სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მუხაშავრია: “ხელისუფლება ვერ გაუძლებს ამ ყველაფერს და იძულებული იქნება დანებდეს”
    თამარ შუკვანი
    05.12.2019

     ოპოზიცია საპროტესტო აქციების ახალი ეტაპისთვის ემზადება. მორიგი ტალღა ამჯერად რეგიონებში იწყება, რაც უფლებადამცველ ლია მუხაშავრიას თქმით, ხელისუფლების მხრიდან უფრო რთულად გასაკონტროლებელი გახდება.

    „ქართულ ოცნებას" ადრე თუ გვიან მოუწევს დანებდეს, რადგან ამ წინააღმდეგობასთან გასამკლავებლად რესურსი ამოეწურება. არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობას მუხაშავრია ხელისფლებას აკისრებს და აცხადებს, რომ ძალადობრივი სცენების დადგმა „ოცნებამ" „ნაციონალური მოძრაობისგან" გადაიღო.

    „ეს ხელისუფლების ინსპირირებული და ორგანიზებული ძალადობაა. ეს ახალგაზრები არ დაიწყებდნენ მოქმედებას, რომ არ ჰქონდეთ რაღაც გარანტიები. პრემიერ-მინისტრი იმუქრება, ვინც კანონს დაარღვევს, ყველას დაიჭერს.

    "ესენი აშკარად კანონს არღვევენ იმითი, რომ საჯარო, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში აწყობენ ხულიგნობას და ძალადობრივ ქმედებებს ახორციელებენ. ის გამოცდილება, რაც „ქართულმა ოცნებამ" „ნაციონალებისგან" მიიღო მემკვიდრეობით, კარგად შეითვისა და ახლა უკან უბრუნდება. ამ შემთხვევაში ბუმერანგის პრინციპი მოქმედებს.

    „რეგიონებში ყველაფერი უფრო მძაფრად მიმდინარეობს, ვიდრე დედაქალაქში, რადგან ადამიანები უფრო მეტი ემოციით ერთვებიან, მათ შორის უკანონო პროცესებში და ვფიქრობ, ძალიან სამწუხარო პროცესების მომსწრე ვართ. ასევე, ძალიან სამწუხაროდ ვითარდება ესკალაციისკენ მოვლენები. მინდა მოვუწოდო ყველას, ამ ძალადობრივ აქციებში არ მიიღოს მონაწილეობა. ხელისუფლებამ ინსპირაცია და ორგანიზება რომ გაუკეთა, აშკარაა," - ამბობს უფლებადამცელი.

    ხმაური და დაპირისპირებაა დღესაც; ამჯერად მთავარი ეპიცენტრი ბათუმია. მერიის შენობასთან ერთმანეთს სამართალდამცავები, „ნაციონალური მოძრაობისა" და არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას" წევრები დაუპირისპირდნენ. ბათუმის მერიასთან შეკრებილები მოითხოვენ დეპუტატ მუხრან ვახტანგაძესთან შეხვედრას, რომლის ბიუროც მერიის შენობაშია. აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად მერიის შენობაზე სტიკერები, წარწერით „მონა" გააკრეს.

    ხმაური იყო 3 დეკემბერსაც; ოპოზიციისა და ხელისუფლების მხარდამჭერებს შორის მოხდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. დაპირისპირების ეპიცენტრი იყო ქუთაისი, მცხეთა და ზუგდიდი. ბოლო დროს მსგავსი დაპირისპირებები ხშირია.

    „რესურსი, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას მეტი აქვს, მაგრამ, თუ იქნება ის სულისკვეთება, რომელიც ზოგადად ადამიანებს ახასიათებთ-ხოლმე, როდესაც ოპოზიციაში არიან, მათ მეტი გამძლეობა და მოთმინება აქვთ, ასეც ხდება. ხელისუფლება ვერ გაუძლებს ამ ყველაფერს და ადრე თუ გვიან იძულებული იქნება დანებდეს. ხელისუფლების მხრიდან ეს წინააღმდეგობა და ჯიქური დამოკიდებულება, მხოლოდ და მხოლოდ განწირულია. უბრალოდ დროის ფაქტორია," - განაცხადა ლია მუხაშავრიამ „რეზონანსთან".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×