თამთა ჩაჩანიძე
18.05.2020

„ვითარება ძალიან გაუგებარია იმიტომ, რომ ამომრჩევლის უმრავლესობა დღეს არჩევანის გარეშეა დარჩენილი - მას „ნაციონალური მოძრაობის" სახით აღარ უნდა წარსული , მაგრამ ასევე აღარ უნდა „ქართული ოცნების" სახით აწმყო.

"მას უნდა მომავალი და მომავლის შეთავაზება ჯერჯერობით ძალიან სუსტადაა წარმოდგენილი" - ასე აფასებს „რეზონანსთან" პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი არსებულ პოლიტიკურ ვითარებას, რომელიც ასევე მიიჩნევს, რომ „ქართულ ოცნებაში" სრული ქაოსია და მათთვის ხელისუფლებაში ყოფნის ერთადერთი შანსი არის, რომ „არჩევნები კი არ მოიგონ, არჩევნები იყიდონ".

„რეზონანსი": რა სვლებს უნდა ველოდოთ არსებულ სიტუაციიდან გამოსასვლელად „ქართული ოცნებისგან" და ბიძინა ივანიშვილისგან?

გია ხუხაშვილი: მე არანაირ სვლებს აღარ და არ ველოდები, იმიტომ, რომ ყველა სვლა, რაც გააკეთეს, ყველფერი სისულელე იყო. შესაბამისად, იქ (ქართულ ოცნებაში) სრული პოლიტიკური ქაოსი და აფექტია. აქედან გამომდინარე მათ ერთადერთი თეორიული შანსი აქვთ, რომ არჩევნები კი არ მოიგონ, არჩევნები იყიდონ.

იმიტომ, რომ ისეთი სისულელეები აკეთეს, რომ საკუთარი ყველაზე ერთგული ამომრჩეველიც კი დაკარგეს - მე სიმართლე გითხრათ აღარაფერს აღარ ველოდები.

„რ": რას ფიქრობთ იმაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა?

გ.ხ.: ისინი ("ქართული ოცნება") არ ელოდნენ საკუთარი ამომრჩევლისგან ისეთ რეაქციას, რაც გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლების შემდეგ მიიღეს და წყალწაღებული რომ ხავსს ეჭიდება, ახლა ცდილობენ, რომ ვითომ ისევ რაღაცა სვლები აკეთონ, რაც აგრეთვე მათთვის კიდევ უფრო საზიანოა და ამ აგონიას კიდევ უფრო ახანგრძლივებს.

„რ": ფიქრობთ თუ არა რომ, ოქრუაშვილისა და უგულავას ციხიდან გამოსვლის შემდეგ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციას ბრძოლის რეალური შანსი მიეცა?

გ.ხ.: ჩვენ ისე ნუ წარმოვიდგენთ, რომ „ქართული ოცნების" მხარდამჭერები მმართველი პარტიისგან იმედგაცრუებულები გაიქცევიან და ხმას „ნაციონალურ მოძრაობს" მისცემენ , ეს ასე არ იქნება, ისინი ალტერნატიულ მესამე არჩევანს ეძებენ.

აქედან გამომდინარე, ჩვენ ოპოზიციას ნუ განვიხილავთ, როგორც ერთიან ორგანიზმს, ეს დამოკიდებულია იმაზე თუ, თვითონ ოპოზიცია რამდენად ადეკვატური იქნება, ჩვენ მხოლოდ ხელისუფლება კი არ გვყავს უცნაური, ოპოზიციაც საკმაოდ უცნაური გვყავს - შეცდომებს მათგანაც უნდა ველოდოთ.

ისინი (ოპოზიცია) რაც დღეს მიიღეს, იმ ინიციატივის კაპიტალიზაციას შეეცდებიან, მაგრამ ამას რამდენად მოახერხებენ, არ ვიცი.

ვითარება ძალიან გაუგებარია იმიტომ, რომ ამომრჩევლის უმრავლესობა დღეს არჩევანის გარეშეა დარჩენილი, მას „ნაციონალური მოძრაობის" სახით აღარ უნდა წარსული , მაგრამ ასევე აღარ უნდა „ქართული ოცნების" სახით აწმყო, მას უნდა მომავალი და მომავლის შეთავაზება ჯერჯერობით ძალიან სუსტადაა წარმოდგენილი.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
Kaxeli   (18.05.2020)
Netavi es kaci ase ram gaaborota. Albat tanamdeboba undoda tbili skami da ar shexvda


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×