ია აბულაშვილი
17.06.2020

მმართველ პარტიაში საპარლამენტო არჩევნებისათვის მაჟორიტარობის კანდიდატების განხილვა ჯერ არ დაწყებულა. ამის გაკეთება მხოლოდ პარლამენტის მიერ საარჩევნო ცვლილებების განხივლის შემდეგ იგეგმება და ამაში პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილიც მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ „რეზონანსს“ მთაწმინდის მაჟორიტარმა ლადო კახაძემ განუცხადა.

მისი ცნობით, კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით პარტიაში არანაირი დაპირისპირება და შიდა დაძაბულობა არ არის.

საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების თანხმად, რომლის განხილვაც პარლამენტში 19 ივლისს დაიწყება, მაჟორიტარების რაოდენობა 30-მდე მცირდება. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით წარმოიშვა „ოცნებაში“ შიდა დაპირისპირება.

„მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით „ოცნებაში“ საუბარები საერთოდ არ დაწყებულა და ბუნებრივია, შიდა დაპირისპირება ან სერიოზული დაძაბულობა ვერ იქნებოდა. თანაც, ეს საჩქარო საქმე ნამდვილად არ არის და არჩევნებამდე დარჩენილ დროში აუცილებლად მოესწრება. 

„ჯერ უნდა მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები და იმედია, რომ მივიღებთ. ამის შემდეგ კი დაიწყება მსჯელობა მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით და სხვა საკითხებზეც. სავაარუდოდ, ამ განხილვებში, მონაწილეობას მიიღებს პარტიის თავმჯდომარე.  

„პირადად მე არ ვაქტიურობ, ვარ ერთი ჯარისკაცი ამ დიდი ოჯახის და სადაც ჩათვლიან, რომ ჩემი კანდიდატურა საჭიროა, იქ ვემსახურები ჩემს ქვეყანას. ასე რომ, დრო არის. მაჟორიტარებთან დაკავშირებით თავსატეხი აქვს ოპოზიციას და არ „ოცნებას“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ლადო კახაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×