ელზა პაპოშვილი
01.04.2020

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით,  დამტკიცდა  ახალი ალგორითმი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება, რომელი სახის ტესტი პაციენტების რომელ ჯგუფში უნდა იქნას გამოყენებული. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე  განაცხადა.

შეცვლილი პროტოკოლის შედეგად რისკის  ზონაში მყოფი პაციენტები სამ კატეგორიად იყოფა. პირველი ეტაპი იქნება, ვისაც მოგზაურობის სიტორია აქვს  და მაღალი ტემპერატურა აღენიშნება. მეორე კატეგორიაში ვისაც ტესტირება ჩაუტარდება მათ, რომელთაც შეხება რისკზონიდან ჩამოსულ პირებთან ჰქონდათ. მესამე კატეგორიაში კი მოხვდებიან ის  პირები,  ვისაც უბრალოდ ტემპერატურა უფიქსირდებათ და საეჭვო პაციენტებად მიიჩნევენ. 

მინისტრის მოადგილის  თქმით, მომდევნო კვირების განმავლობაში ეტაპობრივად გაიზრდება იმ კლინიკების რაოდენობა, ვინც ადგილზე შეძლებს სწრაფი ტესტებით ცხელებით შემოსული პაციენტების გამოკვლევას. ამასთანავე, სიმპტომების არქონის შემთხვევაში, ყველა ადამიანს ტესტირება ვერ ჩაუტარდება.

„კლინიკური სიმპტომები ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ტესტების გამოყენებასთან მიმართებაში გვქონდეს რაციონალური მიდგომა. სიმპტომების არქონის შემთხვევაში ყველას ტესტირებას რაციონალური გამოსავლები ვერ ექნება და ასეთი მიდგომა ახალი ალგორითმით გათვალისწინებული არ არის“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.   

ჯანდაცვის ზოგიერთი ექსპერტები მიიჩნევს, რომ მოქმედი პროტოკოლი უკვე დიდი  ხნის წინ უნდა შეცვლილიყო, როგორც კი მარნეულში 62 წლის ქალს ვირუსი დაუდგინდა. ამის შეეგად კი 30 წლის თერჯოლელი ახალგაზრდის დაინფიცირების ფაქტი თავიდან აცილებული იქნებოდა. იქ ახალგაზრდა კაცს, რომელიც საავადმყოფოში პნევმონიით მივიდა და მოგზაურობის  ისტორია არ ჰქონდა, კორონავირუსზე ტესტი არ ჩაუტარეს. მკურნალობა დაუნიშნეს და სახლში გაუშვეს. მოგვიანებით კი მას კორონავირუსი დაუდასტურდა. 

 „პროტოკოლები იმიტომ იწერება, რომ ნებისმიერ ადგილას მყოფმა ექიმმა საქმეს ერთნაირად უნდა შეხედოს. სისტემა თუ არა არის ისე არაფერი გამოვა. ათასი ექიმიდან თუ 998 პროტოკოლს დაიცავს, ეს იმას ნიშნავს, რომ  90%-ით მაინც დაზღვეულები უნდა ვიყოთ. როცა ყველა თავის ჭკუაზე მუშაობს, გამოდის, რომ სისტემა არ მუშაობს. ეს არის ელემენტარული ანაბანა,  ვინც ამაში ერკვევა. რა თქმა უნდა, ის არ შეიძლება 100%-იანი იყოს. ეს ხომ მათემატიკა არ არის, ყველაფერი რომ სიზუსტით გაწერილი იყოს“,-განაცხადა პაატა იმნაძემ ოთხშაბათის ბრიფინგზე. 

ჯანდაცვის ექსპერტი სერგი ჩიხლაძე კი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ძველი პროტოკოლით შესაძლოა ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაზრდილია და ეს ჩვენ რეალურად არ ვიცით. 

„ეს არის ჯანდაცვის სამინისტროს პირდაპირი პასუხისმგებლობაა. აქ კონკრეტული ექიმის ან საავადმყოფოს  დანაშაულს  ვერ ვხედავ. ყველა იმ პროტოკოლით ხელძღვანელობს, რაც ჯანდაცის სამინისტროს მიერ არის დადგენილი. სამინისტრო თავისი ბიუროკრატიული ქმედებებით აჭიანურებდა ალგორითმის შეცვლას და ექიმებს პროდუქტიულად მუშაობაში ხელს უშლიდა. ისევ და ისევ სწრაფი ტესტების პრობლემასთან მივდივართ. თერჯოლის და მარნეულის შემთხვევებშიც ექიმებს პროტოკოლის მიხედვით ამ ტესტების ჩატარების საშუალება რომ ჰქონოდათ, ასეთ შედეგამდე არ მივიდოდით. ამიტომ ახლა შეცვლილი ალგორითმის შედეგად არ არის გამორიიცხული, რომ ქვეყანაში დაინფიცირებულთა უფრო მეტი რიცხვი გამოვლინდეს“, - ამბობს ექსპერტი „რეზონანსთან“.  

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×