ტატა შოშიაშვილი
31.03.2020

მოსკოვთან მდებარე კომუნარკის საავადმყოფოს მთავარ ექიმს, დენის პროცენკოს კორონავირუსი დაუდასტურდა. ეს ის საავადმყოფოა, სადაც ძირითადა კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებს მკურნალობენ და რომელსაც 24 მარტს პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სტუმრობდა. პროცენკოს, სავარაუდოდ, ყოველდღიური კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულებთან, თუმცა, გამორიცხული არ არის, რომ მას ვირუსი კოვიდ-19 სხვა გამავრცელებლისგან გადაედო - პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისგან, ან მისი პრესს-სპიკერის, დმიტრი პესკოვისგან.

თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ ყველაფერი პირიქით იყოს და ექიმმა პროცენკო დააინფიცირა რუსეთის პრეზიდენტი.

არც პუტინს და არც პესკოვს, ოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსი დადასტურებული არ აქვთ. თუმცა სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილება მოსაზრება, რომ რუსეთის ხელისუფლება შესაძლოა მათ ავადმყოფობას მალავდეს და ეს მოსაზრება არცთუ უსაფუძვლოა.

ყველაფერი კი 13 მარტს მოსკოვში გამართული ელიტარული წვეულებიდან - ცნობილი რუსი კომპოზიტორისა და პროდიუსერის, იგორ კრუტოის დის, ალა კრუტაიას დაბადების დღის აღნიშვნიდან დაიწყო. ამ წვეულებაზე იმყოფებოდა ცნობილი საესტრადო მომღერალი ლევ ლეშჩენკო მეუღლესთან ერთად. ორი კვირის შემდეგ, 27 მარტს კი ცნობილი გახდა, რომ ორივე მათგანს კორონავირუსი დაუდასტურდა. გარდა ამისა, კორონავირუსი დაუდაასტურდა ამავე წვეულების კიდევ ერთ სტუმარს - ცნობილ მომღერალ იგორ ნიკოლაევს.

13 მარტს ამავე წვეულებას ესწრებოდა რუსეთის რეზიდენტის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი მეუღლესთან, ცნობი რუს მოციგურავე ტატიანა ნავკასთან ერთად. შესაბამისად, საკმაოდ მაღალია ალბათობა, რომ წვეულების სხვა სტუმრების მსგავსად, ისიც ინფიცირებული იყოს. ასევე მაღალია იმის ალბათობაც, რომ ინფიცირებული პესკოვისგან ვირუსი პრეზიდენტ პუტინს გადაედო.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი - 26 მარტს კორონავირუსი ოფიციალურად დაუდასტურდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთ-ერთ თანამშრომელს, რომლის ვინაობასაც არ ასახელებენ. პესკოვის განმარტებით, ინფიცირებულს ქვეყნის პირველ პირთან უშუალო კონტაქტი არ ჰქონია.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×