ია აბულაშვილი
17.06.2020

ოპოზიცია თბილისში მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით ბოლო დეტალებს ათანხმებს. მათი განცხადებით, კონკრეტულ სიას, თუ ვინ რომელ ოლქში იყრის კენჭს, მალე გამოაცხადებენ. მმართველი გუნდში აცხადებენ, ამაზე მსჯელობა ჯერ არც დაწყებულა. თუმცა, როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის გეგმების გარკვეული დეტალები მედიაში მაინც ჟონავს. 

„რეზონანსის“ ხელთ არსებული ინფორმაციით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დაპირისპირება თბილისში, ნაძალადევში იქნება, სადაც „გაერთიანებული ოპოზიციის“ ერთიანი კანდიდატის სტატუსით „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი იყრის კენჭს, ხოლო მმართველი პარტიიდან კი „ოცნების“ უცვლელ იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანი, რომელმაც 2012 წელს ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატის რანგში მაშინდელ ხელისუფლებას სწორედ ნაძალადევის რაიონში მოუგო.

როგორ დამთავრდება ნათელაშვილი-წულუკიანის სავარაუდო შერკინება ნაძალადევში - ექსპერტებსა და პოლიტოლოგებს პროგნოზის გაკეთება უჭირთ, რადგან ორივეს წონიანი პოლიტიკურ ფიგურად მიიჩნევენ. 

ვახტანგ ძაბირაძის თქმით, ნათელაშვილიც და წულუკიანიც ორივე გამოცდილი პოლიტიკოსია. ანალიტიკოსი აცხადებს, რომ ამ დაპირისპირების შედეგის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ეს დუელი ამომრჩეველთა განწყობის წინასწარ განსაზღვრის თვალსაზრისით მეტა რთულ და სპეციფიურ უბანში - ნაძალადევში შედგება.

„ძალიან საინტერეოს თემაა და არჩევნებამდე აუცილებლად შევიძენ პოპკორნს და ვუყურებ ამ ორთაბრძოლას, თუ ასე იქნება.  რაც შეეხება მათი გამარჯვების შანსებს, მე ტოტალიზატორი არ ვარ, რომ წინასწარ განვსაზღვრო ვინ მოიგებს. „ისე, ნაძალადევის რაიონი სპეციფიური რაიონია და „ოცნებას“ შეიძლება სერიოზული პრობლემები შეექმნას თეა წულუკიანის კანდიდატურის დაყენების შემთხვევაში“, - განაცხადა „რეზონანსთან“ გია ხუხაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
ჭორლეონე   (18.06.2020)
წულიკიანი ღამით სადმე რომ შემეფეთოს გული გამისკდება უეჭველი და დარჩება ხიხო მაგინებლის გარეშე. შალიკო 30 წელი პილიტიკაში რომ ვერაფერი გააკეთე ფულის გარდა, დაგვანებე თავი და თოხნე ბოსტანი დუშეთში.

Dato   (17.06.2020)
Natelashvili senators gavs wulikiani sagijedan gamoqceuls.natelashcili mtelucxovreba shelia simartles wulukianma pulis tomaris morchilebas.am xelusuplebas chkua ro qondes gamarjvebaze kiar unda piqrobdes aramed gadabarebaze mshvidobianat .

Kaxeli   (17.06.2020)
Natelashvils romeli giji miscems xmss.gijrbis vali moxdili gvaqvs.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×