ია აბულაშვილი
29.06.2020

"ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ხელისუფლება დარჩენილიყო ოლიმპოზე მარტო, თუმცა აცხადებენ, რომ ეს მათ მოიპოვეს გამარჯვება. ბრძოლაში ბოიკოტირებით მიღებული გამარჯვება მე არ მინახავს, ეს მართლაც უნიკალური შემთხვევაა"- ასე ეხმაურება პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, რომელსაც პარლამენტმა 117 ხმით მხარი დაუჭირა.

ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც, კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებით, საქართველომ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ის მზად არის გააგრძელოს დემოკრატია და 2020 წლის ოქტომბერში ჩაატაროს თავისუფალი, დემოკრატიული და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნები.

"დღეიდან ჩვენ ვიწყებთ მუშაობას საარჩევნო კოდექსზე და უახლოეს ათი დღის განმავლობაში პარლამენტი ასევე მიიღებს ცვლილებებს საარჩევნო კოდექსში, რომელიც ეფუძნება ეუთოს ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ მოცემულ რეკომნედაციებს"- აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით კი " დღევანდელ დღეს ერთდერთი დამარცხებული ეს არის რადიკალური, დესტრუქციულ-კრიმინალრი ოპოზიცია, რომელმაც უხეშად დაარღვია 8 მარტის შეთანხმება".

საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ევროპულმა საქართველომ", იმ მიზეზით, რომ 8 მარტის შეთანხმება სანახევროდ შესრულდა, ანუ არ შესრულდა ის ნაწილი, სადაც პოლიტიკური დევნისა და პოლიტპატიმრების საკითხი იყო. თუმცა აცხადებნ, რომ ამ ცვლილებების მიღება ყველა ოპოზიცური პარტიის გამარჯვებაა და "ქართული ოცნება" იძულებული იყო ამ ცვლილებებს საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან წნეხის შემდეგ დათანხმებოდა.

"თუ იძახიან გავიმარჯვეთო, მაშინ, რატომ არ მიიღეს მონაწილოება კენჭისყრაში? 4 ხმა რომ დაკლებოდა ცვლილებები ვერ გავიდოდა. ამ ტიპის სასწორზე ქვეყნის დაყენება, მიანიშნებს იმას, თუ როგორ გიყვარს ჩენი ქვეყანა. ისე, ბრძოლაში ბოიკოტირებით მიიღო გამარჯვება, მე ჯერ არსად მინახავს, ეს რაღაც უნიკალური შემთხვევაა.

"მთელი ამ ისტორიიდან, როგორც ოპოზციის ქმედებებიდან გამოჩნდა, ეჭვს ბადებს, რომ მათ საერთოდ არ უნდოდათ ეს ცვლილებები და უნდოდათ მხოლოდ ხელისუფლებასთან დაპირისპირება ნებისმიერი მიზეზით.

"ხელისუფლება დათანხმდა მათ მოთხოვნებს, თუმცა ერთი დინამიტი შეუგდო 1%-იანი ბარიერი, რაც ოპოზიციას კონკურენტებს უმრავლეს. იმასაც მიხვდნენ, რომ პროპორციულ რეიტინგში 12%-ზე მეტი შანსი არ აქვთ და წავიდნენ მაჟორიტარული ოლქებისკენ, მაშინ როცა საერთოდ ითხოვდნენ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას. შემდეგ ოპოზიციამ აჩვენა ელჩების ლანძღვა, ანუ დასავლეთიც ისეთივე შირმა იყო, როგორც პროპორციული არჩევნები. ისინი კამყოფილები არიან დასავლეთის მხოლოდ მაშინ, როცა დასავლეთი მათ უჭერთ მხარს.

"მოკლედ არაგულახდილ პროცესთან გვქონდა საქმე. ამიტომ, როცა პოლიტიკური ჯგუფები ასე იცვლიან ფერს, ზნეს და პრინციპებს, სერიოზული პოლიტიკური ანალიზი როგორ უნდა გააკეთო? ერთი შემიძლია ვთქვა, რომ ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ხელისუფლება ოლიმპოზე დარჩენილიყო მარტო.

"რადგან ამდენი შეცდომების კასკადი, რომელიც დაუშვა ოპოზიციამ და კიდევ აგრძელებს გაუგონარია. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ სხვა გათვლები ჰქონდეთ; რადგან საკითხი ასე დატოვეს, უკმაყოფილონი არიან და არ მიიღეს მონაწილეობა კენჭიყრაში, ახლა უარი თქვან არჩევნებში მონაწილეობაზეც. ანუ დაიწყონ რევოლუციურ სცენარზე ზრუნვა, ოღონდ ხელისუფლებასთან დასაპირისპირებლად სჭირდებათ უკმაყოფილების გუნდა, დაგროვილი..." - განაცხადა "რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
ჩაწერა სახელი
მედეა   (30.06.2020)
კომენტარებში გამოფრქვეული ბრაზის მიხედვით, არ მიკვირს 17 სპორტსმენისგან რკინის ჯოხებით მსხვერპლებზე გ ა მ ო კ ი დ ე ბ ა, (ესენიც გამოეკიდებოდნენ ბატონ რამაზს, ალბათ) გაღიზიანებულობის და აგრესიულობის დონე მაქსიმალურად აწეულია მთელ მსოფლიოში. აქტივისტი კი არა--ჭკუადამჯდარი მ ო ა ზ რ ო ვ ნ ე ა ბატონი რამაზი! ზვიადს რომ აკრიტიკებდა--მიკვირდა, ვბრაზობდი და არ მეჯერა მისი ანალიზის, შევარდნაძეს ნაკლებად აკრიტიკებდა(თუ არ ვცდები) ამის შემდეგ კი ,ჩემი აზრით, იგი სწორი ანალიზის ე რ თ ე რ თ ი გამორჩეული ჩამტარებელია-ქართულ სინამდვილეში, ბატონ ზაალ ანჯაფარიძესთან ერთად! მადლობა მათ ამისთვის! "მართლის მთქმელს, ცხენი შეკაზმული უნდა ჰყავდეს"ო-ნათქვამია, ბ ა ტ ო ნ ე ბ ო!

ultra   (29.06.2020)
ამ კაცს მართლა სჯერა რასაც ლაპარაკობს ნეტა? რა ოლიმპო ბიჭო ბარდელში არიან მინიმალკაზე შეყრილები, ნუ ატყუებ რაღაცეებს და თავს გაუფრთხილდი თორე ის ფლები დღეს რო დახარბებული ხარ, ხვალ ჭირად გექცეს შეიძლება

---   (29.06.2020)
ცხვრებივით შერეკეს და ხმაც ვერ ამოიღეს, ინაშვილს დავაჯვი!

ჭორლეონე   (29.06.2020)
ერთი ამ მინეტს უყურეთ რა. შენი ოცნების აქტივისტი დედას შევთხარე ნაბოზარო.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×