რეფერენდუმის ხმების 99.9% დათვლილია და რუსეთის მოსახლეობის 77,93% პუტინის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს უჭერს მხარს
მარიამ ნებულიშვილი
02.07.2020

 რუსეთის ცესკოს ინფორამციით რეფერენდუმის ხმების 99.9% დათვლილია და მოსახლეობის 77,93% პუტინის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს უჭერს მხარს.

2020 წლის 15 იანვარს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გამოვიდა რამდენიმე საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივით.

ამ ცვლილებების თანახმად, საკანონმდებლო ორგანოს, მინისტრთა კაბინეტის და პრემიერ მინისტრის წარდგენა-დამტკიცების უფლება რუსეთის პრეზიდენტს გადაეცემა. პრეზიდენტს ექნება მათი დათხოვის უფლება. ასევე, გაიზრდება „სახელმწიფო საბჭოს" როლი. ცვლილებები ასევე შეეხება უცხოეთის მოქალაქეობის აკრძალვას, ფედერალური საბჭოსთვის მოსამართლეები მოხსნის უფლების მიცემას, კონსტიტუციიდან რამდენიმე სიტყვის ამოღებას და ა.შ.

ყველაზე მთავარი არის ის, რომ აღნიშნული ცვლილებები ასევე ვლადიმირ პუტინს 2036 წლამდე ხელისუფლებაში ყოფნის და ძალაუფლების გახანგრძლივების იურიდიულ საფუძველს აძლევს.

„რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ ეს ცვლილებები მხოლოდ და მხოლოდ პუტინის ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივებას ემსახურება დანარჩენი ყველაფერი კი - დეკორაციაა.

„პუტინმა ეს ნაბიჯი გადადგა იმისათვის, რომ მოეხდინა მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის განულება. ანუ მას შეუძლია 2036 წლამდე კვლავ მართოს რუსეთი. ეს იყო მისი მთავარი ამოცანა. დანარჩენი ყველაფერი სხვა არის დეკორაცია.

„პლუს კიდევ ამას, ამით პუტინმა მოახდინა „სახელმწიფო საბჭოს" ლეგიტიმაცია. პუტინმა 2002 წელს შემიღო ორგანო „სახელმწიფო საბჭო", რომლითაც რეალურად იგი მართავდა იმ პერიოდში ქვეყანას და ახლა კი უბრალოდ ამ ცვლილებებით, მისი ლეგალიზაცია მოახდინა. ყველაფერი ეს კიდევ იმის გამო გააკეთა, რომ კიდევ 4-ჯერ გავიდეს საპრეზიდენტო ვადაზე.

„კიდევ ძალიან საიტერსო საკითხია, ის რომ ამ რეფერენდუმითა და ცვლილებებით ცდილობენ, რომ პუტინს მიენიჭოს ერთგვარი ეროვნული მეთაურის სახელი და სიცოცხლის ბოლომდე იყოს ქვეყნის სათავეში", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

ამ ცვლილებების მისაღებად რეფერენდუმი ჩატარდა, რომელში მონაწილეობის მიღებაც ყველა პირს შეეძლო, ვისაც კი რუსეთის პასპორტი აქვს, მათ შორის ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის მოქალაქეებს.

ოკუპირებულ ცხივნალში საკონტიტუციო ცვლილებების პროექტმა 87%-იანი მხარდაჭერა მიიღო, სოხუმში კი ხმების 67% მოაგროვა.

ვახტანგ მაისაიას თქმით, ხმები ასე იმიტომ გადანაწილდა, რომ ცხივნალში უფრო მეტი რუსეთის მოქალაქე ცხოვრობს და ცხინვალის პოლიტიკა რუსეთთან სრულ მიერთებას ისახავს მიზნად.

„ცხინვალის რეგიონში უფრო მეტი რუსეთის მოქალაქე ცხოვრობს ვიდრე აფხაზეთში. ცხინვალის რეგიონს სურს სრული მიერთება რუსეთთან და ეს გამოიხატება კიდეც მათ ქმედებებში" - აღნიშნა მაისაიამ.

რეფერენდუმს გამოხმაურება მოჰყვა თბილისშიც, შვეიცარიის საელჩოსთან, რომელშიც რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციაა განთავსებული, რუსეთის საკონსტიტუციო ცვლილებებს აპროტესტებდნენ საქართველოში მყოფი და მცხოვრები რუსები.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×