ია აბულაშვილი
13.02.2020

"მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს ინიციატივა თავად ევროპარლამენტიდან წამოვიდა, მათი შეთავაზება იქნება და მმართველი გუნდი იძულებული გახდა დათანხმებოდა"- ასე ეხმაურება იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია გიგი უგულავას საქმეზე ფაქტების დამდეგნი მისიის საქართველოში მოწვევას.

საქართველოს ხელისუფლება აპირებს გიგი უგულავას საქმეზე ფაქტების დამდეგნი მისიის მოწვევას ევროპარლამენტიდან. როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, მისიის ჩამოსვლა მნიშვნელოვანია და მისია ქართულ მხარესთან ერთად ამ საკითხებს სამართლებრივ-პოლიტიკურ ასპექტში განიხილავს.

მისი თქმით, ეს საკითხი უნდა გახდეს საერთაშორისო მსჯელობის საგანი, მხოლოდ მას შემდეგ რაც კომპეტენტური დასკვნა იქნება გაკეთებული. წინააღმდეგ შემთხვევაში აზრთა სხვადასხვაობა აზიანებს ქვეყნის სტაბილურობას და ქმნის არასწორი ინფორმაციის გავრცელების წინაპირობას. მმართველ გუნდში იმასაც აცხადებენ, რომ ხელისუფლების ინიციატივა "ნაციონალებს" და მის სატელიტებს არ აწყობთ, რადგან ფაქტის დაადგენა ყოველთვის მათ წინააღმდეგ მოქმედებს.

უგულავას საქმეზე ფაქტების დამდგენი მისიის მოვლინებაზე მზადყოფნა გამოთქვა ევროპარლამენტში ევროპული სოციალისტების პარტიამ.

"გიგი უგულავას საქმის მასალებს არ ვიცნობ, მაგრამ თუ ამ კაცმა ფონდის კუთვნილი ფული გაფლანგა თავისი მერობის დროს, ამდენი წელი ეს საქმე რატომ იყო თაროზე შემოდებული? ეს აჩენს კითხვებს და მოსაზრებას, რომ ამ საქმეს პოლიტიკური სარჩული უდევს. თორემ უგულავაზე არავინ ამბობს, რომ ანგელოზია.

"ხელისუფლების ყოჩაღი განცხადებები, თუ არ გჯერათ, წავიდეს უგულავა და სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივროსო, ევროპულ სასამართლოში საქმეების გარჩევას ზოგ შემთხვევაში წლები სჭირდება.

"მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს ხელისუფლების ინიციატივა არ არის და თავად ევროპარლამენტმა შესთავაზა ეს წინადადება, ხელისუფლება კი იძულებული იყო დათანხმებულიყო. ასეთი პრცენდენტი იყო 2000 წელს აზერბაიჯანში, როცა შეისწავლეს პატიმრების საქმე. თუ მართლაც მოხდა ამ საქმის შესწავლა უცხოელი სპეციალიტების მიერ, მითუფრო საყურადღებო იქნება ამ კომისიიs მუშაობა და შედეგები, რაც ცალსახად მიუთითებს იმაზე, რა მდგომარეობაშია მართლმსაჯულება ქვეყანაში.

როგორც გადასახადების გადამხდელს კი მაინტერესებს, ვინ უნდა გადაიხადოს თანხა, რომელიც კომისიის მუშაობას დასჭირდება, მასალებია გასაცნობი, იქ თარგმანი, მათი მივლინების ხარჯები და ა.შ. ვფიქრობ ცოტა არ დაჯდება.

დასკვნა დარწმუნებული ვარ იქნება, რომ არის ფუნდამენტალური დარღვევები. ანუ, არის თუ არა უგულავა პოლიტპატიმარი, ამის დასადგენად საფასური ისევ თავისი ჯიბიდან ხალხმა უნდა გადაიხადოს?" - განაცხადა "რეზონანსთან" ლია მუხაშავრიამ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
1234   (14.02.2020)
საქმეს არ იცნობს, მაგრამ კომენტარს აკეთებს. წაიკითხე საქმე მერე ვინ გიშლის, თუ თავს უფლებადამცველად ასაღებ? სტრასბურგის სასამართლოში წლები სჭირდება თურმე გასაჩივრებას, და საქართველოს სასამართლოში წლები არ უნდა იყოს საქმე წარმოებაში? სააკას სასამართლო უნდა იყოს? დაჭერა და მეორე დღეს რუსთავი ორის ეთერში მისჯა? კარგია რომ როგორც მოქალაქეს კომისიის მასპინძლობსი ხარჯი განაღვლებს, მაგრამ საკვირველია ის 50 მილიონი და მრავალი სხვა 50 მილიონი რომელიც "ოფშორებშია" დალექილი და რომელიც ასევე შენი როგორც გადამხდელის ჯიბიდან მოიპარეს რატომ არ განაღვლებს? ანგელოზი არის თუ არა ეგ ღმერთის გადასაწყვეტია. არც შენი იცი და არც პეტრემ. გაფლანგვაში დანაშავე არის თუ არა კი სასამართლოს გადასაწყვეტია. ასე რომ უგულავას, ერთი გზა დარჩა, სტრასბურგი თუ უდანაშაულოა და თავისი სიმართლის დამტკიცება სურს. კურუმპირებული ჩინოვნიკი უნდა დაისაჯოს რომ კურუფცია აღმოიფხვრას, მნიშვნელობა არა აქვს პოზიციაში თუ ოპოზიციაში. თუ პოზიციაშია და არ ისჯება, მაშინ იმის იმედი მაინც უნდა გვქონდეს რომ როცა ხელისუფლება შეიცვლება ოპოზიციაში მოხვდება მაშინ მაინც დაისჯება. სხვა მხრივ ამ გაწრნილ პოლიტიკურ ელიტას ვერ მოვიშორებთ.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×