სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ელზა პაპოშვილი
    05.12.2019

     ორი სპეცოპერაცია ზუგდიდში და ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული ბერ-მონაზონი. ათონის მთაზე მოღვაწე ბერი, 30 წლის სვიმონ ქავთარაძე თანხმლებ პირთან ერთად ავტომობილით გადაადგილდებოდა, როდესაც ისინი პოლიციამ გააჩერა და მათი ავტომობილის ჩხრეკა დაიწყო. ავტომობილში ჩხრეკისას პოლიციამ ჩანთა იპოვა, რომელშიც 14 გრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერება იყო.

    30 წლის სასულიერო პირთან ერთად მყოფმა რომან მალანიამ პასუხისმგებლობა თავდაპირველად საკუთარ თავზე აიღო და განაცხადა, რომ ჩანთა მას ეკუთვნოდა. ამიტომაც პოლიციამ ბერ-მონაზონი გაუშვა, თუმცა, სასულიერო პირი ორი დღის შედეგ პოლიციაში გამოცხადდა და განაცხადა, რომ ჩანთა არა მალანიას, არამედ მას ეკუთვნოდა. სამართალდამცველებმა აღიარებითი ჩვენების შემდეგ ისიც დააკავეს.

    გავრცელებული ინფორმაციით კი, სასულიერო პირის დაკავებამდე ზუგდიდში პოლიციამ კიდევ ერთი სპეცოპერაცია ჩაატრა, სადაც ასევე დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება იპოვეს.

    სავარაუდოდ, სწორედ ამ ოპერაციის შემდეგ მოხდა ბერ-მონაზონის კვალზე გასვლა. ზუგდიდში „რეზონანსს" განუცხადეს, რომ სვიმონ ქავთარაძის მამაც წარსულში სწორედ ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

    მამაოს აღიარებითი ჩვენების შემდეგ კი სასამართლომ მალანია 10 ათას ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა. მალანიას ადვოკატი ჯიტა გულუა „რეზონანსთან" ამბობს, რომ მამაო მასთან მივიდა და განუცხადა, რომ ის პოლიციაში მისვლას და აღიარებას აპირებდა, რომ ჩანთა მას ეკუთვნოდა.

    ადვოკატი აცხადებს, რომ ბერ-მონაზონმა მალანიას ჩანთა გადასცა და უთხრა, რომ თბილისში წაეღო, მოგვიანებით კი ქალაქში თავადაც ჩავიდოდა და გამოართმევდა. სწორედ ამ დროს დაადგა მათ პოლიცია.

    „როგორც მამაომ აღიარებით ჩვენებაში განაცხადა, მან მალანიას ეს ჩანთა, რომელშიც ნარკოტიკული ნივთიერება აღმოჩნდა, თბილისში წასაღებად გადასცა და არ იცოდა ჩანთაში რა იყო. ამიტომაც მალანია ამ დანაშაულში ბრალდებული ვერ იქნება.

    "თუმცა, მან აღიარებითი ჩვენება მისცა, რომ ეს მას ეკუთვნის. მალანიას დაკავება სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც მამაომ ჩანთა გადასცა. ამიტომაც, მოსამართლემ არ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა მალანია წინასწარ პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით და 10 ათას ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა",-განაცხადა ადვოკატმა.

    ვრცელდებოდა ასევე ინფორმაცია, რომ ბერ მონაზონის სახლის ჩხრეკისას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს. საუბარი ნახევარ კილო ჰეროინზეა, თუმცა მისი ოჯახი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.

    მამაოს ძმა გიორგი ქავთარაძე, ასევე სასულიერო პირია და ის ზუგდიდის ეპარქიაში მოღვაწეობს. დაკავებული ბერ-მონაზონი სვიმონ ქავთარაძე მღვდლად სინოდის ერთ-ერთმა წევრმა მუეფე გერასიმემ აკურთხა. მეუფე ამ ინფორმაციას „რეზოანნსთან" საუბარშიც ადასტურებს. თუმცა, სხვა დამატებით კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.

    დაკავებული ღვდლის ოჯახი კი აცხადებს, რომ მამაოს დაკავება მათთვის სრულიად მოულოდნელი იყო და ფაქტის შესახებ დამატებით არაფერი იციან.

    „ჩემი ძმა ჩანთას, რომელშიც ნარკოტიკული ნივთიერება იყო ჭითაწყლის ტერიტორიაზე დახვდა და წამოიღო. მასთან ერთად ის პირიც დააკავეს, ვინც ავტომობილით წაიყვანა და უკან ბრუნდებოდნენ. იმ ადამიანმა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. თუმცა, გუშინ მამაო პოლიციაში გამოცხადდა და აღიარა რომ ეს ჩანთა მისი იყო. წარმოდგენა არ მაქვს სად მიჰქონდა და ვისგან წამოიღო", - აცხადებს სასულიერო პირი.

    ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ბერ-მონაზონის ბრალდებას საპატრიარქო ეხმაურება. საპატრიარქოს პრესმდივანი აცხადებს, რომ სასულიერო პირის მამამ ამანათი მიიღო, სადაც ნარკოტიკული ნივთიერება აღმოჩნდა.

    "მე ვიცოდი ზუგდიდის შემთხვევაზე, რომ სასულიერო პირის მამა იყო დაკავებული, რომელმაც ამანათი მიიღო, სადაც აღმოჩნდა ნარკოტიკული ნივთიერება. საპატრიარქო ჯერ დაელოდება სამართალდამცველების დასკვნას. ხომ შეიძლება, ტყუილად ედავებოდნენ, ან დამნაშავე იყოს? ჩვენ არ გვაქვს საშუალება, წინასწარი გამოძიება ვაწარმოოთ,"-აცხადებს ანდრია ჯაღმაიძე.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას ითვალისწინებს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×