თამთა ჩაჩანიძე
17.06.2020

ოპოზიცია ეჭვობს, რომ 20 ივნისს დაანონსებული აქციის პარალელურად, მმართველი გუნდი კონტრ-აქციას გეგმევს, „რეზონანსმა" ინფორმაცია გადაამოწმა და ამას არც „ქართულ ოცნებაში" და არც თბილისის მერიაში არ ადასტურებენ.

უმრავლესობის დეპუტატი რევაზე არველაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ 20 ივნისს „ქართული ოცნება" თბილისში რაიმე ღონისძიების ჩატარებას გეგმავს თუ არა, საქმის კურსში არაა.

„მე პირველად თქვენგან გავიგე, ეს ჩემთვის ჯერ არც არავის უთქვამს და არც არავის მოუწერია. ვერ გეტყვით რამდენად მართალია, ღმერთი რჯული ნამდვილად არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს", - განაცხადა არველაძემ.

მმართველის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ირალი კობახიძე კი ოპოზიციის აქციის საპირწონედ რაიმე ღონისძიების გაგემვას გადაჭრით უარყოფს. მისი თქმით, კონტრ-აქციაზე გავრცელებული ცნობები ტყუილია.

„მათ აქვთ უფლება შეიკრიბონ, შეიკრიბებიან და ამით დასრულდება ეს ყველაფერი", - განაცხადა კობახიძემ.

ქალაქ თბილისის მერიაში „რეზონანსს" განუცხადეს, რომ 20 ივნისს ქალაქის ცენტრში,რუსთაველზე, ან მის მახლობლად მასობრივ ღონისძიებასთან დაკავშირებით განაცხადი მხოლოდ ერთ ორგანიზაციას აქვს შეტანილი.

„თბილისის მერიაში 20 ივნისის აქციაზე შემოტანილი აქვს მხოლოდ და მხოლოდ „სირცხვილიას", - აცხადებს თბილისის მერიაში.

შეგახსენებთ, რომ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნება" 20 ივნისის კონტრ-აქციისთვის ემზადება, რისთვისაც რეგიონებიდან ხალხის მობილიზაცია იგეგმება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×