თამთა ჩაჩანიძე
27.03.2020

„15 აპრილის შემდეგ გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა, ინფიცირებულ პაციენტების რაოდენობას გაცილებით გადააჭარბებს, ბევრმა შესაძლებელია ეს ვირუსი ძალიან ადვილადაც გადაიტანოს" - ასე აფასებს „რეზონანსთან" ასტროლოგი დავით ბუტიკაშვილი, საქართველოში კოვიდ-19 ინფექციის მოსალოდნელ პიკს და გარდატეხის პერიოდს.

ასტროლოგიური თვალსაზრისით ბუტიკაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში შიდა გადადების ფაქტები არ იქნება, ხოლო აპრილის შუა რიცხვებიდან კი ინფექცია დარეგულირებას დაიწყებს.

„საქართველოში ძირითადად შიდა გავრცელება, ვირუსის ერთმანეთზე გადადება მოსალოდნელი არაა, 15 აპრილიდან კი დარეგულირებას დაიწყებს - კორონავირუსი იქნება, მაგრამ ყველა დავინახავთ, რომ კლებისკენ წავა.

„გარდა ამისა, მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის ეფექტური მკურნალობის მეთოდებს შეიმუშავებენ, ეს აჟიოტაჟი კი უცხოეთიდან ხალხი რომ გამორბის, 15 აპრილის შემდეგ ჩაწყნარდება.

„ინფიცირებულთა მკვეთრი მატება არ იქნება, ისიც უმრავლესობა იმ პაციენტებისგან გამოაშკარავდება, რომლებიც უცხოეთიდან ჩამოსულებს შორის კარანტინში არიან, საქართველოს მოსახლეობაში შიდა მასობრივი გავრცელების საფრთხე აღარ იქნება.

„იმ რიცხვის ზუსტად თქმა ძნელია, თუ საქართველოში როდის აღარ გვეყოლება კორონავირუსული ინფექციით დაავადებული პაციენტი, მაგრამ 15 აპრილის შემდეგ გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა, ინფიცირებულ პაციენტების რაოდენობას გაცილებით გადააჭარბებს, ბევრმა შესაძლებელია ეს ვირუსი ძალიან ადვილადაც გადაიტანოს.

„როდესაც მთელს მსოფლიოში კორონავირუსი დამარცხდება, შემდეგ უკვე ჭიდაობა ეკონომიკური კრიზისისკენ წავა, ეს სადღაც ოქტომბრის შემდეგ იქნება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კორონავირუსის საფრთხე ოქტომბრამდე იარსებებს - ამ დროის მერე კაცობრიობა უკვე იტყვის იმას, რომ ეს ის საფრთხე აღარაა.

„ამ ეპიდემიას მძიმე შედეგი - ეკონომიკური პრობლემები მოჰყვება, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში დაიწყება, ამ კრიზისთან ჭიდილი არა მხოლოდ 2020 წელს, არამედ რამედ 2021 წელსაც მოიცავს" - განაცხადა მან.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას კორონავირუსთან ბრძოლის შემდეგ ეკონომიკურ პრობლემებთან მოუწევს შეჭიდება, რომელიც მისი თქმით, 20 აპრილის შემდეგ დაიწყება.

„ჩვენს ხელისუფლებას კორონავირუსის პიკის შემდეგ, ეკონომიკურ კრიზისთან ჭიდილი 20 აპრილის შემდეგ დაეწყება. მმართველი ძალა საკმაოდ რთული ამოცანის წინაშე დადგება - მისი პრობლემა უკვე არა ჯანდაცვის კუთხით, არამედ ეკონომიკური კუთხით იქნება.

"ლარის კურსი გაექცათ, ფასებმა მოიმატა, ეს ყველაფერი რომ ხელისუფლებამ თავის კალაპოტში დააბრუნოს, ახალი სოციალური პაკეტების და პროგრამების განხორციელება იქნება საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევში ეკონომიკური მიზეზით ხალხის ძალიან სერიოზული უკმაყოფილება შეიქმნება.

„პრობლემა იმაშია, რომ ეს ვირუსი ისე სწრაფად ვრცელდება, რომ ქვეყნების ექიმები მკურნალობას ვერ აუდიან, ექიმების და ადგილების რაოდენობა არასაკმარისია, თორემ ღორის გრიპი უფრო აგრესიული და ფატალური იყო.

„ექიმების და ადგილების რაოდენობა საკმარისი რომ იყოს, ბევრი განიკურნებოდა, სინამდვილეში ეს ვირუსი მოხუცებსაც გადააქვთ, ეს დაბნეულობაა, მსოფლიო 20 აპრილის მერე კი ასეთი დაბნეული აღარ იქნება, მკურნალობის მეთოდიკაც იქნება და ადამიანებს პანდემიის მიმართ შიში გაუქრებათ, ქუჩებში უფრო თავისუფლად იმოძრავებენ და მუშაობას დაიწყებენ.

„ჩვენთან მადლობა ღმერთს, რომ ეს კრიზისი არაა და არც იქნება ისეთი სიტუაცია, რომ საწოლების და ექიმების როდენობა არ ეყოს.

„ეს ვირუსი კი როგორც ქათმის გრიპი, ღორის გრიპი ისე იარსებებს, მაგრამ უკვე აპრილის შემდეგ მსოფლიოს მკურნალობის მეთოდიკაც ეცოდინებათ და პანიკაც ჩაცხრება" - განაცხადა ბუტიკაშვილმა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×