რეზონანსი
12.01.2020

„სალომე ზურაბიშვილის კარიერაში ასეთი ინიციატივა პირველი შემთხვევა არ არის. როდესაც ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, საქართველოს ელჩებს ოფიციალურ თუ არაოფიციალურ შეხვედრებზე ჩოხა-ახალუხით გამოსვლა მოსთხოვა. ძალიან კარგად მახსოვს საქართველოს ელჩის - ვალერი ჩეჩელაშვილის აუდიენცია კრემლში ჩოხა-ახალუხით და ქარქაშში ხმლით“ - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი გია ნოდია გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ სალომე ზარაბიშვილმა მის დაცვას ჩოხა-ახალუხში გამოწყობა მოსთხოვა.

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროს ანზორ ჩუბინიძეს დაცვის სამსახურის თანამშრომლების ჩოხა-ახალუხში გამოწყობა სთხოვა, მან კი დაუსაბუთა პრეზიდენტს, რომ ჩოხაში გამოწყობილ დაცვის თანამშრომლებს მანევრირება გაუჭირდებოდათ.

ჩუბინიძის უარის შემდე, ზურაბიშვილმა ინგლისის ბუკინგემის სასახლის მსგავსი დაცვის სამსახურის ჩაყენება ათონელზე თავდაცვის სამინისტროს მოსთხოვა, რაზედაც უარი მიიღო. თავდაცვის სამინისტრომ პრეზიდენტს განუმარტა, რომ მათ ამხელა რესურსი არ გააჩნიათ.

„თეორიულად, ყველაფერი დასაშვებია და ბევრი ქვეყანა, განსაკუთრებით არაბული და აფრიკის ქვეყნები, ამ ტრადიციას მისდევენ, მათი ოფიციალური წარმომადგენლები ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილი მიდიან შეხვედრებზე. ბუკინგემის სასახლეში ეს ტრადიცია, საუკუნეებია, არ იცვლება, მაგრამ საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა, ვფიქრობ, სხვა შემთხვევაა და ეს ინიციატივა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მორიგ ახირებას ჰგავს.

„თანაც მის კარიერაში ეს პირველი შემთხვევა არ არის. როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მან საქართველოს ელჩებს სხვადასვა ქვეყანაში მოსთხოვა, ოფიციალურ თუ არაოფიციალურ შეხვედრებზე ჩოხა-ახალუხში გამოწყობილები მისულიყვნენ. ძალიან კარგად მახსოვს საქართველოს ელჩის - ვალერი ჩეჩელაშვილის აუდიენცია კრემლში ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი, ქარქაშში ხმილით,“ - აღნიშნა „რეზონანსთან“ გია ნოდიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×