ია აბულაშვილი
28.06.2020

„მეც საოცრად გამაოცა ამ რაოდენობის ახალგაზრდების დაკავებამ, ვიდრე არ არის ექსპერტიზის დასკვნა. ამიტომ მიჩენს იმის განცდას, რომ ხელისუფლება ცდილობს დაარწმუნოს საზოგადოება, რომ ძალიან მონდომებული არიან და ყველას დაიჭერენ“, - ასე ეხმაურება იურისტი და უფლედამცველი ლია მუხაშავრია ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიებას.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ 17 პირს ბრალი წარუდგინა, თუცმა არცერთი დაკავებული ამ დრომდე ბრალს არ აღიარებს. მათი ადოკატები კი აცხადებენ, რომ საგამოძებო ორგანოები ქაოსურად მოქმედებენ, რადგან საქმის მასალებიდან გამომდინერე არსად დასტურდება წაყენებული მუხლების ავთენტურობა, დადგენილი ფაქტობრივი გარემობები და ა.შ. 

„მართლაც ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა და ვიზიარებ ამ ოჯახის უბედურებას. დღეის მონაცმებით დაკავებულია 17 პირი, და თუ არ ვცდები, ერთი კიდევ დაემატა. ბრალი წაყენებული აქვთ რამდენიმე მუხლით - ორი ან მეტი პირის მიმართ განხორიცელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტებზე და ა.შ.

„ამ რაოდენობის ახალგაზრდების დაკავებებმა ცოტა არ იყოს მეც გამაკვირვა, როდესაც ჯერ ცნობილი არ არის ექსპერტიზის დასკვნა. გამაოცა საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენელთა  რეაქციამაც, რომლებიც ასევე ჩართული იყვნენ ხორავას ქუჩის საქმეში, სადაც მათი არაკომპეტენტურობა აღმაშფოთებელი იყო.  

„მიჩნდება ისეთი განცდა, რომ ხელისუფლება ცდილობს დააჯეროს საზოგადოება, რომ ძალიან მონდომებული არიან და ყველას დაიჭერენ.  თუმცა, დაკავებულ პირებს შეუძლიათ გაასაჩივრონ მეორე ინსტანციის სასამართლოში მათი დაკავების კანონიერება და შეიძლება უმრავლესობა გაათავისუფლონ წინასწარი პატიმრობიდან“, - განაცხადა „რეზონანსთან" ლია მუხაშავრიამ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
მედეა   (30.06.2020)
ხორავას ქუჩის მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე- დაატყვევეს ეს 17 კაცი, რომ მტკიცებულებები მოიპოვონ. რა უჭირთ, იყონ იქ ცოტა ხანს, აბა, სად გარბოდნენ, ვის მისდევდნენ-აქეთ იმუქრებიან? ქალბატონი ლია დამნაშავეებს მფარველობს?


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×