თამთა ჩაჩანიძე
20.05.2020

„საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო ძალიან გაბედული გადაწყვეტილება დაძაბულობის გასანეიტრალებლად და დეპოლარიზაციისთვის. კარგად ჩანდა, რომ მისთვის ეს იყო რთული გადაწყვეტილება. მან ქვეყნის ინტერესები დააყენა თავის პირად ინტერესებზე წინ და ეს ნამდვილად ის არის, როგორც უნდა იქცეოდეს ნამდვილი ლიდერი," - ამის შესახებ შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ონლაინ პრესკონფერენციის დროს, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებაზე კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

დეგნანი იმედს გამოთქვამს, რომ პრეზიდენტის ეს ნაბიჯი დაეხმარება იმას, რომ სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნებისთვის პირობა შეიქმნას, რაც დემოკრატიული განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

მან „მთვარი" არხის ერთ-ერთ მეწილეზე, გიორგი რურუაზე საუბრისას განაცხადა, რომ იმ საქმეზე საუბარი, რომლის განხილვაც სასამართლოში ახლა მიმდინარეობს, მისგან მართებული არაა.

დეგნანი პოლიტიკურ მხარეებს მოუწოდებს, რომ 8 მარტის შეთანხმება სრულად შეასრულონ, იმედოვნებს, რომ პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებს.

„ეს კონსტიტუციური ცვლილებები იყო ქართველი ხალხის არჩევანი, რაც გულისხმობს უფრო მეტად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს უფრო მეტი ხმის, მეტი მოსაზრების წარმოდგენას, უფრო მეტ პლურალიზმს პარლამენტში. მე იმედი მაქვს, რომ ეს კონსტიტუციური ცვლილებები იქნება დამტკიცებული პარლამენტის მიერ, ეს იყო 8 მარტის შეთანხმების ერთი ნაწილი. რაც შეეხება მეორე ნაწილს, რა თქმა უნდა, შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს და მხარეებმა, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ მოლაპარაკებაში, უნდა შეასრულონ მათ მიერ აღებული ვალდებულება. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ საქართველო მიიღებს ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს", - განაცხადა კელი დეგნანმა.

ელჩმა საქართველოსა და აშშ-ის შორის ურთიერთობაზე და იმ დახმარებაზეც ისაუბრა, რასაც ამერიკა საქართველოსთვის „კოვიდ-19"-ზე რეაგირების კუთხით უზრუნველყოფს.

ოკუპაციის თემაზე საუბრისას, მან აშშ-ის საქართველოსადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გააჟღერა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ოკუპირებული რეგიონები პროგრესს იმსახურებენ, ხოლო ამისთვის კი რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უნდა შეასრულოს.

ელჩი საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლას და საქართველოს ეკონომიკური აღდგენის პროცესში საქართველოს მთავრობის ძალისხმევას პოზიტიურად აფასებს და სტრატეგიული პარტნიორისგან ამ კუთხითაც მტკიცე მხარდაჭერის პერსპექტივაზე საუბრობს.

აშშ-ის სენატორებმა, ტედ კრუზიმ და ჯონ კორნინიმ, კონგრესმენებმა, ჯუდი არინგტინმა და მარქვეინ მულინმა სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს და ხაზინის მდივან სტივ მნუჩინს წერილით მიმართეს და საქართველოში აშშ-ის კომპანიების და ბიზნესის შევიწროების გამო შეშფოთება გამოთქვეს, ამ ფქტზე კი დეგნანი ამბობს, რომ აშშ-დან ნებისმიერი განცხადება და კომენტარი მოდის იმ ადამიანებისგან და ჯგუფებისგან, რომლებიც საქართველოს წარმატებაზე ზრუნავენ.

„დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ნებისმიერი განცხადება და კომენტარი, რომელიც მოდის ამერიკის შეერთებული შტატებიდან, მოდის იმ ადამიანებისგან და ჯგუფებისგან, რომლებიც ზრუნავენ საქართველოს წარმატებაზე და სურთ იხილონ, რომ საქართველო აგრძელებს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სვლას და სურთ იხილონ, რომ საქართველო ცდილობს იმ ოცნებების ასრულებას, რომელიც თვითონვე ჩაიფიქრა - შექმნას თავისუფალი, დემოკრატიული საზოგადოება, რომელიც სთავაზობს მოსახლეობას მეტ ეკონომიკურ კეთილდღეობასა და იმ ეკონომიკურ შესაძლებლობებს, რომელსაც მოსახლეობა იმსახურებს. ამერიკიდან მომავალი ნებისმიერი კომენტარი, სავარაუდოდ, ამ სულისკვეთებით უნდა იყოს გაგებული,"- განაცხადა კელი დეგნანმა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (7)
ჩაწერა სახელი
Kaxeli   (22.05.2020)
Mivmartav amerikis elcs degnans momeci ormocdaati milioni xuti weli cavjdebi cixeshi da arc sheni shewkaleba minda. Magram ise shemejavret amerika senator kongresmenebianat mexi tqvenc dagecet da twvens fuldac romel qvekanashic shexvedit kvelgan auriet xalxs cxovreba, magram icodet sxisa ubedurebaze ashenebuli bedniereba aravis shercenia da arc tqven shegrchebst

???   (21.05.2020)
MTELI msoflios dapkroba gindat da pirvel rigshi saqartvelos daepatronet msoflios kvela saqmeshi cxvirs koft, GEKOFAT! TQVENS qvekanas mixedet iqac bevri usamartloba da umushevari mshieri xalxi gkavt da milonebs sxva qveknebs uricxavt da pirdebit daxmarebebs mat shoris saqartvelos ,ratom xart dainteresebuli sxva qveknebita da gansakutrebit Saqartveloti!!! tqvens qvekanashi wabrdzandi imat ubrdzane da daexmare!

Kaxeli   (21.05.2020)
Waikvanos amerikasi nac xrova da evropuli saqartvelos vigindarebi da daudos aqedan. Xalxs sheazizges amerikac da evropsc. Aba amerikashi an evropashi kavdet aseti vigindarebi polotpatimrebs tu daudzaxeben. Amovida kelshi magati saqcielebi.

simartle   (20.05.2020)
AMERIKIS ELCHS: QALBATONO DEGNAN TQVENS QVEKANASHI AMERIKASHI TU ANTAVISUFLEBT MKVLELEBS? SAXELMWIFO QONEBIS DAMTACEBLEBS MILIONOBIT TANXIS DAMTACEBLEBS? rogorc politikuri patimris statusit??? jer erti saidan moitanet politikuri patimrebi??? eseni arian banditebi mkvlelebi mdzarcvelebi qveknisa da sazogadoebis gamnadgureblebi,tu exmarebit Saqartvelos daexmaret kovelgvari charevisa da mowodebebisa da brdzanebebis gareshe tu ar xart sakutari amerikis interesebidan gamomdinare,SAQARTVELOS mtavrobas tavisi sasamartlo aqvs da mtavroba ar unda chaerios mis saqmeshi tqven ara marto erevit ubrdzanebt saqartvelos mtavrobas sheasrulos tqveni brdzaneba,es ras nishnavs???

Kaxeli   (20.05.2020)
Ox rogor semezizga amerika tavisant senator kongresmenebianat, erti iseti tornado daatkdet tavs rom magati sashvel ar ikos rom sxvs qveknis saqmeebshi ar cakon cxvori

1234   (20.05.2020)
კრუზი ტეხასის სენატორია და ტეხასში დარეგისტრებულ კომპანიას იცავს მიუხედავად იმისა მართალია თუ არა ის კომპანია საქართველოს სახელმწიფოსთან დავაში. ტეხასის და ამერიკის კომერციული ინტერესების დამცველია, რასაც უნდა აკეთებდეს როგორც მათი არჩეული წარმომადგენელი. კითხვა ის არის ეს ჩვენი ხალხის არჩეული პოლიტიკოსები და არ არჩეული ოპოზიცია რომელსაც ქართველი ხალხის ხმის მიღება სურს, ვის ინტერესებს იცავენ? თავისი ხალხის თუ უცხო ქვეყნის, თუნდაც ამერიკის? ამერიკის სტრატეგიული ინტერესები ნაწილში ემთხვევა საქართველოს სტრატეგიის ინტერესებს და ნაწილში არა. ტეხასზე და კომერციული ინტერესების თანხვედრაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. ელჩს აბა სხვა რა უნდა ეთქვა, თავისი შტატის ეკონომიკურ ინტერესებს იცავს სენატორიო? კრუზის "დაწყნარება" მხოლოდ საქართველოს მიერ ამერიკაში უფრო აქტიური ლობისტური კამპანიით არის შესაძლებელი. აქამდე არ უნდა მიყვანათ საქმე. რისთვის უხდიან ფულს იმ ლობისტურ კომპანიას რომელიც დაიქირავეს?

1234   (20.05.2020)
კრუზი ტეხასის სენატორია და ტეხასში დარეგისტრებულ კომპანიას იცავს მიუხედავად იმისა მართალია თუ არა ის კომპანია საქართველოს სახელმწიფოსთან დავაში. ტეხასის და ამერიკის კომერციული ინტერესების დამცველია, რასაც უნდა აკეთებდეს როგორც მათი არჩეული წარმომადგენელი. კითხვა ის არის ეს ჩვენი ხალხის არჩეული პოლიტიკოსები და არ არჩეული ოპოზიცია რომელსაც ქართველი ხალხის ხმის მიღება სურს, ვის ინტერესებს იცავენ? თავისი ხალხის თუ უცხო ქვეყნის, თუნდაც ამერიკის? ამერიკის სტრატეგიული ინტერესები ნაწილში ემთხვევა საქართველოს სტრატეგიის ინტერესებს და ნაწილში არა. ტეხასზე და კომერციული ინტერესების თანხვედრაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. ელჩს აბა სხვა რა უნდა ეთქვა, თავისი შტატის ეკონომიკურ ინტერესებს იცავს სენატორიო? კრუზის "დაწყნარება" მხოლოდ საქართველოს მიერ ამერიკაში უფრო აქტიური ლობისტური კამპანიით არის შესაძლებელი. აქამდე არ უნდა მიყვანათ საქმე. რისთვის უხდიან ფულს იმ ლობისტურ კომპანიას რომელიც დაიქირავეს?


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×