სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რუსიკო მაჩაიძე
    02.10.2013

     მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ცესკოს ახალ თავმჯდომარეს ძველი თავმჯდომარის მიერ მიღებული იმ გადაწყვეტილების შეცვლას სთხოვენ, რომლითაც საარჩევნო უბნებზე მედიას თავისუფლად გადაღების საშუალება აეკრძალა. თამარ ჟვანია კი ამბობს, რომ "გადაწყვეტილება ამომრჩევლის ინტერესების გათვალისწინებით იქნება მიღებული".

    თამთა ვირსალაძე
    02.10.2013

    ცესკოს განცხადებით, ესა თუ ის პირები მისი სახელით ამომრჩეველთა მონაცემებს აგროვებენ და მიზეზად სიების გადამოწმების პროცესს ასახელებენ. არასამთავრობო ორგანიზაციები ამ ფაქტს ადამიანის უფლების დარღვევად აფასებენ და მოქალაქეებს მოუწოდებენ, მათთან მისულ პირებს სამსახურის დამდასტურებელი მოწმობები მოსთხოვონ.

    მარი ოთარაშვილი
    02.10.2013

    "ახლა, ამ არჩევნებში, რომელ პარტიასაც თედეევი დაუჭერს მხარს, იმ პარტიას მისცემს ამომრჩეველი ხმას. მართალია, თედეევმა განაცხადა, რომ პოლიტიკიდან მიდიოდა, მაგრამ რეალურად ეს ასე არ ყოფილა. პოლიტიკურ პროცესებში ჩუმად მაინც მონაწილეობდა. მე როგორც ვიცი, ახლა "პარლამენტში" გეგმავს მოხვედრას", - აცხადებს დე ფაქტო საპარლამენტო არჩევნებზე "რეზონანსთან" საუბრისას სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის უფროსი დიმიტრი სანაკოევი.

    თიკო ოსმანოვა
    02.10.2013

     "ლიდერთა სკოლის ხელმძღვანელი გია მაისაშვილი "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ განვლილ ერთ წელს უარყოფითად აფასებს. ამბობს, რომ ხელისუფლებამ ქვეყნის წინაშე მდგარი მთავარი სამი ამოცანა არა თუ შეასრულა, არამედ კიდევ უფრო დაამძიმა, რაც მისი თქმით, ქვეყნის მომავალზე ძალიან ცუდად აისახება და რუსეთის აგრესიასაც კიდევ უფრო გაზრდის.

    თაკო მათეშვილი
    02.10.2013

    გიგი უგულავა საკრებულოში ფრაქცია "დედაქალაქის" წევრებს შეხვდა და ბოლო დროის განსაკუთრებით აქტუალურ პრობლემებზე ისაუბრა. არაა გამორიცხული, რომ იგი საკრებულოს უახლოეს მომავალში ისევ ესტუმროს, ვინაიდან სხვა ფრაქციებთან თანამშრომლობის სურვილიც გამოთქვა. მის ვიზიტს საკრებულოში დადებითად აფასებენ და ამბობენ, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენა უნდა იყოს.

    სალომე აბულაძე
    02.10.2013

    საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების რაოდენობის შემცირებაა მოსალოდნელი, ხოლო საერთაშორისო მისიები დაახლოებით იგივე რაოდენობით იქნებიან წარმოდგენილნი, რაც გასული წლის საპარლამენტო არჩევნებზე იყო. ამის შესახებ ჩვენთან საუბარში ცსკოს პრესსპიკერმა ეკა აზარაშვილმა განაცხადა.

    ელზა წიკლაური
    02.10.2013

    საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმების შემცირება უახლოეს მომავალში მოხდება. პარლამენტმა შსს-ს კანონპროექტი პირველი მოსმენით უკვე განიხილა. რაც შეეხება კიდევ ერთ კანონპროექტს, რომელიც ფრაქცია "ქართული ოცნება - ეროვნულმა ფორუმმა" მოამზადა და სადაც ერთ-ერთი მთავარი საკითხი ჯარიმების გადაუხდელობის შემთხვევაში დაწესებული საურავების განახევრებაა, მისი განხილვა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მოხდება.

    ია აბულაშვილი
    02.10.2013

    20-იანი წლების ბოლოს თბილისის ქუჩებში ხშირად შეხვდებოდით ექსტრავაგანტურად ჩაცმულ ახალგაზრდა კაცს, რომლის ჩაცმის სტილი ძალიან აღიზიანებდა კონსერვატორებსაც და კომუნისტებსაც. ერთ დღეს რუსთაველზე სმოკინგში გამოწყობილი შეიძლება გამოსულიყო, მეორე დღეს ფრაკში, მესამე დღეს ჩოხასა და "აზიაცკებში", მეოთხე დღეს ულტრამოდურ კოსტიუმში და ჭუჭყიან ფეხსაცმელებში, ტროსტით ხელში.

    თათია ჩაფიჩაძე
    01.10.2013

     როგორი იქნება ქვეყნის ახალი პრეზიდენტის საგარეო კურსი და რა მთავარი იდეოლოგიები იკვეთება საპრეზიდენტო კანდიდატების რიტორიკაში. პოლიტილოგები ამბობენ, რომ საქართველოში არსებული იდელოგიური ღირებულებები მხოლოდ პიროვნული სახელებისა და გვარების მატარებელია, ისეთის როგორიცაა სააკაშვილი, ივანიშვილი, ბაქრაძე, ბურჯანაძე თუ ნათელაშვილი. საქართველოში პარტიები სახელებს სახელებისთვის და არა მათ მიღმა არსებული იდეოლოგიების გათვალისწინებით ირჩევენ.

    ბესო კუნელაური
    01.10.2013

     ქვეყნიდან გასვლის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" გაუმართლებლად მიიჩნევს და პარლამენტს მოუწოდებს, ასეთი ფორმით კანონპროექტს მხარი არ დაუჭიროს. თავის მხრივ, კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი ირინა იმერლიშვილი მზადაა, არასამთავრობო სექტორთან ითანამშრომლოს.

    მაია აბაიაძე
    01.10.2013

     როდესაც საქმე ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია ვიწრო პარტიული ინტერესების გვერდზე გადადება და მთავრობის გაერთიანება - ასეთია საერთო აზრი, რასაც პოლიტოლოგები "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებენ. მათი თქმით, ასეთ დაძაბულ სიტუაციაში ყველა პოლიტიკური ძალა ერთიანი უნდა იყოს, ამ მხრივ საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციების შეჯერებაა მნიშვნელოვანი, რადგან საერთაშორისო ბერკეტი ერთადერთია, რითიც რუსეთის შეჩერება შეიძლება.

    მარი ოთარაშვილი
    01.10.2013

    გალში არსებულ ორგანიზაცია-დაწესებულებებში მომუშავე გალელ ქართველებს აფხაზურ პასპორტებს უმოწმებენ. ყალბი პასპორტის აღმოჩენის შემთხვევაში, ჩამოართმევენ და ანულირებას მოახდენენ. რაში მდგომაროებს სიყალბე, ეს ამ დრომდე არ კონკრეტდება, რადგან ჯერ ანულირებული აფხაზური პასპორტი არ არსებობს. გარდა ამისა, როგორც "რეზონანსისთვის" გახდა ცნობილი, დე ფაქტო ხელისუფლებამ შემოწმება გალის საბავშვო ბაღებშიც დაიწყო. ბავშვს, რომელსაც ქართული დაბადების მოწმობა აღმოაჩნდება, ბაღიდან გარიცხავენ.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved