ია აბულაშვილი
20.05.2020

„ამ მოგონილ მაგიდასთან, სადაც მეტი წილი ფსევდო ოპოზიციაა შეკრებილი, პრიჩოსკიანი ტერეშკოვები და სხვები, ეჭვი არ მეპარებოდა რომ კვოტებზე და სკამებზე დაიწყებოდა ვაჭრობა, იწილო-ბიწილო უკვე დაიწყო და პატარ-პატარ ჩხუბებიც იქნება" - ასე ეხმაურება „კანონი და სამართალის" თავმჯდომარე ოპოზიციაში მაჟორიტარ კანდიდატებთან დაწყებულ კონსულტაციებს.

გაერთიანებული ოპოზიცია მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით კონსულტაციებს აგრძელებს. მათი განცხადებით 8 მარტის შეთანხმების პირობების შესრულების შემდეგ, ერთიან სტრატეგიას შეინარჩუნებენ და მაჟორიტარულ ოლქებში ერთმანეთს კონკურენციას არ გაუწევენ.

"ამ გაერითანებაში ყველაზე მრავალრიცხოვანი არის "ძალა ერთობაშია", სწორედ "ძალა ერობაშიამ" მიაყენა ყველაზე დიდი დარტყმა ივანიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში. ეგენი რომ ალაგებენ სიას, ვნახოთ, როგორ დაალაგებენ. წინასწარ არაფერს ვიტყვი, დაველოდები და ჩემს სიტყვას მერე ვიტყვი. არანაირ ვაჭრობას მაჟორიტარულ სიასთან დაკავშირებთი არ ვაპირებ, მაგრამ ეჭვი არ მეპარებოდა, რომ კვოტებზე და სკამებზე დაიწყებოდა ვაჭრობა, იმ მოგონილ მაგიდასთან, სადაც ფსევდო ოპოზიციის წარმოადგენლები არიან შეკრებილი, პრიჩოსკიანი ტერეშკოვები... იწილო- ბიწილო უკვე დაიწყო და პატარ-პატარა ჩხუბებიც იქნება.

აპირებს, თუ არა "ლელო" დამოუკიდებლად არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, ზუსტად არ ვიცი. ისე, აპირებდნენ, სწორიც იქნება თუ ამ გადაწყვტილებას მიიღებს. ყველა უნდა გაემიჯნოს პრორუსული ვექტორის პარტიებს. ბესელიაც აპირებდა დამოუკიდებლად არჩევნებში მონაწილოების მიღებას, ყოველ შემთხვევაში ასე ამბობდა. ჯერ გამოკვეთილი არაფერი არ არის და ზოგიერთებს ვურჩევ, ბევრ რამეს თავის თავზე ნუ აიღებენ. 30-წლიანი ნათაღლითარი პოლიტიკოსები, პოლიტიკაში ვეღარ მოვლენ, გზა პატიოსან, პროფესიონალ ახალგაზრდებს უნდა გაეხსნას," - განაცხადა "რეზონანსთან" თაკო ჩარკვიანმა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
მედეა   (21.05.2020)
გზა უნდა გაეხსნას:--სალომე სამადაშვილის ვაჟს, დავით უსუფაშვილის ვაჟს, დათო ბერძენიშვილის ვაჟს, გუბაზისა და ვალერი გელბახიანის ვაჟს, შალვა ნათელაშვილის ვაჟს და სხვა პოლიტიკოსების ვაჟებს, რომ მივიღოთ გაახალგაზრდავებული "გაერთიანებული ოპოზიცია"--ისეთივე დესტრუქციული ზრახვებით, როგორსაც მშობლები ავლენენ! სრულად პროპორციული სისტემისთვის ბრძოლას--ლამის სამშობლო გადააყოლეს და ახლა გაუტკბათ მ ა ჟ ო რ ი ტ ა რ ო ბ ა გიგის, ირაკლის და გიორგის? 70 მაჟორიტარ ადგილს უფრო ადვილად არ გადაინაწილებდნენ, ვიდრე 30 -ს? ს ე ი რ ი ს ცქერა არ მოგვაკლდება, როგორც ჩანს, ჩვენ ხომ ნანახი გვაქვს ქართველ პოლიტიკოსთა ერთობის "სანაქებო" ს ი მ ტ კ ი ც ე "ჰელსინკის კავშირიდან" დაწყებული "ოცნების" დამფუძნებლებით და ენმ-ით დამთავრებული! 32-თა კავშირი კიარა 6-თა კავშირიც კი დიდხანს არასოდეს შენარჩუნებულა , წევრების ა მ ბ ი ც ი უ რ ო ბ ი ს გამო!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×