მარიამ ნებულიშვილი
29.06.2020

 საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით დამტკიცებისა და სამომავლო გეგმების შესახებ „რეზონანსთან" „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ და „ქართული ოცნების" წევრმა ნუკრი ქანთარიამ ისაუბრეს.

ხატია დეკანოიძის განცხადებით, სამწუხაროა, რომ აღნიშნული ცვლილებების მიღება პოლიტიკური კონსენსუსის გზით ვერ მოხერხდა.

„ეს ცვლილებები, არის საქართველოს მოსახლეობის გამარჯვება. სანქციების შიშმა, ჩვენი სტრატეგიული პარტნორების მხრიდან სერიოზულმა ზეგავლენამ, აიძულა ივანიშვილი, რომ მიეღო საკონსტიტუციო ცვლილებები. ძალიან სამწუხაროა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მიღება ფართო პოლიტიკური კონსენსუსით არ მოხდა. ჩვენ მზად ვიყავით, კენჭისყრაში მონაწილება მიგვეღო, თუ გიორგი რურუას გაათავისუფლებდნენ", - ამბობს დეკანოიძე.

ის ასევე, აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუ „ქართული ოცნება" არ ჩაატარებს დემოკრატიულ არჩევნებს, ამას სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციისგან სათანადო რეაქცია მოჰყვება.

„სამწუხაროა, რომ 8 მარტის შეთანხმების ნაწილი დაარღვია ქართულმა ოცნებამ. მაგრამ ვფიქრობ, რომ ესაა იმ ბრძოლის შედეგი, სადაც იბრძოდნენ სამოქალაქო საზოგადოება და პოლიტიკური პარტიები. ამიტომ, თუ არ ჩაატარებს დემოკრატიულ არჩევნებს ბიძინა იავნიშვილი, თუ არ გამოუშვებს პოლიტპატიმრებს, ზეწოლა და შედეგები იქნება ძალიან მძიმე. ჩვენი გეგმა რჩება იგივე, ურთიერთობა და პარტნიორობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, წინა საარჩევნო კამპანია, ბრძოლა და გამარჯვება", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

რაც შეეხება ნუკრი ქანთარიას, მისი თქმით, მმართველმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ 8 მარტის შეთანხმება შესრულებულიყო.

„დღეს ფაქტობრივად ახალი წელთაღრიცხვა დაიწყო ქართული პოლიტიკის ისტორიაში. რასაკვირველია უარყოფითი ფაქტია, რომ ოპოზიციის ნაწილმა „ნაციონალური მოძრაობის" „კლასტერმა" „ევროპულ საქართველოსთან" ერთად, უხეშად დაარღვია ელჩების თანდასწრებით ხელმოწერილი შენთანხმება. ამით, რა თქმა უნდა, ზიანი მიაყენა როგორც ქვეყანას, ისე თავიანთ თავს.

"დანარჩენს საზოგადოება არჩევნებზე გადაწყვეტს. ფაქტია, რომ ჩვენ არ დავარღვიეთ და მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ მათაც არ დაერღვიათ ეს შეთანხმება. დანარჩენი უკვე სახეზეა ყველაფერი", - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

იგი ასევე გამოეხმაურა აღნიშნული ცვლილებების ქმედითუნარიანობას და აღნიშნა, რომ ყველაფერს დრო და პრაქტიკული შედეგები აჩვენებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.

 

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
---   (29.06.2020)
ცხვრებივით შერეკეს და ხმაც ვერ ამოიღეს, ქანთარიას დავაჯვი!

---   (29.06.2020)
ცხვრებივით შერეკეს და ხმაც ვერ ამოიღეს, ხუნდაძეს დავაჯვი!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×