მარიამ ნებულიშვილი
28.06.2020

 „ევროპული საქართველო" არ მიიღებს მონაწილეობას საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით განხილვასა და კენჭისყრაში, რომელიც პარლამენტში ორშაბათსაა დაგეგმილი. ამის შესახებ „რეზონანსთან საუბრისას „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციას კონკრეტული მოქმედების გეგმაც აქვს შემუშავებული იმ შემთხვევისთვის, თუკი კანონპროექტი მესამე მოსმენაზე ჩავარდა.

კაპანაძის განცხადებით, ხელისუფლებას ორშაბათამდე კიდევ აქვს დრო, რომ 8 მარტის შეთანხმების პოლიტიკური პატიმრების ნაწილი შეასრულოს და გიორგი რურუა პატიმრობიდან გაათავისუფლოს.

„ჩვენ არც ხვალიდენ კენჭისყრაზე არ მივალთ. თუ არ აპირებს „ქართული ოცნება" 8 მარტის შეთანხმების პოლიტიკური პარტიმრების ნაწილის შესრულბას, არც ჩვენ ვაპირებთ მონაწილეობა მივიღოთ სააარჩევნო ცვლილებების კენჭისყრაში.

„ივანიშვილის ხელშია გავა თუ არა ეს ცვლილებები. მას შეუძლია, რომ შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება და მაშინ გარანტირებული იქნება ამ ცვლილებების მიღება. თუ ხვალ ჩააგდებს კანონპროექტს, ამ შემთხვევაში მასზე კიდევ უფრო მეტად გაიზრდება წნეხი. ნებისმიერ შემთხვევაში ხვალ არაფერი არ მთავრდება, კიდეც რომ ჩააგდოს მესამე კეჭისყრით, კანონპროექტის უკან შემობრუნება მალევეა შესაძლებელი", - ამბობს სერგი კანანაძე.

ის ასევე გამოეხმაურა, ამერიკელი სენატორის ჯეიმს რიშის მიერ სენატისთვის წარდგენილ აშშ-ის თავდაცვის აქტში შესატან შესწორებას და განაცხადა, რომ ესაა ძალიან მკაფიო გზავნილი „ქართული ოცნებისათვის", რომლის არგათვალისწინებაც არასწორად გადადგმული ნაბიჯი იქნება.

„ჯეიმს რიშის მიერ სენატში ინიცირებულია ცვლილებების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს პირობითობის დამატებას თავდაცვის ოპტიმიზაციის აქტში საქართველოსთან დაკავშირებით, რაც პრაქტიკულად ნიშნავს იმას, რომ გარკვეული პირობების არშესრულების შემთხვევაში საქართევლოს შეიძლება პრობლემები შეექმნას თავდაცვითი დახმარებების მიღებაში ამერიკის მხრიდან, რაც არის ძალიან სერიოზული გზავნილი, მსგავსი რამ აქამდე არასდროს არ მომხდარა.

„ძალიან რთული წარმოსადგენია ამაზე უფრო მკაფიო გზავნილი. ამიტომ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამის არგათავალისწინება და ურეაქციოდ დატოვება ძალიან ცუდ შედეგებს მოუტანს ბიძინა ივანიშვილს.

„ამიტომ მე მგონია, რომ მას ადრე თუ გვიან 8 მარტის შეთანხმების შესრულება მოუწევს. შესაბამისად, ეს ჩანაწერი სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, 8 მარტის შეთანხმების ბოლომდე შესრულება და მათ შორის პოლიტპატირმრების გათავისუფლება არის იმ წინაპირობებს შორის, რომლებიც ძალიან მკაფიოდ აისახა ამ ცვლილებაში, რომელიც რიშმა შეიტანა", - აღნიშნა სერგი კაპანაძემ.

აშშ-ის თავდაცვის აქტში შესატანი ცვლილებების პროექტი მოამზადა სენატორმა ჯეიმს რიშმა. აღნიშნულ ცლილებებში საუბარია საქართველოს დემოკრატიაზე, საარჩევნო და სასამართლო ცვლილებების რეფორმებზე. ამ ცვლილებების მიზანია გამოხატოს სენატის დამოკიდებულება საქართველოში დემოკრატიული პროცესების მიმდინარეობის შესახებ. რიში ასევე საუბრობს 8 მარტის შეთანხმებაზე და მხარეებს მისი შესრულებისკენ მოუწოდებს.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×