სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ელზა წიკლაური
    13.12.2013

    რეგიონებში მოსახლეობა ზამთრის დადგომას, პრაქტიკულად, მოუმზადებელი შეხვდა. თოვლისგან ჩახერგილი გზების გამო, ტყეკაფებიდან შეშის გამოტანა გართულებულია, ამის გამო ბაზარზე გაძვირდა საწვავი შეშა. დაზიანებული ელექტროსადენების გამო რეგიონებს დენი გრაფიკით მიეწოდება, რის შედეგადაც არაგაზიფიცირებულ დასახლებულ პუნქტებში მოსახლეობა გათბობის პრობლემის წინაშე დადგა.

    თამთა ვირსალაძე
    12.12.2013

    ქუთაისში მძიმე ავადმყოფი ქალბატონი ავტოფარეხში ცხოვრობს. მარგალიტა მაკარიძე ამბობს, რომ ელემენტარული პირობების არარსებობის გამო, ცივ ზამთარს შეიძლება ვერც გაუძლოს. მსგავსი საფრთხის წინაშე საქართველოში 10 ათასამდე ადამიანი დგას.

    ეკა ბასილაია
    12.12.2013

    რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სომხეთში ვიზიტის შემდეგ გიუმრის რუსული სამხედრო ბაზის მოდერნიზებული საბრძოლო ტექნიკით გაძლიერება ინტენსიურად დაიწყო და როგორც სამხედრო ექსპერტები აცხადებენ, რუსული შეიარაღება სომხეთში საქართველოს საჰაერო სივრცის უკანონო გამოყენებით შედის და ამაზე საქართველოს საგარეო უწყება რატომღაც არ რეაგირებს.

    თათია ჩაფიჩაძე
    12.12.2013

     ბრძოლა უკრაინისთვის დასავლეთსა და რუსეთს შორის სულ უფრო აქტიურ ფაზაში შედის. ექსპერტები აცხადებენ, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენები გავლენას მთელი რეგიონის ქვეყნებზე მოახდენს. ამიტომაც არც ევროპასა და არც რუსეთისგან პოზიციების დათმობას არ უნდა ველოდოთ. მათი მოსაზრებით, იანუკოვიჩის მთავრობა ძალისმიერი მეთოდების გამოყენების შემდეგ ძალას სულ უფრი და უფრო კარგავს, შესაბამისად უკრაინაში ცვლილებები გარდაუვალია.

    მარი ოთარაშვილი
    12.12.2013

    "დღეს ენგურზე 17 კაცს პასპორტი ჩამორთვეს და უკან გააბრუნეს. რუსებმა უთხრეს, ანულირებულია თქვენი პასპორტებიო. სულ 5 000-მდე ადამიანს გაუუქმეს პასპორტი, მაგრამ ჯერჯერობით ცნობილია 1 770. რა პრინციპითა და კრიტერიუმით უუქმებენ პასპორტებს - ამაზე არავინ არაფერი ვიცით. ძირითადად საქართველოს მოქალაქეობაზეა საუბარი. მათ არ სურთ, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეები ცხოვრობდნენ", - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას გალის ერთ-ერთი მცხოვრები ქალბატონი. მის სახელსა და გვარს მისივე თხოვნით არ ვასახელებთ.

    რუსიკო მაჩაიძე
    12.12.2013

     ჰამერბერგი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორება არ მოხდეს. ის ამ შინაარსის განცხადებას ბოლო პერიოდში საკმაოდ ხშირად აკეთებს, რაც იმის ეჭვს აჩენს, რომ ხელისუფლება ამ მიმართულებით რაღაც ნაბიჯების გადადგმას ცდილობს. თუმცა მმართველ გუნდში ამბობენ, რომ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრება არ მოხდება.

    ანი ფაცია
    12.12.2013

     "თავისუფალი საქართველოს" ლიდერის, კახა კუკავას განცხადებით, "თუ მომავალი წლის თვითმმართველობის არჩევნებს ოპოზიცია მოიგებს, ეს საქართველოსთვის დიდი მიღწევა იქნება, ათწლიანი პაუზის შემდეგ ქალაქში რეალური თვითმმართველობა გვექნება. არასაპარლამენტო ოპოზიციას არჩევნების მოგების დიდი შანსი გვაქვს იმ შემთხვევაში, თუ ძალების კონსოლიდაციას შევძლებთ", - განუცხადა "რეზონანსს" კუკავამ.

    თიკო ოსმანოვა
    12.12.2013

     "საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ფარულ მოსმენას დღესაც ახორციელებს. მისი თქმით, ამის შესახებ ინფორმაციას თავად მობილური ოპერატორების წარმომადგენლები ადასტურებენ. შსს-ში კი აცხადებენ, რომ საგამოძიებო ოპერატიული მოქმედებებისათვის მოსმენას მხოლოდ სასამართლოს ნებართვის შემდეგ ახორციელებენ, რომელიც ოპერატიული საქმიანობისთვის არის საჭირო.

    ია აბულაშვილი
    12.12.2013

     დღევანდელი დემოკრატიზაციისა და საჯაროობის პირობებში, ზოგიერთი ტაბუდადებული ისტორიული დოკუმენტის საქვეყნოდ გახმაურებას მკითხველი დიდი ინტერესით ელის. სწორედ ამიტომაც გადავწყვიტეთ ჩვენი გაზეთის მკითხველისათვის გაგვეცნო ის დოკუმენტი, რომელიც ლენინმა საქართველოს შესახებ დაწერა.

    ია აბულაშვილი
    12.12.2013

    ამ მეტად საინტერესო პიროვნების შესახებ, რომელზეც გვინდა მკითხველის ყურადღება შევაჩეროთ, დღემდე ჩვენს სამეცნიერო ლიტერატურაში ცნობები კანტი-კუნტად თუ მოგვეპოვება. უფრო ნათელი რომ გახდეს მისი ვინაობა, მოგიყვანთ რამდენიმე ცნობას იმ მასალებიდან, რომელიც ისტორიკოსმა გურამ ზედგინიძემ მოსკოვის ძველი აქტების ცენტრალურ სახელმწიფო არქივში მოიძია; მკითხველის ინტერესს კი ალბათ ის გაზრდის, მე-17 საუკუნის პოლონეთ-რუსეთის ირანთან ურთიერთობის მოგვარების თავკაცი, პოლონეთის მეფის სამსახურში მყოფი ეროვნებით ქართველი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე ბოგდან გურჯიცკი რომ ყოფილა.

    ეკა ბასილაია
    11.12.2013

    რუსიკო მაჩაიძე

    ჩერქეზების მიერ სოჭში ოლიმპიადის ჩატარების გამო შარშან დაწყებული დიდი საპროტესტო კამპანია ოლიმპიადის მოახლოების პერიოდში თითქმის ჩაცხრა.

    რუსიკო მაჩაიძე
    11.12.2013

    პარლამენტის თავმჯდომარემ დაპირება შეასრულა და მთავრობა ადგილობრივი თვითმმართველობის კანონპროექტში იმ მუხლის შეცვლაზე დაითანხმა, რომელიც წინა კვირას საკმაოდ დიდი აჟიოტაჟის საგანი გახდა.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved