ელზა პაპოშვილი
01.12.2019

 საშინელი ავარია თბილისში, ორთაჭალაში მამაკაცი ავტომობილში ცოცხლად დაიწვა.  „ტოიოტა პრიუსის“ მარკის ავტომობილი, სადაც ორი ადამიანი იჯდა, ელექტრო სადენის ბოძს შეეჯახა. შეჯახების შედეგად კი ავტომობილი აალდა და აფეთქდა. თვითმხილველები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ  მძოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ელექტროსადენის ბოძს შეეჯახა. მძღოლის გვერდით მჯდომმა ქალმა გადმოსვლა მოასწრო, ხოლო მამაკაცმა სავარაუდოდ ავტომობილის კარის გაღება ვერ შეძლო.  

თვითმხილველები ამბობენ, რომ ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა, მამაკაცის ავტომობილიდან გადმოყვანა და შველა ვერავინ მოასწრო. სავარაუდოდ, ბოძზე შეჯახება მძღოლის მხარე სმოხდა, რის შედეგადაც კარი ჩაიკეტა და დაზიანებული ავტომობილიდან მამაკაცმა თავის დაღწევა ვერ შეძლო. ქალი კი მრავლობითი დამწვრობით  საავადმყოფოში გადაიყვანეს. სავარაუდოდ, ავტომობილი გაზზე იყო და მისი აფეთქბა შეჯახებისთანავე მოხდა. 

„როგორც ამბობენ დიდი სისწრაფით მოძრაობდა და ავტომობილი მოცურდა. მძღოლმა  საჭე ვეღარ დაიმორჩილა და ელექტოგანათების ბოძს შეეჯახა. დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ ბოძის სრულიად მოგლეჯილია. დარტყმა მძღოლის მხრიდან  მოხდა და კარის გაღება ვეღარ შეძლო. 

მიჭეჭყილი იყო კარის მხარე. ქალი ან გადმოხტა ან დარტმის დროს გადმოვარდა.  სანამ ხალხი მივიდა და ვინმემ მათი დახმარება შეძლო, ავტომობილს უკვე ცეცხლი ეკიდა.  სასწრაფოც და  სახანძროც მალევე მოვიდა, მაგრამ ყველაფერი წამებში მოხდა, კაცი ფაქტობრივად ცოცხლად დაიწვა. დიდი მანძილიდან არის მოცურებული, ალბათ გაჩერებას ცდილობდა.

 როგორც თქვეს ავტომობილი გაზზე შეიძლება ყოფილიყო და შეჯახებისთანავე გაზის ბალონი აფეთქდა. კიდევ კარგი, რომ საპირისპირო მხრიდან არავინ მოდიოდა, თორემ მსხვერპლი კიდევ უფრო დიდი იქნებოდა. ქალსაც ჰქონდა დამწვრობა“,-ამბობს „რეზონანსთან“ ერთ-ერთი თვითმხილველი. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რასაც  მსხვერპლი მოჰყვა, გულისხმობს. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ითვალისწინებს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.    

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×