ია აბულაშვილი
19.05.2020

ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას შეწყალების საქმესთან დაკავშრებით, ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ თბილისის პროკურატურაში სარჩელი შეიტანა. ადვოკატის განმარეტბით, პრეზიდენტმა თავისი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა.

„პრეზიდენტმა პროცედურული საკითხები, რაც თან ახლავს შეწყალებას, არცერთ პუნქტში არ დაიცვა. მსჯავრდებულებს პრეზიდენტისთვის არ მიუმართავთ და მათ დანაშული არ მოუნანიებიათ, საქმე პრეზიდენტთან მისვლამდე შესაბამის კომისიას უნდა განეხილა. აქედან გამომდინარე სახეზეა, რომ პრეზიდენტმა თავისი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა", - აცხადებს ადვოკატი.

იურისტი და უფლედამცველი ლია მუხაშავრია მიიჩნევს, რომ ამ საქმეს პერსპექტივა არ აქვს, რადგან პრეზიდენტის პასუხისგებამდე რომ მივიდეს საქმე, ამას სჭირდება იმპიჩმენტი.

„ეს არის პრეზიდენტის პოლიტიკური გადაწყვეტილება და ამის შესაძლებლობა მას აქვს. მას აქვს უფლება ყოველგვარი პროცედურების გარეშე, ნებისმიერ დროს მიიღოს შეწყალების გადაწყვეტილება. ამიტომ ამ საქმეს პერსპექტივა არ აქვს. პროკურატურამ სარჩელი კი მიიღო, მაგრამ არაფერს გააკეთებს. რაიმე რომც გამოჩხრიკოს სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ, საქმე პასუხისგებამდე რომ მივიდეს, ამას სჭირდება იმპიჩმენტი", - განაცხადა „რეზონანსთან" ლია მუხაშავრიამ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
???   (19.05.2020)
es isetive ertguli, mosikvarule da patriotia saqartvelosi da qartveli eris rogorebic arian: NATELASHVILI ,YGYLAVA, OQRUASHVILI,PREZIDZNTI romelic mkvlelebs,saxelmwifo qonebis damtaceblebs,da banditebs sheiwkalebs is qveknis da eris mogalatea, es qali tu ar wavida uaresebs gaaketebs misi interesebidan gamomdinare!!!

Kaxeli   (19.05.2020)
Mogvshordes aqedan saidanac mobrdzanda iqit washavdes


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×