თამთა ჩაჩანიძე
12.02.2020

„ამ წუთში მოლაპარაკებას და დიალოგს სხვა ალტერნატივა არ აქვს, ჩვენ ამავდროულად საპროტესტო აქციებსაც ვაგრძელებთ, საერთაშორისო ზეწოლის იმედიც გვაქვს და ვფიქრობთ, რომ ხელისუფლება რაღაც დათმობებზე წამოვა, ყოველ შემთხვევაში ეს წინადადება ისეთია, რომელიც ამ ეტაპზე პრობლემას მოხსნიდა," - ასე აფასებს „რეზონანსთან" პატრიოტთა ალიანსის პოლიტიკური მდივანი გოჩა თევდორაძე ალიანსისვე ლიდერის ირმა ინაშვილის საარჩევნო სისტემასტან დაკავშირებულ ინიციატივას.

ინაშვილი მიიჩნევს, რომ დიალოგის რესურსი ჯერ კიდევ არის, მან ხელისუფლებას კონკრეტული საარჩევნო ინიციატივას 135/15-ზე დამატებით სავალდებულო მონაწილეობა არჩევნებში და ცვლილებები საარჩევნო კოდექსში შესთავაზა.

თევდორაძე ამბობს, რომ ამ ინიციატივით არცერთი რეგიონი მაჟორიტარის გარეშე არ დარჩება და თან ძირითადად პროპორციული სისტემა იქნება.

„ინიციატივა ეფუძნება იმას, რომ მაჟორიტარების მიერ პროპორციული სისიტემის დაბლოკვა ახსნეს იმით, რომ ყველა რეგიონს თავისი მაჟორიტარი უნდა ყავდესო, თუ ყველა რეგიონს თავისი მაჟორიტარი უნდა ჰყავდეს, პრინციპი 135/15 ზე ყველა რეგიონს ითვალისწინებს.

„ამის გარდა თბილისში რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილია თავმოყრილი, შეიძლება, რომ სამი მაჟორიტარი ჰყავდეს, 135/15 ამ პრინციპს ეფუძნება, მათ აღარ ექნებათ იმის თქმის საფუძველი, რომ რომელიმე რეგიონი ან დედაქალაქი მაჟორიტარის გარეშე დარჩა.

„თუ რაიმე პოზიტიური ნაბიჯის გადადგმა სურთ, ეს პრინციპი მისაღებია. დანარჩენი მაჟორიტარების რაოდენობა აბსოლუტურად არაფერს არ ეფუძნება, ჩვენი ინიციატივა ეფუძნება იმას, რომ ყველა რეგიონს ჰყავდეს მაჟორიტარი და ძირითადად პროპორციული სისტემა იყოს.

„მე არ ვიცი ხელისუფლება ამ შემთხვევაში რას იზამს, ხშირ შემთხვევაში არაადეკვატურ ნაბიჯებს დგამს და ჯერჯერობით ხელისუფლებისგან რაიმე პოზიტიურიც არ დამინახავს, მაგრამ ამ წუთში მოლაპარაკებას და დიალოგს სხვა ალტერნატივა არ აქვს, ჩვენ ამავდროულად საპროტესტო აქციებსაც ვაგრძელებთ, საერთაშორისო ზეწოლის იმედიც გვაქვს და ვფიქრობთ, რომ ხელისუფლება რაღაც დათმობებზე წამოვა, ყოველ შემთხვევაში ეს წინადადება ისეთია, რომელიც ამ ეტაპზე პრობლემას მოხსნიდა."-განაცხადა მან.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
მედეა   (13.02.2020)
რეგიონებში იგულისხმება ქართლ,კახეთი, იმერეთი, გურია და სამეგრელო, რაჭა- ლეჩხუმი, სვანეთი? 15 ნამეტანი ცოტაა, ჩემო კარგო, 40 --კიდევ არაუშავს, 160/40 მოითხოვეთ, ამაზე შეიძლება დაითანხმოთ! სეპარატისტული რეგიონებიდან დევნილების კვოტაც არ დაივიწყოთ 155/45 უკეთესი იქნება!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×