რატომ არ ჩქარობს "ოცნება" მაჟორიტარი კანდიდატების დასახელებას
ია აბულაშვილი
02.07.2020

"პარტიულ სიასთან და მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით ჯერ გუნდში მსჯელობა არ ყოფილა. ვადებს არ ვარღვევთ და რესურსიც საკმარისია. საკმაოდ გამოცდილი ადამიანებით დაკომპლექტდება პარტიული სია და მაჟორიტარულ ოლქებშიც "ოცნებას" ბრძოლაში ნაწრთობი ადამიანები ეყოლება"- აცხადებს უმრავლესობის დეპუტატი ლადო კახაძე "ოცნების" საარჩევნო გეგმებთან დაკავშირებით.

როგორც "ოცნებაში" აცხადებდნენ, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემდეგ, "ოცნება" მაჟორიტარულ ოლქებში თავის კანდიდატებს დაასახელებდა, მაგრამ ამ დრომდე უცნობია ვინ იქნებიან "ოცნების" ფავრიტები მაჟორტარულ ოლქებში. რაც შეეხება "ოცნების" ახალ პარტიულ სიას, კულუარული ინფორმაციით, ძველი სახეებიდან ძალიან ცოტა შეინარჩუნებს ადგილს, რადგან ახალი სია, ახალი სახეებით უნდა დაკომპლექტდეს.

"ეს არის შიდა პარტიული საქმე და ვფიქრობ, რომ არც საჩქაროა. არანაირ ვადებს არ ვარღვევთ და ზედმიწევნით ვასრულებთ ყველა იმ რეკომენდაციას, რასაც ეუთო ითვალისწინებს. რესურსი არის, რომ მაჟორიტარ კანდიდატებად პარტიამ დააყენოს ბრძოლაში ნაწრთობი ადამიანები.

"ვფიქრობ, რომ მომავალ პარლამენტში ქალები ჭარბად უნდა იყვნენ წარმოდგენილნი. თუმცა, ოპოზიციამ ამჯერად ქალებზე გაილაშქრა, როცა წარმოავადგინეთ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები, სადც ეს საკითხი იყო.

"სიებთან და მაჟორიტარებთან დაკავშირებთი, თუ არა ვცდები, ოპოზიციაშია დიდი უნდობლობა. 1%-იანი ბარიერის დაწესებამ "ნაცმოძრაობას" დიდი დისკომფორტი შეუქმნა, რადგან ისინი ყველაგან ამბობენ, რომ მხოლოდ ისინი არიან და პატარა პარტიები არაფერს წარმოადგენენ.

"ახლა პატარა პარტიებს აქვთ საშუალება მოხვდნენ პარლამენტში და რატომ დაივალდებულებენ თავს "ნაციონალური მოძრაობისგან", ეტყვიან რომ აგერ თქვენს გარეშეც შევალთ პარლამენტშიო. მაგრამ ეს მათი პრობლემაა და თვითონ უნდა მოაგვარონ. ჩვენ არსად არ გვეჩქარება, არჩევნებმდე 60 დღით ადრეც შეგვიძლია წარვადგინოთ კანდიდატები" - განაცხადა "რეზონანსთან ლადო კახაძემ.

პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის თქმით, "ოცნისთვის" რთული იქნება ახალი სახეების მოძიება, რადგან მისი სათადარიგო სკამი გრძელი არ არის.

"ახალი სახეების შერჩევა რთული პროცესი იქნება "ოცნებისთვის". გახსოვთ ალბათ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს "ძველი გვარდია" რომ გაუშვეს, მაშინ კვირიკაშვილმა მოიყვანა 15 ახალი სახე, ჩუგოშვილი, მაქაცარია, კილაძე და სხვები. მაშინდელი ახალი სახეებიდან "ოცნება" ბევრმა უკვე დატოვა, როცა საკონსტიტციო ცვლილებები ჩავარდა.

"ასე, რომ "ოცნების" სათადარიგო საკმი გრძელი არ არის. ვფიქრობ, რომ ამ პროცესს დიდი დრო სჭირდება და ამიტომ არ ასახელებს "ოცნება" კანდიდატებს. თანაც ამ მოწვევის პარლამენტში სულ 30 მაჟორიტარი უნდა იყოს. მაჟორიტარი კანდიდატებიც და პარტიული სიაც ბიძინა ივანივშილთან შეთანხმებით მოხდება. არ გამორიცხავ, რომ სიის პირველი ნომერი იყოს გახარია. ძველი სახეებიდან კი ადგილებს სავარაუდოდ შეინარჩუნებენ კობახიძე, მდინარაძე და სხვები.

"რამდენადაც ვიცი, "ოცნება" უკვე აწარმოებს მოლაპარკებას რამდენიმე ექსპერტთან, ალბათ მათაც შეიყვანენ სიაში. ასევე "ოცნების" პარტიულ სიაში შეყვანილი იქნებიან ინტელიგენციის წარმომადგენლები"-განაცხადა "რეზონანსთან" ნიკა ჩიტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ultra   (06.07.2020)
იქნებიან ძირითადად მონები, რომლებსაც ფურთხი ჟუჟუნა წვიმა ეგონებათ. ბიძინა არის დღევანდელი პოლიტიკის შემოქმედი, ეს ხალხიც მხოლოდ მის ნალაპარაკევს აკეთებს და ამიტომაც ილანძღება ივანიშვილი და არა ვინმე სხვა. ხვალეც ესე იქნება, მონები და პლებეები ეყოლება ქოცობას (ნაცობაზე აღარც ვსაუბრობ) იმიტომ რომ სხვანაირთან ურთიერთობა ბიძნამ არც იცის


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×