ია აბულაშვილი
19.06.2020

"ზუსტად ის მოხდა, რასაც ვამბობდი, "ლელომ" უარი თქვა, ელისაშვილმა რაც გააკეთა, ნახეთ. "ლელო" ივანიშვილს დათვლილი ჰყავს და შუა ხმებისთვის დაიმატებს, ამას ბეციც მიხვდება. ბურჯანაძე კი თბილისში თავის კანდიდიდატურას ვერ დააყენებდა" - ასე ეხმაურება პარტია "კანონი და სამართალის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი "გაერთიანებული ოპოზიციის" მიერ თბილისის 6 მაჟორიტარ ოლქში საერთო კანდიდატების წარდგენას.

"გაერთიანებული ოპოზიციის" კანდიდატი ვაკეში ელენე ხოშტარია იქნება, გლდანში ნიკა მელია, ისანში გიორგი ვაშაძე, სამგორში ლევან ხაბეიშვილი, მთაწმინდაზე შალვა შავგულიძე. შალვა ნათელაშვილი კი ნაძალადევის რაიონში იყრის კენჭს. რაც შეეხება დიდუბე-ჩუღურეთის რაიონს და საბურთალოს, ოპოზიციაში საერთო კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება.

"ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, თბილისში არსებულ 8 მაჟორიტარულ ოლქიდან ორში ოპოზიციურმა პარტიებმა საერთო კანდიდატი იმიტომ არ წარადგინეს, რომ სხვა პოლიტიკურმა ძალებმა ან საზოგადოებრივმა ფიგურებმა საკუთარი კანდიდატის დაყენება შეძლონ. იმ შემხვევაში, თუ ამ ორ ოლქში მაჟორიტარობის სხვა კანდიდატები არ გამოჩნდებიან, ოპოზიცია ამაზე იმსჯელებს. რაც შეეხება "ლელოს", ბოკერიას თქმით, მას არაფერი აურევია, რადგან ამ შეთანხმების ნაწილი არასდროს იყო.

"ლელო" შეთანხმების მონაწილე არ იყოო, "ლელომ" ჯერ განაცხადა, რომ არ მივიღებ მონაწილეობას მოლაპრაკებაშიო, მერე თქვა, რომ მივიღებო, ახლა ნახეთ, რომ უარი უთხრათ. ამას ადრეც ვამბობდი და 5 დღის წინაც ვუთხარი, "ლელო" არ მიიღებს მონაწილეობას-მეთქი. არა, რას ამბობ, "ლელო" ჩვენთან არისო. მივიდა? არ მივიდა... "ლელო" დავთლილი ჰყავს ივანიშვილს, ამას დიდი ხანია მივხვდი, ზუსტად ვიცი ივანიშვილი შუა ხმებისთვის დაიმატებს. აქ ორი აზრი არ არის, მაშინ ბეცი უნდა იყო. ელისაშვილზეც ვამბობდი და ნახეთ, რაც გააკეთა, ანა დოლიძესთან ერთად ცალკე შექმნა მოძრაობა.

რაც შეეხება სხვებს, ვინც ნათელაშვილის ეზოში იკრიბებოდნენ, ბურჯანაძე თბილისში თავის კანდიდატურას ვერ აყენებს და ვერც დააყენებდა, მიუხედავად იმისა, რომ ბოკერიას ჯაჭვით ჰყავდა მიბმული და ძალიან ეპოტინებოდა. როცა ვამბობდი, რომ რუსული ვექტორის ამ მაგიდასთან ყოფნა პოლიტიკური შეცდომაა-მეთქი, არ გაიგონეს, ხომ ნახეთ, როგორ წამოგვაძახა კობახიძემ, გრუ გიზით მაგიდასთანო და მართალია. ბოკერია ასეთ დაბალრეიტინგიან პარტიებს იმიტომ ეპოტინება, რომ პარლამენტში თუ შევიდნენ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის წარდგენის დროს მიიმხროს, ჯიბეში ჰყავს ისინი. მაგრამ ბოკერია ვერასდროს შეძლებს პრემიერის კანდტიდატურის წარდგენას, ვერანაირი კვლევები ვერ უშველის, რადგან პიროვნულად არა აქვს რეიტინგი.

რაც შეეხება თაკო ჩარკვიანს, 30-წლიან ნათაღლითარ პოლიტიკოსებთან საქმე არ მაქვს, მოლაპარაკებებს ვაწარმოებ "ძალა ერთობაშია" და მე მათ ხელს არ შევუშლი, მაგრამ ივანიშვილის ფეიკებს ხმებს არ გავატან" - განაცხადა "რეზონანსთან" თაკო ჩარკვიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ბათუმელი   (19.06.2020)
მეცოდება ჩარკვიანი,მთლად გაფარჩაკდა ეს ვაი პოლიტიკოსი.

ანა   (19.06.2020)
შენი შენთვის დაიტოვე,,,,


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×