ელზა პაპოშვილი
18.06.2020

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ, სამოქალაქო მოძრაობის ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა და პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ მემორანდუმს ხელი მოაწერეს და ახალი პოლიტიკური პლატფორმა შექმნეს.  

ანა დოლიძე განმარტავს, რომ მემორანდუმის მიზანი იმ პოლიტიკური პოლარიზაციის დარღვევაა, რომელიც ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არსებობს. ასევე საინტერესოა ვისთან აპირებენ ისინი თანამშრომლობას. როგორც უკვე ახალი პლათფორმის წევრები არ გამორიცხავენ, შესაძალოა მათი თანამშრომლობა „ლელოსთან“ ან თამარ ჩუგოშვილთან მოხდეს. 

დოლიძე ამბობს, რომ ქვეყანა უპერსპექტივობის ჭაობშია ჩაფლული და ჩვენი თანამოქალაქეები დარჩენილნი არიან ცუდსა და უარესს შორის არჩევანის პირისპირ. ხოლო საზოგადოების დღის წესრიგი მონოპოლიზებული  ორ ძალას აქვს. მისი თქმით, ამ სამ ადამიანს სუფთა წარსული აერთიანებთ. 

„ჩვენი ამოცანაა, შევქმნათ მსჯელობის და დისკუსიის განსხვავებული პლატფორმა, რომელიც გახდება დღევანდელი პოლარიზებული ატმოსფეროს ახალი, ჯანსაღი ალტერნატივა და რომელიც თავის გარშემო შემოიკრებს მსგავსი ფასეულობების, პატრიოტ, კეთილსინდისიერ და ჩვენს ქვეყანაზე მზრუნველ მოქალაქეებს,"- განაცხადა ანა დოლიძემ.

ალეკო ელისაშვილ კი „რეზონანსთა“ ამბობს, რომ ეს არის პლატფორმის პრეზენტაცია და არა პარტიის. მისივე თქმით, ეს იქნება სივრცე და მაგიდა, სადაც საქართველოზე შეყვარებული ადამიანები შეიკრიბებიან.  აქ კი მთავარი  სამსჯელო  და საფიქრალი მხოლოდ  საქართველო იქნება. 

„ჩვენთან 30 წელია პოლიტიკურ პროცესად მიჩნეულია სიძულვილი, ზიზღი, გაუთავებელი დაპირისპირება. ხალხი იხრჩობა სიღატაკეში და ქვეყანა გახდა წარუმატებელი, მაჩანჩალა, საიდანაც ადამიანები გარბიან. ჩვენ გვინდა საკუთარი მაგალითით ვაჩვენოთ, რომ სინამდვილეში, პოლიტიკა ხალხის სამსახურია,"-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. 

მისივე თქმით,  პლატფორმას მხოლოდ მსგავსი ღირებულებების პოლიტიკოსები, თუ პარტიები შეუერთდებიან. ელისაშვილი ამბობს, რომ ქვეყანა წინასაარჩევნო რეჟიმშია და ამიტომაც არ გამოვრიცხავენ, რომ ეს სერიოზულ პოლიტიკურ განაცხადადაც ჩამოყალიბდეს. 

ლევან კობერიძე კი  „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ახლა  ქვეყნის მთავარი გამოწვევა სიღარიბეა და  მისი დაძლევა მხოლოდ პოლიტიკური ცხოვრების შეცვლით იქნება შესაძლებელი.  

„მას შემდეგ რაც პარლამენტში  მუშაობა დავიწყე, მივხვდი, რომ თუ ამ ქვეყანაში პოლიტიკა არ შეიცვალა და რაღაცა ტიპის გარღვევა არ მოხდა, ის ქვეყანაში არსებული პრობლემები ვერ მოგვარდება.  

“რა თქმა უნდა, პოლიტიკური კონსულტაციები მიდის. შესაბამისად რა სახის პოლიტიკური კონფიგურაციში ჩაჯდება ეს პლართფორმა, მომავალი გვიჩვენებს. გვაქვს კონსულტაციები თამარ ჩუგოშვილთან, პარტია "ლელოსთან," ეს არის ის ძირითადი წრე. ასევე, თამარ ხულორდავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, გიორგი მოსიძე" - განაცხადა ლევან კობერიძემ.                  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
გურული ვენდეტა!   (19.06.2020)
კობერიძე, რა გინდა ამ ნაბოზარ ელისაშვილის გვერდზე? შენი ხელითვე გამოიჭერი ყელი!!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×