ია აბულაშვილი
17.05.2020

15 მაისს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების აქტის გამოცემის შემდეგ მმართველი პარტიის მხარდამჭერთა ნაწილში სერიოზული უკმაყოფილება და იმედგაცრუებაა. მათ, შესაძლოა, იმით „იძიონ შური" „ქართულ ოცნებაზე", რომ შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნებს საერთოდ ბოიკოტი გამოუცხადონ. დაკარგა თუ არა ამომრჩეველი „ოცნებამ" და როგორ შეძლებს მათ დაბრუნებას მმართველი გუნდი?

„ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატის - ლადო კახაძის აზრით, „ოცნებას" ამომრჩეველი არ დაუკარგას, ის დღეს განაწყენებულია, თუმცა დეპუტატი დარწმუნებულია, რომ „ოცნების" ამომრჩეველი სწორად შეაფასებს ვითარებას - ვინ იბრძვის ქვეყნის კეთილდღეობისთვის და ვის უნდა რევოლუცია და შიდა არეულობა.

„მე ექიმი ვარ და ხშირად მიჩვენებია ოპერაციის შემდეგ პაციენტისთვის მისი სხეულიდან ამოჭრილი დაავადებული ნაღველი, მაგრამ არ დაუჯერებია და უთქვამს, რომ ეს მისი არ არის. ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როცა ოპერაციაზე არ გთანხმდება, მაგრამ როდესაც მიხვდება, რომ ეს ოპერაცია ანგარებასთან არ არის დაკავშირებული, მოგყვება. ასე რომ, ძნელია ურწმუნო ადამიანების დაჯერება.

„ასეა პოლიტიკაშიც და პირადად მე სწორად არ მიმაჩნია, რაიმე ზეგავლენა მოვახდინო ამომრჩეველზე, ან თავის მართლება დავიწყო, ამას თავად განსჯის ამომრჩეველი - ვინ არის მართალი და ვინ - არა, ვის უნდა ქვეყნის კეთილდღეობა და ვის - რევოლუცია და შიდა არეულობა.

„რაც შეეხება ბოლო მოვლენას, ჩვენ ამომრჩეველი არ დაგვიკარგავს. ის შეიძლება დღეს განაწყენებულია, მაგრამ თუ მოვლენებს შორიდან შევხედავთ, დარწმუნებული ვარ, ამომრჩეველი, რომელიც საარჩევნო ყუთთან მისასვლელად ემზადება, და ჩვენი ამომრჩეველი ინერციით არ მოდის, სწორ არჩევანს გააკეთებს.

„ჩემი მხრიდან კი მინდა დავარწმუნო საზოგადოება, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამ წლების განმავლობაში აყალიბებდა პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც ჯოჯოხეთი გამოიარა, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ არჩეულ გზას არ გადაუხვიოს. ამ დღეებში ალბათ გვექნება უმრავლესობის შეხვედრა, სადაც გადაწყვეტილება არა ერთპიროვნულად, არამედ კონსენსუსის შედეგად მიიღწევა. ხელისუფლებას რაც ევალება, ის იმ პროცესს თანმიმდევრულად, მშვიდობიანად ბოლომდე მიიყვანს," - განაცხადა „რეზონანსთან" ლადო კახაძემ.

როგორც პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ აღნიშნა, ძნელი სათქმელია, როდემდე გაჰყვება ქართველ ამომრჩეველს ეს ნიჰილიზმი, თუმცა დარწმუნებულია, რომ პოლიტიკური პროცესების სწორად წარმართვის შემთხვევაში ამომრჩევლის 50%-ზე მეტი არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

„დღეს საზოგადოებას ძალიან მძიმე პერიოდი უდგას - განაწყენებულია პოლიტიკურ სპექტრზე, თავის ცხოვრებაზე, არსებობაზე, მსოფლიოზე..., რაც ბუნებრივი და სწორია, მაგრამ რამდენად გაჰყვება ეს ნიჰილიზმი არჩევნებამდე, ძნელი სათქმელია და დიდწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ წავა პოლიტიკური პროცესები, შევა თუ არა ცვლილება კონსტიტუციაში, როგორ დალაგდება პოლიტიკური სპექტრი, ვინ ვისთან გადაჯგუფდება და იქნება თუ არა გაერთიანებული ოპოზიცია. შემდეგ, როგორ საარჩევნო კამპანიას წარმართავენ პოლიტიკური ძალები, ვინ რას შეჰპირდება ამომრჩეველს, გამოჩნდება თუ არა საერთოდ ივანიშვილი არჩევნებამდე და ა.შ.

„არჩევნებამდე ჯერ 6 თვეა დრჩენილი და შეიძლება ბევრი რამ მოხდეს. თუმცა, ქართველი ამომრჩევლის ბუნებიდან გამომდინარე, როდესაც ის არჩევანის წინაშე დგება, წავიდეს თუ არა არჩევნებზე, ის წავა - ასე იყო ყოველთვის. ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ამ არჩევნებზე ძალიან დაბალი აქტივობა იქნება, ამომრჩევლის 50%-ზე მეტი მაინც მივა არჩევნებზე," - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.

რა გავლენას იქონიებს „ოცნების" დათმობა მის ამომრჩეველზე, ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის აზრით, ამას მხოლოდ კომპეტენტური და სანდო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევა დაადგენს.

„კარგავს თუ არა ამომრჩეველს „ოცნება" ბოლო დღეების მოვლენების ფონზე, ან რამდენი აპირებს სახლში დარჩენას, ამას დაადგენს მხოლოდ კომპეტენტური და სანდო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევა. ჩემ მიერ თუ სხვა ექსპერტების მიერ გამოთქმული მოსაზრებები ამ საკითხზე იქნება მხოლოდ ვერსიები და ვარაუდები," - განაცხადა „რეზონანსთან" ზაალ ანჯაფარიძემ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (9)
ჩაწერა სახელი
2020   (19.05.2020)
ერთი დიდი მნიშვნელოვანი პროექტი, ოცნების მიერ განხორციელებული და კი ბატონო გაიქაჩე, მაგრამ აბა სად არი, ყველაზე დიდი, რისი გაკეთების შანსი, მართლაც არსებობდა და თვითონაც ასე უწოდეს "საუკუნის პროექტი"-ანაკლიის პროექტი, თვითონ მოშალეს, მოგუგუნე ქარხნები, ხომ ბოლმა წაიღო და პენსია, ხომ გახადეს 68$, ე.ი.დღეში 2,3$, რაც ყველაზე ღატაკი ქვეყნების რიგში გვამყოფებს და კიდევ ჩვენ აგვირჩიეთო, კარგით რა, თუ მშვიდობით გაგისტუმრათ ხალხმა, დიდი მადლობა უთხარით...

სტატუს ქუო   (18.05.2020)
ასეთ ყლეობებს ნუ აკეთე.ბთ,თორემ არ მოგცემთ ხმას ხალხი.

წურო   (17.05.2020)
ეგ 1234-ი კი არა მეპირე კოკა ყანდიაშვილია

dzviirpas 1234-s   (17.05.2020)
ძვირფასო 1234 ლენინისმიერო ძმაო ჩემო. კოჰაბიტაცია რომ დააბრალეს დასავლეთს და მერე მიშას წინასაარჩევნო პუგალად იყენებდნენ, აი ეგ არის პრობლემა. თავის დროზე ემოქმედათ და დაესაჯათ დასასჯელი და არაფერი იქნებოდა, მაგრამ იცი რა არის ცუდი?: 1) ის რომ ივანიშვილის მთავრობა ანტი-დასავლური ნარატივის მთავრობაა 2) ამისათვის იყენებდნენ მიშას სახელს და მას აიგევებდნენ დასავლეთთან რომ დასავლური ფასეულობები გაეუფასურებინათ 3) ამასთანავე მიშას ლოგინში გორაობდნენ რადგან წინასაარჩევნოდ სჭირდებოდათ პუგალად და 4) თან დაავიწყდათ რომ ამ ქვეყანაში ისტორია, კულტურა და ხალხია უძველეს ქრისტიანული, ადამიანის უფლებების და მისი ხელშეუხებლობის უზენაესობის მაღიარებელი. მრავალჟამიერის და ბერიკაცის მომღეალი სადაც ადამიანი სამყაროს ცენტრია, ხოდა და ამდენი უგვანი ტყუილი აღარ შერჩათ მდინარაძის და კობახიძისნაირ უხერხემლო და უტიფარ ადამიანებს. აღარც შათირიშვილის და ჩათლახი რამიშვილის ფსევდო-ლიბერალური შეხედულებები ვარგა მათთვის. ისევე როგორც მიშას და ნაცების ფსევდო-დემოკრატია არ უნდოდა არავის. ხოდა მარტო იმიტო რო ნაცები სატანები არიან, ამათ რუსეთუმეობას ვერ გავატარებთ ბიძია ვერა. ჯერ შენი ქვეყნისა ისწავლე ანი და ბანი და მერე წერე აქ ეს დურაკობები. ასეა ძამა, ბოზთან თანაცხოვრება, შენც ბოზურს შეგძენს საქციელს, ხარი ხართანო ხო გსმენია პატრიოტო?!!!!

1234   (17.05.2020)
კრიმინალი და განგსტერი პოლიტიკოსების შეწყალება არ შედის საქართველოს ინტერესებში. ეს არ აჯანსაღებს ქართულ პოლიტიკურ ელიტას და უწყობს ხელს მის განთავისუფლებას კრიმინალებისგან და ავანტურისტებისგან, მნიშვნელობა არა აქვს რომელი პარტიაა, ნაცები, ვრაცები, თუ ქოცები. კრიმინალური წარსულის პოლიტიკური ლიდერები კომპრომენტირებული არიან და ადვილია მათი უცხო ქვეყნების ინტერესების გამტარებლად ქცევა საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ, დასავლეთის ქვეყნები იქნება, რუსეთი, თურქეთი თუ ირანი. მაგალითი? ოქრუას და კვიციანის რუსეთში გაქცევა 2008 წელს და მათ მიერ საქართველოს დადანაშაულება ომის დაწყებაში. გარდა ამისა, კრიმინალი, ქურდობით და რეკეტით გამდიდრებული ყოფილი ჩინოვნიკების შეწყალება ჰქმნის მორალურ საფრთხეს და ანგრევს კანონის უზენაესობას სახელმწიფოში. რა მორალით უნდა დასაჯოს სახელმწიფომ ღარიბი, 100-1000 ლარის ქურდი როცა 50 მილიონის მომპარავს იწყალებს მხოლოდ იმიტომ "პოლიტიკოსია" და მისი გამოშვება უცხო ქვეყნის ინტერესებში შედის? საუბედუროდ, საქართველო ბუფერული ქყვეყანაა ნატოსთვის და რუსეთისთვის. ადგილმდებარიობამ გვარგუნა ეს. რომ გადავრჩეთ როგორც ერი და სახელწიფო, უნდა გავატაროთ, ფრთხილი და გონივრული პოლიტიკა რომელიც მხოლოდ საქართველოს ერონულ ინტერესებზეა ორიენტირებული და არა თურქეთის, ლიტვის, პოლონეთის, რუსეთის, ამერიკის, ირანის, თუ ჩინეთის. მაგალითი? ფინეთი.

gocha   (17.05.2020)
male es kleebi mogitknaven dedas bizina.ise dedamosatknavi ki xar amati mokvanistvis

siropias gogo   (17.05.2020)
klis mcovelebi arian es deda miteslilebi kandiahvils havatesle pirhi momcovet hemi kle tkven dedebs hevtxare sakuarhi

ჭორლეონე   (17.05.2020)
WIFI კომენტარებს ვეღარ ვწერ, დამბლოკეს. ამასრეზონანსი აკეთებს თუ მეპირე კოკა ყანდიაშვილის ბოზბანდა. მალე გადაგიგდებ ჭიპამდე კოკიტო მეტრაკე.

ჭორლეონე   (17.05.2020)
მალე წაიკუზებით და ანალის ატანა მოგიწევთ, თქვენი რუსის მუტლიდან გასროლილი დედებს შევთხარე თქვე უწიგნურო მეტრაკეებო


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×