ია აბულაშვილი
25.03.2020

"რომელ სოციალურ სოლიდარობაზეა საუბარი, ამ საყოველთაო გასაჭირის დროს ენერგოკომპანიები დენს უჭრიან მოსახლეობას, ბანკები ხალხის გამოსახლებაზეა გადასული, ავიაკომპანიებს, თუ მთავრობამ არ უთხრა დასტოპდიო, მგზავრობის ფასს არ უწევენ. ამ ბრძოლაშიც არ თმობს ბიზნესი თამაშის წესებს, მოგება ნახოს ყველა შემთხვევაში" - ასე ეხმაურება "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა უკავა ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებას.

"საერთო ჯამში ეს ახალი კორონავირუსი არ აღმოჩნდა ცუდი მოვლენა და ბევრი რამ გამოიკვეთა, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი კუთხით. რაც შეეხება ბიზნესს, ეპიდემიამდეც არ ჰქონდა სოციალური პასუხისმგებელობა და ამ ბრძოლაშიც არ თმობს დადგენილი თამაშის წესებს, მოგება ნახოს ყველა შემთხვევაში. რა სოციალურ სოლიდარობაზეა საუბარი, ამ საყოველთაო გასაჭირის დროს ენერგოკომპანიები დენს უჭრიან მოსახლეობას, ბანკები ხალხის გამოსახლებაზეა გადასული. ავიაკომპანიებს, თუ მთავრობამ არ უთხრა დასტოპდიო, ბილეთის ფასს არ უწევენ.

"მაგრამ პასუხისმგებლობას მხოლოდ ბიზნესს ვერ დავაკისრებთ, რადგან როგორც წესი საქართველოში ბიზენსი მთავრობის დანამატია და ბიზენსიც იმას აკეთებდა, რასაც მთავრობა ეტყოდა. დღეს თუ ეტყვის მთავრობა ბანკებს და ენერგოკომპანიებს, დასოპდითო, დასტოპდებიან და ავიაკომპანიები ფასებს ჩამოწევენ. ბანკები, აფითიაქებიც, ენერგოკომპანიები და სხვა ბიზნესები ხელისუფლებას ხალხის საძარცვავად სჭირდებოდა, ამიტომ ბიზნესთან ერთად პასუხისმგებლობა მთავრობასაც ეკისრება.

"რაც შეეხება მთავრობას, აშკარად გამოჩნდა, რომ მართლაც აქვს ვირუსის შიში და ძალიან მობილიზებულები არიან. გახარია, რომელიც სათადარიგო სკამზე ჰყავდა მსაჯს, დღეს ის პროფესიონალ ექიმებთან ერთად ცდილობს ჩააცხროს კრიზისი. მაგრამ მე იმის მეშინია, რომ როცა ეპიდემია ჩაცხრება და შიში გაივლის, თავი არ წამიყონ ისევ იმ უტიფარმა, არაპროფესიონალმა ჩინოვნიკებმა და ისევ არ დაიწყოს ხელისუფლებამ შეცდომების დაშვება. ამჯერად სახეზეა, რომ ყველა ინსტიტუცია მუშაობს და თავს ართმევს ამოცანას. მაგრამ საჭიროა სასწრაფოდ მიხედონ რეგიონებს. სამწუხაროდ ეპიდემიის ფონზე რეგიონებში ზოგიერთები ხელს ითბობენ. ჩვენს მთავრობას ძირითადად დედაქადაქის ბედი აღელვებს, დედაქალაქში არ უნდა იყოს მღელვარება, თორმე ცალკეულ სოფლებში რა ხდება არ აინტერსებს.

რაც შეეხება ოპოზიციას, მხედველობაში მაქვს ლიბერალური ოპოზიცია, მათი მოქმედებები კუ და მორიელის იგავს მაგონებს, დახრჩობისგან რომ გადაარჩენს და ის მაინც კბენს, ასეთი ჯიში მაქვსო. კრიტიკა უნდა იყოს, მაგრამ არა ამ ტონალობაში, ჯერ ეუბნები, რატომ არ ამკაცრებ საკარანტინო ზონასო და ერთ საათში ეუბნები ეკონომიკა ინგრევა ხალხი დაიცავიო. მე რომ ამ მთავრობას ვაკრიტიკებ, ისეთი უნდა, მაგრამ ვერ გავიგე, არ შეიძლება რომ ახლა ყველამ ერთად შევუტიოთ ამ ტალღას? თუ ხელისუფლება ისე გამოსწორდება, რომ შეცდომებს აღარ დაუშვებს და იმის საშუალებას არ მოგვცემს, რომ ვაკრიტიკოთ..." - განაცხადა "რეზონანსთან" კახა უკუავამ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
gocha   (26.03.2020)
sad aris sakartveloshi biznesi eseni sufta kachagebi arian.ar megona tu sakashvils mevinatrebdi droze chamodi eseni kvela deda mosatknavebi arian tavis biziniana


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×