ია აბულაშვილი
19.05.2020

„შეზღუდვები თუ დარჩება და ჩაეტევიან ამ ჩარჩოებში, ბუნებრივია, ხელის შეშლა არ იქნება; იგივე სცენარს თუ გაიმეორებენ, რა თქმა უნდა, ხელისუფლება კანონის ფარგლებში იმოქმედებს", - ასე ეხმაურება უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია ოპოზიციის მიერ 20 ივნისის თბილისში აქციის დაანონსებას.

„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია 20 ივნისის აქციიდან ერთი წლის გასვლის აღნიშვნას აანონსებს. მისი თქმით, 20 ივნისი ის თარიღია, რომლის აღნიშვნა ყველა შემთხვევაში უნდა მოხდეს, მაგრამ რა ფორმით ჩატარდება, არ დაუკონკრეტებია.

2019 წლის 20 ივნისის აქცია მას შედეგ დაიწყო, რაც რუსეთის დუმის დეპუტატმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა, რასაც მოჰყვა ხალხმარვალი აქცია პარლამენტის შენობის წინ, პარლამენტის თავმჯდომარის გადაგომის მოთხოვნით. ხელისუფლების მტკიცებით, შეკრებილები პარლამენტში აპირებდნენ შეჭრას, რის შემდეგაც მიღებული იქნა აქციის დაშლის გადაწყვეტილება.

„ამ აქციას ალბათ უნდა ერქვას „პარლამენტში შეჭრის მცდელობის აღნიშვნა". შეზღუდვები თუ დარჩება და ჩაეტევიან ამ ჩარჩოებში, ჩაატარონ აქცია და ხელის შეშლა ნამდვილად არ იქნება. იგივე სცენარს თუ გაიმეორებენ, რა თქმა უნდა, ხელისუფლება კანონის ფარგლებში იმოქმედებს.

„ისე, შეუძლიათ ეს აქცია ონლაინ რეჟიმში ჩატარონ და საერთოდ კომპიუტერულ თამაშებში შეიტანონ. მათი მხრიდან ასევე გასათვალისწინებული იქნება ისიც, რომ ოპოზიციის კლასტერი (ეს სიტყვა დღეს მოდურია) ინფექციის გარვცელების წყარო არ გახდეს", - განაცხადა „რეზონანსთან" ნუკრი ქანთარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
***   (19.05.2020)
მომავალ პარლამენტში ვერ გხედავ ქანთარია ასე რომ ტყუილად აქტიურობ.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×