ელზა პაპოშვილი
02.04.2020

საქართველოში კორონავირუსით დაინფცირების ახალი წყარო გაჩნდა - ქვეყანაში კორონავირუსის ფულით დაინფიცირების უკვე რამდენიმე შემთხვევა დაიფიქსირდა. კოვიდ 19-ით ეროვნული ბანკის შვიდი თანამშრომელი, კახეთში 34 წლის ტაქსის მძღოლი,  თერჯოლაში ლომბარდის 30 წლის თანამშრომელი და  ხელოსანი, სავარაუდოდ, ფულიდან დაავადნენ. 

ბანკის შვიდივე თანამშრომელი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, ხოლო სიმპტომების გამოვლენის შემდეგ, მათ ტესტირება ჩაუტარდათ და კორონავირუსზე დადებით პასუხი  აჩვენა. 

ეროვნული ბანკი ამის შესახებ განცხადებას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ აღნიშნულ პირებს კორონავირუსი ნამდვილად დაუდგინდათ, ხოლო მათ გარშემო გაფართოვებული ეპიდკვლევა მიმდინარეობს. რაც შეეხება მათი  ჯანმრთელობის მდგომარეობას, დამაკმაყოფილებელია. ისინი ერთი დეპარტამენტის თანამშრომლები არიან და ბანკის სხვა თანამშრომლებისგან ორი კვირის განმავლობაში სრულიად იზოლირებულები იყვნენ. მიუხედავად  იმისა, რომ ბანკის 90%-ის თანამშრომლები დისტანციურად მუშაობენ, შენობის სრული დეზინფექცია მიდის.  

სავარაუდოდ, ფულით დაინფიცირდა 34 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც გურჯაანის რაიონის სოფელ კარდანახიდან არის. მამაკაცი თბილისში ტაქსის მძღოლად მუშაობდა და ოჯახი ეჭვობს, რომ ის სწორედ ფულის მეშვეობით დაინფიცირდა. მამაკაცი სავარაუდოდ, 11 დღის განმავლობაში კორონავირუსის მატარებელი იყო და მან ამის შესახეებ არაფერი იცოდა. 

ტაქსის მძღოლს კახეთში პაპა გარდაეცვალა და გასვენების პერიოდში  მას შეხება  15 ადამიანთან ჰქონდა. „რეზონანსთან“ ადგილობრივები ამბობენ, რომ ახალგაზრდას ხელიც ჩამოართვეს და მასთან უშუალო სიახლოვეეც ჰქონდათ, თუმცა, ჯერჯერობით სიმპტომები არ გამოვლენიათ. 15-ვე ადამიანის ვინაობა უკვე დადგენილია და ისინი თვითიზოლაციაში გადავიდნენ. 

„თბილისში ტაქსის მძღოლად მუშაობს და თავად ეჭვობს, რომ ფულიდან დაავადდა.  ერთ კვირაზე მეტი იქნება პაპა დაეღუპა და რადაგანაც აკრძალული იყო ბევრი ხალხი, სულ ახლო მეზობლები და ნათესავები ვიყავით. ხელი კი ჩამოვართვი და მასთან ახლოსაც ვმოძრაობდი. ჯერჯერობით სიმპტომები არ მაქვს, მაგრამ მერე რა იქნება არ ვიცი. მითხრეს, რომ სახლიდან არ გავიდე და თვითიზოლაციაში ვიყო. 

“ამ ბიჭის  მეზობელი ვარ, როგორც თავად ამბობს, 11 დღე ვერაფერი გაიგო. მერე კი დაღლილობა და ციება იგრძნო, სიცხეც მიუცია. წავიდა საავადმყოფოში და ტესტის გაკეთების შემდეგ ვირუსი დაუდგინდა. ჯერჯერობით ყველა ის 15 კაცი  კარგადაა და მერე რა იქნება არ ვიცით“, - აცხადებს 34 წლის ტაქსის მძღოლის მეზობელი  „რეზონანსთან“.  

მსგავსი შემთხვევაა თერჯოლის ფაქტიც, სადაც 30 წლის ლომბარდის თანამშრომელი ამბობს, რომ ის ფულიდან დაავადდა. მანაც რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ გაიგო, რომ ვირუსის მატარებელი იყო და თერჯოლაში კონტაქტი მამასთან ჰქონდა. მამას კი ხარაგაულის  მცხოვრებლებთან, რომლებსაც გასაყიდი  წიწილები სახლში მიუყვანათ. როგორც „რეზონანსთან“ ადგილობრივები ამბობენ, ასეთი სულ რამდენიმე ოჯახია, რომელთა ვინაობაც უკვე დადგენილია და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან.   

„როგორც თავად ამ კაცს უთქვამს ხარაგაულში სულ 9 ოჯახთან ჰქონდა კონტაქტი, რომლებსაც სახლში წიწილები მიუყვანა. ნათესავთან კიდევ ღამე გაატარა. თუმცა, ჯერჯერობით არცერს მსგავსი სიმპტომები არა აქვს დადგენილი. ყველა მათგანი თვითიზოლაციაში არიან და სიპტომების გამოვლენის თანავე მათ ტესტებს ჩაუტარებენ. 

“მამამისთან შეხება მეც მქონდა, ბიჭი არ მინახია. მეზობლები ვართ და რა ვიცი  ჯერ არაფერი მჭირს და მერე რა იქნება, არ ვიცით. ეს ბიჭი ლომბარდში მუშაობდა და ამბობს, რომ ფულიდან გადამედოო. თბილისიდან სოფელში იყო ჩამოსული. რამდენიმე დღეში იგრძნო, რომ სიცხე ჰქონდა და კარგად ვერ იყო. წავიდა თბილისში და კორონავირუსი დაუდგინდა“, - აცხადებს თერჯოლელი მამაკაცის მეზობელი „რეზონანსთან“. 

ფულს ასახელებს დაიფიცირების წყაროდ N5 პაციენტი. მისი თქმით, ის არის ხელოსანი, რომელმაც ერთ-ერთი უცხოელისგან ავტომობილის გაკეთების შემდეგ ხელზე ფული აიღო. ამის შემდეგ კი რამდენიმე დღეში კორონავირუსის დამახასიათებელი სიმპტომები იგრძნო.     

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×