თამთა ჩაჩანიძე
31.03.2020

კორონავირუსის გადაცემისაგან თავის დასაცავად დადგენილი სოციალური დისტანცია - 2 მეტრი, უნდა გადაიხედოს, რადგანაც რეალურად არანაირ ეფექტს არ იძლევა. ამ დასკვნამდე მივიდნენ ამერიკელი მეცნიერები, რომლებმაც ზუსტად გაოთვალეს, თუ რა რადიუსში შეიძლება დააავადოს კორონავირუსით ინფიცირებულმა გარშემო მყოფები დაცემინების ან დახველებისას.

შესაბამისი კვლევა აშშ-ის მასაჩუსეცის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში ჩატარდა და მისი შედეგები ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალშია გამოქვეყნებული. კვლევის მიზანი იყო იმის ზუსტად დადგენა, თუ რა მანძილზე ხდება წვეთების გაფრქვევა ადამიანის ცხვირ-ხახიდან დაცემინებისა და დახველების შემთხვევაში.

შედეგად გაირკვა, რომ გაფრქვევა საშუალოდ 7-8 მეტრის რადიუსში ხდება. შესაბამისად, 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვის შემთხვევაშიც კი, ჯანმრთელ ადამიანს შესაძლოა კორონავირუსი მაინც გადაედოს.

ამასთან, ჰაერის ტენიანობის მაჩვენებლიდან გამომდინარე, გაფრქვეული წვეთების ჰაერში შეკავება შესაძლოა რამდენიმე წამიდან ერთ წუთამდე დროის პერიოდში მოხდეს.

კვლევის ხელმძღვანელი ლიდია ბურუიბა ამბობს, რომ მისმა კვლევამ შესაძლოა კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლას ხელი შეუწყოს.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×