თამთა ჩაჩანიძე
17.05.2020

თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა მხოლოდ შეზღუდვების მოხსნის ბოლო ეტაპზე მოხდება, რადგანაც კორონავირუსის გავრცელების კუთხით მეტრო, საქალაქო ავტობუსები და მიკროავტობუსები ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს - ამის შესახებ „რეზონანსს" კორონავირუსთან ბრძოლის საკოორდინაციო საბჭოს წევრმა, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ განუცხადა.

შესაბამისად, მოლოდინი, რომ 22 მაისს, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებასთან ერთად თბილისში საქალაქო ტრანსპორტის ამუშავებაც მოხდება, სავარაუდოდ არ გამართლდება.

„არა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ბოლოს, ეს ბოლო ეტაპი იქნება. საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავება ყველაზე სარისკოა", - განაცხდა ხუნდაძემ.

მისივე თქმით, საზოგდოებრივი ტრნსპორტის ამუშავების სავარაუდო ვადაზე, ასევე მგზავრების უსაფრთხოების ახალ წესებზე, ორშაბათს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე იმსჯელებენ.

„ხვალ გვექნება სხდომა და ხვალ გადავწყვეტთ", - განაცხადა ხუნდაძემ „რეზონანსთან" საუბრისას.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
--   (17.05.2020)
,,უხ, რა ქნა ეს მაგ დამპალმა ს ა ლ ო მ ე მ კაცო! ვაააახ, გაგიჟებული იქნება ბ ი ძ ი ნ ა! ეგ და ბერა ბ ო ლ თ ა ს ცემენ ერთად და ნერვიულობენ, გიჟებს ჰგვანან! არ გჯერათ? მალე ტ ი კ ტ ო კ ზ ე დადებენ და ნახავთ! ვახ, კაცო,ვახ! სალმეს ბრალია ყველაფერი, თორემ ბიძინა ამას როგორ იზამდა? არა უშავს, მივცეთ კიდე ხმა და მ ე ს ა მ ე დ კარგ პ რ ე ზ ი დ ე ნ ტ ს დაგვისვამს! გეუბნებით რა!”


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×