თამთა ჩაჩანიძე
23.05.2020

„არც შემოთავაზება ყოფილა იქიდანაც არ შემოუხევიათ კალთები და არც ჩვენ არ გამოგვიჩენია ინიციატივა გამომდინარე იქიდან, რომ ზოგადად ჩვენი მთავარი საარჩევნო სტრატეგია აგებული გვექნება ლოზუნგზე „არც ქოცები, არც ნაცები" და გვინდა, რომ მოსახლეობისთვის მესამე არჩევანი წარმოვაჩინოთ", - ასე აფასებს „რეზონანსთან"პარტია "თავისუფალი საქართველო"-ს თავმჯდომარე კახა კუკავა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ოპოზიციური პარტიების მიერ, საერთო მაჟორიტარ კანდიდატების შერჩევას.

ოპოზიციის ნაწილი, რომელიც ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეხვედრებს მართავს, 2020 წლის არჩევნებისთვის მაჟორიტარების ნაწილში კოორდინაციას გეგმავს, ხოლო პოლიტიკური მოძრაობა „ლელო საქართველოსთვის" ამ პროცესში მომაწილეობაზე უარს ამბობს და არჩევნებში მონაწილეობის მიღებას დამოუკიდებლად გეგმავს როგორც პროპორციულ, ასევე მაჟორიტარულ ნაწილში.

პროცესში მონაწილეობაზე უარს აცხადებს „თავისუფალი საქართველოც". პარტიის ლიდერი კახა კუკავა ამბობს, რომ მისმა პარტიამ არჩევნებისთვის მზადება უკვე დაიწყო ლოზუნგით „არც ქოცები, არც ნაცები", რადგან, მისი თქმით, საზოგადოებას მესამე არჩევანის საშუალება მიეცეს.

„ჩვენ საერთო მაჟორიტარობის შერჩევაში არ ვმონაწილეობთ, მაინცდამაინც არც შემოთავაზება ყოფილა, იქიდანაც არ შემოუხევიათ კალთები და არც ჩვენ არ გამოგვიჩენია ინიციატივა გამომდინარე იქიდან, რომ ზოგადად ჩვენი მთავარი საარჩევნო სტრატეგია აგებული გვექნება ლოზუნგზე „არც ქოცები, არც ნაცები" და გვინდა, რომ მოსახლეობისთვის მესამე არჩევანი წარმოვაჩინოთ, არა ორ პოლუსს შორის არჩევანი, არამედ არჩევანი სამ განსხვავებულ პროგრამას შორის.

„ბურჯანაძის პარტიაზე ცალსახად ვერ გეტყვით მონაწილეობს თუ არა, გადაუწყვეტელია. „ლელოს" გადაწყვეტილებაზე ვერ გეტყვით, ჩვენ „ლელოსთანაც" არ ვთანამშრომლობთ. პრინციპში გადაწყვეტილი გვაქვს, რომ არჩევნებში დამოუკიდებლად მივიღებთ მონაწილეობას, თუმცა თეორიულად არ გამოვრიცხავთ კოალიციას იმ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებთანაც მიგვაჩნია, რომ რაღაცა გარკვეული საერთო ღირებულებები გვაქვს. „ლელო" მათ რიცხვში არაა და აქედან გამომდინარე, მათი გადაწყვეტილების შესახებაც ვერაფერს ვერ გეტყვით.

„ჩვენ არჩევნებში დამოუკიდებლად ვგეგმავთ. კოალიციის შექმნას არ ვგეგმავთ. მე უბრალოდ ვთქვი, რომ თეორიულად თუ შესაძლებელია ვინმესთან შეიქმნას, „ლელოსთან" თეორიულადაც არაა შესაძლებელი. კონკრეტულად ვერ ჩამოგითვლით თეორიულად ვისთანაა შესაძლებელი, მაგრამ ზოგადად შესაძლებელია იმ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც არც „ქართული ოცნების" და არც „ნაციონალური მოძრაობის" ორბიტაზე არ ბრუნავენ. მაგრამ ესეც აბსოლუტურად თეორიული შესაძლებლობაა, ამ ეტაპზე ჩვენ ვემზადებით და ვმუშაობთ იმაზე, რომ არჩევნებში დამოუკიდებლად მივიღოთ მონაწილეობა," - განაცხადა კუკავამ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
მედეა   (25.05.2020)
ბატონო ვანო, კახა და ნინო ბურჯანაძე ბატონმა ივანიშვილმა --რუსეთუმეობის გამო არ გაიკარა, თორემ მას რომ ალიანსში მიეწვია-სიხარულით ჩაერთვებოდნენ. ეგენი რომ მიეყვანა--ხომ წარმოგიდგენიათ რა ხ მ ა უ რ ი ატყდებოდა შინაც და გარედანაც? ბატონი კახა ნამდვილად დასაფასებელი პიროვნებაა, იგი შალიკოსავით არ ეკიდება კისერზე ენმ-ს ლიდერებს, რომლებსაც ადრე მიწაში დებდა. ნათლად ჩანს, რომ ბიძინა დაწოლას არავის აძალებს. ბევრმა უმტყუნა, მაგრამ მაინც მძლავრობს!

ვანო   (23.05.2020)
კახა მგონი ერთადერთია ოპოზიციაში ვინც იკაცა და ბიძინას არ დაუწვა.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×