თამთა ჩაჩანიძე
17.06.2020

„ბიძინა ივანიშვილისგან ძალაუფლება მიიღო და როგორც კალიგულას ან ნერონის ფსიქოტიპი, ისე ხმარობს ამ რესურსს. ასეთი ფსიქოტიპია და ამიტომ კობახიძის ქცევაში არც ვცდილობ ლოგიკა დავიჭირო", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების" ერთ-ერთი ლიდერი გედევან ფოფხაძე, „ქართული ოცნების" ლიდერის ირაკლი კობახიძის მიერ არჩევნების თარიღის შეცვლასთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების გაკეთებას.

ორიოდე დღის წინ კობახიძე აცხადებდა, რომ თუ საქართველოში ეპიდსიტუაცია გართულდა, შესაძლოა არჩევნები პირობითად დეკემბერში ჩატარდეს. ოთხშაბათს კი მან განაცხადა: „მაღალი ალბათობით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ უნდა დაგვჭირდეს და შესაბამისად, არ გადაიდება არჩევნები".

ფოფხაძე ამბობს, რომ „ქართული ოცნების" ქცევაში ლოგიკა არაა და კობახიძის შეცვლილი რიტორიკაც გასაკვირი არ არის.

„ქართული ოცნების" ქცევაში ლოგიკას ეძებთ? „ქართული ოცნების" ქცევაში რომ ლოგიკა იყოს, ჩვენ როცა ვიყავით („ოცნებაში"),ამ ქცევაზე რაიმე ზეგავლენის მოხდენას შევეცდებოდით.

„ლოგიკა არ აქვთ. თავიდან პროპორციული არჩევნები რატომ ჩააგდეს? რატომ გააგდეს კვირიკაშვილი? ღარიბაშვილი რატომ მოხსნეს და მერე ისევ რატომ დააბრუნეს? აქ პოლიტიკური ლოგიკა არაა, აქაა ემოციები.

„ცალსახა ემოციებია - ვიღაცამ რაღაც ხასიათზე გაიღვიძა და ამის მერე რაღაც გადაწყვეტილებებს მიიღებს... რა ლოგიკა უნდა ჰქონდეს კობახიძეს? მე ამ ადამიანს ვიცნობ და გეტყვით, რომ ესაა ცინიკოსი ადამიანი. ბიძინა ივანიშვილისგან ძალაუფლება მიიღო და როგორც კალიგულას ან ნერონის ფსიქოტიპი, ისე ხმარობს ამ რესურსს, ასეთი ფსიქოტიპია და ამიტომ კობახიძის ქცევაში არც ვცდილობ ლოგიკა დავიჭირო.

„მაგათ თავის დროზე პროპორციული არჩევნები ჩააგდეს,სპექტაკლი გაათამაშეს,მერე, როცა მთელი საერთაშორისო რესურსი დაუპირისპირდა, იძულებული გახდნენ 120/30 ზე წასულიყვნენ. დაიჭირეს ოქრუაშვილი და უგულავა, მერე სალომე ზურაბიშვილს გაათავისუფლბინეს, ამ ფონზე კიდე ზურაბიშვილი გალანძღეს, როცა თვითონ გააკეთეს ეს ყველაფერი. თუ თქვენ ამ ქცევებში რაიმე ლოგიკას ხედავთ მაშინ ანალიზის გაკეთება თქვენთვის მომინდია", - განაცხადა ფოფხაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ИНЦИТАТУС   (17.06.2020)
Ха-ха-ха, рогор шеидзлеба амати шедареба б-но Гедеон, Калигула хом дегенерати ар ико да арц чамоулаборантебиа винмес, убралод чачехес, ту ар вцдеби "подземкаши" . Да болос миси сакварели чеми "сехниа" гаамцесес убрало тавлаши. Цота исети шедаребеби моикванет рои сасацилод ну гаихдит тавс.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×