ია აბულაშვილი
01.04.2020

„ეს იყო მთავრობის მხრიდან მიღებული ოპერატიული და სწორი გადაწყვტილება, რადგან ზოგიერთ მოქალაქეს მდგომარეობის სიმძიმე გათვითცნობიერებული არ აქვს. დაგვიფიქსირდა შიდა გავრცელება, ამიტომ ყველა გონს უნდა მოვეგოთ, თორემ მივიღებთ იტალიას," - ასე ეხმაურება პარლამენტის უმრავლესობის წევრი ლადო კახაძე მთავრობის გადაწყვტილებას საყოველთაო კარანტინის გამოცხადებასთან დაკავშირებით.

„როგორც ბოლო დღეების მოვლენებმა აჩვენა, ზოგიერთ მოქალაქეს მდგომარეობის სიმძიმე გათვითცნობიერებული არ აქვს, რომ თავისი მოქმედებით შეიძლება საფრთხე შეუქმნას, როგორც საკუთარ, ისე სხვის სიცოცხლეს. ეპიდემიის წინაღმდეგ ბრძოლაში, კი მხოლოდ მედიკოსები და მთავრობის ძალისხმევა ქვეყანას ვერ გადაარჩენს. უკვე დაგვიფიქსირდა შიდა გადაცემა, რაც საფუძველს იძლევა კარანტინის გამოცხადების. მთავრობის მხრიდან ეს იყო ოპერატიულად მიღებული და სწორი გადაწყვეტილება. სხვა რა ზომები უნდა მიიღო, ბორკილებს ხომ არ დაადებ და სახლში დააბავ. ყველამ უნდა გაიგოს რომ დიდი საფრთხის წინაშე ვართ, გონს უნდა მოვეგოთ, თორემ მივიღებთ იტალიას, გვინდა მერე ეს?" - განაცხადა „რეზონანსთან" ლადო კახაძემ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×