სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    14.01.2020

     „საბაბად ერთი სატელევიზიო ინტერვიუ გამოიყენონ და უფრო სასაცილო მდგომარეობაში ჩააყანებს ხელისუფლებას“, - ასე ეხმაურება იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია მიშა სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით.

    საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა: „2019 წლის 20 ივნისს ბიძინა ივანიშვილი წკიპზე იყო და ეს რეჟიმი დაემხობოდა, მაშინ, ჩემი აზრით, მომენტი გაშვებული იქნა“.

    შსს-ს შეფასებით, სააკაშვილის ეს განცხადება შესაძლოა იყო მინიშნება 20 ივნისს ხელისუფლების დამხობის მცდელობაზე და შსს ამას შეისწავლის.

    „ერთი სატელევიზიო განცხადება არ იქნება საკმარისი, რომ საქმე აღიძრას. რადგან ეს ძალიან მძიმე დანაშაულია, მძიმე და სერიოზული მუხლია, ამას კი ძალიან მყარი მტკიცებულებები სჭირდება. თანაც მარტო ერთი მიშა ვერ გადატრიალებდა ქვეყანას, ვიღაცისთვის ხომ უნდა დაევალებინა ორგანიზება...

    „როგორც ჩანს, არ აქვთ მყარი მტკიცებულებები, თორემ ამას მიშას ინტერვიუს გარეშეც გააკეთებდნენ. თუ უნდათ, რომ ეს საქმე ბოლომდე მიიყვანონო, პროკურატურას ბეწვის ხიდზე გავლა მოუწევს, მაგრამ ჩვენი პროკურატურა ბეწვის ხიდზე კი არა, მყარ ხიდზე ვერ გადის. ამიტომ მეეჭვება, რომ ეს დასაბუთება რამეში გამოადგეთ.  

    „ერთი ინტერვიუ მიშასთვის ბრალის წაყენების საბაბი ვერ გახდება და უფრო სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდებენ თავს“ - განაცხადა „რეზონანსთან“ ლია მუხაშავრიამ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    iobar   (14.01.2020)
    მიხუილას კარგებიც და მისი სექტანტებისაც!!!

    ლინდა   (14.01.2020)
    ჭკვიანი ქალბატონი და კარგი იურისტი ბრძანდებით! ეს გამოშტერებულთა კასტა კი რას ბოდავს და ბჟუტურებს თვითონაც ვერ გაუგიათ! რა სასაცილო და ქვეყნის გამაოხრებელი ვიგინდარები არიან! როგორ დაანგრიეს ამ სულიერად გამოშიგნულმა ვირთხებმა ქვეყანა!


    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×