თამთა ჩაჩანიძე
29.06.2020

მსოფლიოში კორონავირუსი სხვადასხვა ლოკაციაზე სხვადასხვა სიძლიერით მოქმედებს, მაშინ როდესაც ევროპაში ინფექცია რაღაცა დოზით შენელდა, ამერიკის კონტინენტი კი კოვიდ-19-თან გამკლავებას ახლა ცდილობს, პანდემია აქტიურ ფაზაშია საქართველოს მეზობელ ქვეყნებშიც.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვირუსი უკვე 2 მილიონ ნახევარზე მეტ ადამიანს აქვს დადგენილი, მათგან 125 804 უკვე გარდაიცვალა, ბოლო ინფორმაციით, რუსეთში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე 641 156 ინფიცირებულია გამოვლენილი, ხოლო დაღუპულია 9 166 ადამიანი.

რთული ვითარებაა მეზობელ სომხეთში, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, გამოვლინდა ვირუსის 25 ათასზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, 400-ზე მეტი კი ადამიანი ემსხვერპლა.

ჩინეთის დედაქალაქ პეკინთან ახლოს, ჰუბეის პროვინციაში „კოვიდ-19"-ის შემთხვევების მატება დაფიქსირდა, რის გამოც მთავრობამ 400 000-მდე ადამიანი ისევ კარანტინში მოაქცია. ინფორმაციას „ბიბისი" ავრცელებს, ბოლო 24 საათის განმავლობაში კი ამ ქვეყანაში „კოვიდ-19"-ის 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ეპიდემიოლოგი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ კორონავირუსი მსოფლიოს სხვადასხვა ლოკაციაზე სხვადასხვანაირად იმიტომ ვრცელდება, რომ ქვეყნების მთავრობებმა საფრთხის შესაბამისად არ იმოქმედეს, მისი თქმით, ზოგმა ქვეყანამ შესაბამისი ღონისძიებების გატარება დააგვიანა, ზოგმა კი დროულად იმოქმედა.

„ეს ინფექციური დაავადებაა და ამ დროს ეპიდსიტუაციის განხილვა უნდა მოხდეს, ანუ ეპიდემია ნიშნავს ვირუსის ერთ რომელიმე ქვეყანაში გავრცელებას და მოდით, თუნდაც ამერიკის მაგალითზე განვიხილოთ - საქმე იმაშია, რომ რეალურად ქვეყნის ჩაკეტვა თავიდანვე არ მოხდა, არ მოხდა ინფექციის გავრცელების ლოკალიზაცია და ამან გამოიწვია ის, რომ უფრო მეტი ადამიანი დასნებოვნდა.

„ანუ, ვირუსის პასაჟირება მოხდა, მომდევნო ადამიანზე გადაცემის დროს ვირუსი ბევრად უფრო დამაზიანებელი და ვირულენტური ხდება, იმიტომ, რომ ის უკვე პირველ ადამიანთან იმუნიტეტთან ბრძოლის შედეგად გაძლიერებულია და რაც უფრო მეტ ადამიანს დაემართება, ვირუსი უფრო ძლიერდება.

„ამიტიომ ვირუსს თავიდანვე უნდა მიხედონ ხოლმე, მერე უკვე ძალიან რომ გაძლიერდება და მისი ვირულენტობა მოიმატებს, მერე ის უბედურება ხდება ხოლმე, რაც ამერიკას და თავის დროზე იტალიას დაემართა. პირველ რიგში ალბათ ესაა, თორემ ვირუსი ტანსაცმელს და გარეგნობას სულ არ ითვალისწინებს, ის უბრალოდ ძლიერდება, ამიტომ ხდება ეს ყველაფერი.

„ჩვენთან კი ლოკალიზაცია ძალიან მალე მოხდა, ახლა რა შემთხვევებიც ფიქსირდება, შემთხვევით შემოტანილებია და ის, რომ ახლა კლასტერი წარმოიქმნას და კიდევ ბევრს, რომ გადაეცეს, იგივე შედეგს მივიღებთ, როგორც დღეს ამერიკაშია, უბრალოდ ჩვენ ღმერთის წყალობით ყველაზე ჭკვიანები აღმოვჩნდით.

„ჩვენ ქვეყნებს იმითი ვაჯობეთ, რომ პირველი ის, რომ საქართველო პატარაა და ჩვენი ჩაკეტვა უფრო ადვილია - არ ვართ მსოფლიოს რაღაც განსაკუთრებული ეკონომიკური ცენტრი, ანუ იმდენი ხალხის შემოსვლა არ ხდება, რამდენი ხალხიც სხვა ქვეყნებში შედის და რა თქმა უნდა მთავრობისა და ექიმების მაქსიმალური თანადგომით და ადმინისტრაციებთან ექიმების ჩართვით, სწორი გადაწყვეტილებების მიღებები ხდებოდა და რა თქმა უნდა ჩვენმა ხალხმაც მართლაც ძალიან ივაჟკაცა და ეპიდსიტუაციაში სამოქმედო წესებს მეტ-ნაკლებად დაემორჩილა" - განაცხადა ხმალაძემ.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ამბობს, რომ მსოფლიოს ქვეყნებმა კორონავირუსის საფრთხის არსი ადეკვატურად ვერ აღიქვა, მისი თქმით, დემოკრატიულ ქვეყნებში ვირუსის ასეთი ფართო გავრცელება კი იმიტომ მოხდა, რომ თავიდან მსგავსი ტიპის აკრძალვებს, ადამიანის უფლებებიდან გამომდინარე მოერიდნენ.

„ეს ვირუსი მუტაციურია, თან იმ პერიოდში, როდესაც კორონავირუსი ვრცელდებოდა ჩინეთში გახლდით, სავარაუდოდ ვირუსის პირველი ვარიანტი 2019 წლის აგვისტოში გაჩნდა, მას მერე მუტაცია ოთხჯერ მოხდა.

„პირველი და მეორე დონის მუტაციის სიმპტომები ისეთი ძლიერი არ იყო, მაგალითად პირველი დონის დროს შესაძლოა ადამიანს მაღალი სიცხე არ ჰქონოდა, მაგრამ ის სიმპტომები, რომლებიც დღეს კორონავირუსთანაა დაკავშირებული, ყველა აღენიშნებოდა.

„მსოფლიოს ქვეყნებმა ამ საფრთხის რეალური არსი არაადეკვატურად აღიქვა, იმიტომ, რომ ეს პირველ რიგში უხილავი საფრთხეა. დასავლეთის ზოგმა სახელმწიფოებმა ჩათვალეს,რომ ეს დემოკრატიისა და თავისუფლების ფუნდამენტურ პრინციპებს შებღალავდა და მერე ზომების მიღება მაინც მოუწიათ იმიტომ, რომ ეს საფრთხე ძლიერი აღმოჩნდა.

„საქართველო ამ შემთხვევაში აღმოჩნდა ერთ-ერთი ქვეყანა,რომელმაც ამ საფრთხეზე რეაგირება დროულად მოახდინა, ამაში დიდი წვლილი ლუგარის ლაბორატორიას, ჩვენს უმაღლესი დონის გამოცდილ ექიმებს მიუძღვის - მათ საქართველოს მთავრობა დროულად დაარწმუნეს, რომ შესაბამისი ღონისძიებები უნდა გაეტარებინათ, რომელმაც ჩვენ გადაგვარჩინა, სხვა ქვეყნებში კი მსგავსი რამ სამწუხაროდ არ მოხდა.

„ტრამპის ადმინისტრაციამ გარკვეულწილად დროულად შეძლო ზომების მიღება, მაგრამ რეგიონალურმა შტატების მთავრობებმა ამაზე რეაგირება ცოტა დააგვიანეს, რომელმაც ამერიკაში ასეთი მძიმე შედეგები გამოიწვია,ევროპაში კი იტალიასა და ესპანეთში დიდი როლი დემოკრატიის ფაქტორებმა ითამაშა, რომელმაც სავალალო მდგომარეობამდა მიიყვანა.

„ჩინეთმა კი ფაქტიურად სამ თვეში კორონავირუსის ეპიდემია არათუ ჩაახშო, არამედ ეკონომიკურ-სოციალური აღმავლობა დაიწყო და დღეს უკვე ეს ქვეყანა იმ მოწინავე ქვეყნებშია, რომელმაც კორონავირუსი დაძლია.მეორე ტალღა როგორი იქნება ეს არავინ არ იცის.

„საქრთველოს მეზობელ ქვეყნებში აზერბაიჯანში, სომხეთსა და თურქეთში ინფექციას როგორც ჩანს თავიდან ყურადღება არ მიაქციეს. მაგალითად, თურქეთში უფრო ერდოღანის ავტორიტარული რეჟიმის ფაქტორმა იქონია გავლენა, მას არ უნდოდა, რომ მისი ისედაც მყიფე პოზიციების ფონზე არ უნდოდა რომ ხალხში პანიკა გამოეწვია.

„კავკასია ძალიან სპეციფიკური მხარეა, ტრადიციებია, აქ ქორწილებს, ქელეხებს და ასეთი ტიპის ღონისძიებებს მასობრივი ხასიათი აქვს, ევროპაში და ამერიკაში ასეთი რაღაცა არაა. კავკასიის რეგიონში კი 500 კაციანი ქორწილებია და ზოგიერთ რეგიონში ათას კაციანი ქელეხებიცაა, როცა ასეთი მასობრივი შეკრებები ხდება, ბუნებრივია აქ ვირუსის გადაცემის დიდი შანსია" - განაცხადა მაისაიამ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
eka   (29.06.2020)
ცოტა რაღაცეები აურიეთ.ჯერ ერთი თუ 4ჯერ განიცადა მუტაცია ვაქცინაზე საერთოდ არ იმუშავებდნენ.მეორეც იტალიაში ვირუსი შესუსტდაო და ესენი რატომ ამბობებ პირიქით გაუგებარია.ამერიკაში კიდევ ხალხი ძალიან შორსაა ხელის დაბანვიდან,იქ ექიმიც კი არ იბანს ხელს ნორმალურად.ხალხი ჭურჭლის ტილოთი იწმენდს შარვალს რომლითაც ტრანსპორტში ჯდება,დაუბანელი ხელით მიირთმევენ ჩიპსებს მეტროში და გაიკვირვეთ რატომ გავრცელდა.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×