ია აბულაშვილი
20.06.2020

„ჩემი პირადი მოსაზრება მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ჩვენს პარტიონრებთან კონსულტაციების შედეგად მიღებულ გადაწყვტილებაზე.  ამიტომ, ვიდრე არ გაიმართება კონსულტაციები, კომენტარს ვერ გავაკეთებ მიიღებს თუ არა მონაწილეობას „ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში“, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე „ევროპული საქართველოს“ გადაწყვტილებას საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყარში მონაწილეობის შესახებ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, „ევროპული საქართველოს“ დეპუტატები საკონსტიტუციო ცვლილებებს მხოლოდ პირველი მოსმენით დაუჭერს მხარს. მეორე მოსმენასთან დაკავშირებით პროცესში კი მონაწილობას არ მიიღებენ იქამდე, ვიდრე „მთავარი არხის“ მეწილე გიორგი რურუა პატიმრობიდან არ გათავისუფლდება.

„პროექტის ჩაგდების საფრთხე არ არის, მაგრამ, ზოგადად, 8 მარტის შეთანხმებას განვიხილავთ როგორც ერთ მთლიანს. ვიდრე კონსულტაციები არ გაიმართება პარტნიორებთან, კომენტარს ვერ გავაკეთებ მიიღებს თუ არა მონაწილოებას „ნაციონალური მოძრაობა“ ცვლილებეთან დაკავშირებთი კენჭისყრაში. 

„რაც შეეხება ჩემს პირად მოსაზრებას, ეს მნიშვნელოვნად დამოკიდებულია პარტნიორებთან კონსულტაციების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებაზე“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ხატია დეკანოიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
😈   (20.06.2020)
ნაცებისა და ევრონაცების დდშშ!!!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×