მარიამ ნებულიშვილი
28.06.2020

 „ქართული ოცნების" წევრი და დმანისის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი საკუთარი რეიტინგის დასაზუსტებლად სოციოლოგიურ კვლევას ატარებს და თუ „ქართულ ოცნებასთან" მისი მოლაპარაკება წარუმატებელი აღმოჩნდა, შესაძლოა წლევანდელ არჩევნებში მაჟორიტარობის დამოუკიდებელ კანდიდატად იყაროს კენჭი. ამის შესახებ მან „რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა.

ოქრიაშვილი „ოცნებასთან" მისი მოლაპარაკების დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატთა სიაში არ აღმოჩნდება, არჩევნებზე დამოუკიდებლად გავა.

„ვაპირებ მონაწილეობა მივიღო არჩევნებში. ახლა რეიტინგს ვაკეთებ - დაკვეთილი მაქვს კვლევები, მაინტერესებს, როგორია ხალხის დამოკიდებულება ჩემს მიმართ. „ქართულ ოცნებასთან" მოლაპარაკების დეტალები გასაიდუმლოებულია, ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ. არ გამოვრიცხავ, რომ კენჭი დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით ვიყარო", - ამბობს ოქრიაშვილი.

იგი კატეგორიულად გამორიცხავს სხვა პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობას.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში „ქართულ ოცნებას" და ოქრიაშვილს შორის აზრთა სხვადასხვაობა ხშირად იყო და ამაზე თავად ოქრიაშვილიც ღიადა საუბრობდა. მაგალითად, მან 2019 წლის ნოემბერში მხარი არ დაუჭირა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. იგი ასევე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის წინააღმდეგია, რომელიც 2020 წლის არჩევნების შერეული საარჩევნო სისტემით, 120/30-ზე ჩატარებას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×