ელზა პაპოშვილი
20.05.2020

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მორიგი მსხვერპლი -  63 წლის ჯუმბერ მილაძე, რომელიც სამკურნალოდ  ახალგორიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ოკუპანტებმა რამდენიმე თვის განმავლობაში არ გადმოუშვეს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილში გარდაიცვალა. 

ის დიდი მცდელობის შედეგად, ოკუპირებული ახალგორის რეგიონიდან წითელ ჯვარს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოჰყავდა, როდესაც  გზაში დაიღუპა. 

63 წლის ჯუმბერ მილაძის მდგომარეობა, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მძიმე იყო. ამის მიუხედავად,  საოკუპაციო რეჟიმი მას ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალებას არ აძლევდა, რაც საბოლოო ჯამში, ფატალური შედეგით დასრულდა. მისი მდგომარეეობა დამძიმდა და  გარდაიცვალა. 

ადგილობრივები „რეზონანსს“ უყვებიან, რომ დე ფაქტო ხელისუფლება ნათესავებს არ აძლევდა ე.წ. საზღვარზე პაციენტის გადაყვანის უფლებას. მათივე ინფორმაციით, 19 მაისს მილაძე ახალგორიდან ჯერ ცხინვალის საავადმყოფოში   გადაიყვანეს, თუმცა იქ მისი დახმარება ვერ მოხერხდა. მდგომარეობის უკიდურესად დამძიმების შემდეგ კი, ნათესავებს მისცეს „წითელი ჯვრის“ მეშვეობით პაციენტის საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადაყვანის ნებართვა. თუმცა უკვე დაგვიანებული აღმოღნდა და ის საქართველოში  ის ცოცხალი  ვეღარ გადმოიყვანეს. 

„სხვადასხვა ქრონიკურლი დაავადებები ჰქონდა. რის შედეგადაც ინსულტი განუვითარდა. მისი მადგომარეობა რამდენიმე თვის წინ დამძიმდა. ოჯახმა ავადმყოფის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არა ერთხელ სცადა, თუმცა უშედეგოდ. ე.წ. საზღვარზე გადამოყვანაზე უარი უთხრეს. შემდეგ ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ რეალურად იქ არც არაფერი უმკურნალეს. ელემენტარული მედიკამენტების დეფიციტია და კვალიფიციურ ექიმებზე ხომ საუბარი ზედმეტია. ამიტომაც მისი მდგომარეობა დამძიმდა. ვერაფერი გაუგეს. ალბათ შეეშინდათ  და ოჯახს უფლება მისცეს, რომ „წითელი ჯვრის“ დახმარებით გადაეყვანათ. თუმცა უკვე დაგვიანებული იყო და ის გზაში გარდაიცვალა. ეს პირველი შემთხვევა არ არის. ახალგორში საშინელი მდგომარეობაა და რეგიონი ჰუმანიტრული კატასტროფის წინაშე დგაას. არ არის მედიკამენტები, საკვები და სათანადო სამედიცინო დახმარება“,-უყვება „რეზონანსს“ ერთ-ერთი ადგილობრივი. 

ჯუმბერ მილაძეს ოკუპირებული რეგიონის ხელისუფლების მორიგი მსხვერპლს  უწოდებს  ახალგორის რაიონის ლეგიტიმური  გამგებელი  ნუგზარ თინიკაშვილი. მისი თქმით, ეს ადამიანი საქარტველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ადრევე რომ გადმოეშვათ და შესაბამისი სამედიცინო დახმარება მიეღო, ის დღეს ცოცხალი იქნებოდა. 

თინიკაშვილი ამბობს, რომ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება  ქართველი ეროვნების მოქალაქეებს  სამკურნალოდ გადმოსვლის საშუალებას არ აძლევს, რის გამოც  ძალიან ბევრი ადამიანი ემსხვერპლება.  

„ ჯუმბერ მილაძე წითელ ჯვარს სოფელი ალევიდან გამოყავდა საქართველში სამკურნალოდ. მამაკაცს  ინსულტი ჰქონდა, გადმოყვანის დღეს კი გზაში გარდაიცვალა. გარდაცვლილი გორის პროზექტურაში ყავთ ექსპერტიზაზე. სმწუხაროდ რამდენიმე თვის  განმავლობაში ითხოვდა, რომ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ გადმოეშვათ, თუმცა უშედეგოდ. ის რომ ამდენი ხნის განმავლობაში გამოეშვათ, დღეს ცოცხალი იქნებოდა.

 ახალგორში ეროვნებით ქართველ მოქალაქეებს არ აძლევენ საშუალებას, რომ მკურნალობის და დროული სამედიცინო დახმარების საშუალება ჰქონდეთ. ეს პირველი შემთხვევა არა არის, როდესაც დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლეები ქართველს არ უშვეებენ და შედეგი  ასეთი  ფატალურია ხოლმე "- ამბობს ახალგორის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი.

„საუბედუროდ, ეს არის მორიგი მსხვერპლი იმ ძალიან არაადამიანური და არალეგარული შეზღუდვებისა, რომელიც აქვს მოსახლეობას ცხინვალის რეგიონში იზოლაციის პირობებში.  - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები 63 წლის მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გუშინ წითელი ჯვრის მეშვეობით გადმოიყვანეს.

როგორც ციხელაშვილი აღნიშნავს, ახალგორელებისთვს შექმნილი პრობლემა არის კატეგორიულად მიუღებელი, ატარებს ეთნიკურ ნიშანსაც და ეს კიდევ უფრო ამძიმებს ამ მოქმედებებს, რასაც საოკუპაცი რეჟიმი ახორციელებს.

„ძალიან სამწუხაროა და პირველ რიგში გამოვხატავ ჩემს თანაგრძნობას ჯუმბერ მილაძის ოჯახის წევრების მიმართ, ახალგორელი 63 წლის მამაკაცის, რომელიც გუშინ ოკუპირებული ტერიტორიიდან წითელი ჯვრის მეშვეობით იქნა გადმოყვანილი და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ახლა მიმდინარეობს ექსპერტიზა, თუმცა როგორც ჩემთვის არის ცნობილი, მამაკაცს ჰქონდა ინსულტი, რამდენიმე დღის წინ ახალგორის საავადმყოფოდან ის გადაიყვანეს ცხინვალში, რაც მოგეხსენებათ უკავშირდება საკმაოდ რთულ სერპანტინებს მაღალ მთაში, რაც თავისთავად უკუჩვენებას იწვევს ასეთ პაციენტებში და რამდენიმე დღის განმავლობაში უკვე ცხინვალის საავადმყოფოდან მისი ოჯახი ცდილობდა, რომ პაციენტი გადმოეყვანა კონტროლირებად ტერიტორიაზე, რაც არ მოხერხდა, რეალურად დაგვიანდა და ცხადია, ამან ძალიან დაამძიმა პაციენტის მდგომარეობა. 

საუბედუროდ, ეს არის მორიგი მსხვერპლი იმ ძალიან არაადამიანური და ამავდროულად სრულიად არალეგარული შეზღუდვებისა, რომელიც აქვს მოსახლეობას ცხინვალის რეგიონში იზოლაციის პირობებში. არ უნდა ფერხდებოდეს ასეთ გადაუდებელ სამედიცინო საჭიროებაზე მაინც გადაადგილება, მით უფრო მოგეხსენებათ, რომ ახალგორელებს ექმნებათ ძირითადად ეს პრობლემა, რაც არის აბსოლუტურად, კატეგორიულად მიუღებელი, ატარებს ეთნიკურ ნიშანსაც და ეს კიდევ უფრო ამძიმებს აი ამ მოქმედებებს, რასაც ახორციელებს რეჟიმი“, - აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი, რომლის კომენტარსაც სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს. 

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×