2019)
    Квеселава! Шен эксперти хар да ме чинетис императори. Танахма хар?

    gio   (01.12.2019)
    შენც ექსპერტი გქვია რაღა. ვერ ხვდები დედა რომ არ ყავს ქვეყანას. კრიზისია აბა რა ქვია ფასები გაწენებულია. ცოტა რეგიონებში გაიარე და ნახე როგორ ცხოვრობს ხალხი. ბაზარში ყველი 12 ლარი რომ გახდა სარშან ამ დროს 5-6 ლარი ღირდა, ან კიდე ვინ ენდობა გადამგდებ ხელისუფლებას ნეტა? მაგარი ექსპერტი ხარ ჩემმა მზემ. თავი დაანებო ჯობია ექსპერტობას ყველაზე კარგი იქნება


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×