სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თათია ჩაფიჩაძე
    28.11.2013

    გაეროს განვითარების პროგრამის დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, გენდერული თანასწორობის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება ბოლო წლების განმავლობაში არ შეცვლილა. მოსახლეობის დიდი ნაწილი დღესაც მიიჩნევს, რომ ოჯახის მარჩენალი კაცი უნდა იყოს, რადგანაც მას კარიერულ საქმიანობაში წარმატების გაცილებით დიდი შანსი აქვს. იდეალური "ქართველი ქალის" სახედ კი მეუღლისადმი მორჩილება და შვილების მოვლა ითვლება.

    მაია აბაიაძე
    28.11.2013

     ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები უკრაინის სუვერენიტეტის წინააღმდეგ პირდაპირი ომია. მთავრობა დროის მოგებას ცდილობს, ელოდება რომელი უფრო სარფიან წინადადებას შესთავაზებს - ევროკავშირი თუ რუსეთი. ხელისუფლება ფიქრობს, რომ ამ შემთხვევაში უფრო ფართო მანევრირების საშუალება ექნება, თუმცა უნდა გაითვალისწინონ, მათ სუვერენიტეტს რეალურად ვინ სცემს პატივს, - ასეთია საერთო აზრი, რასაც პოლიტოლოგები "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებენ.

    სალომე სარიშვილი
    28.11.2013

    საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა კულტურის სამინისტროს უყურადღებობაში ადანაშაულებს. კაპელას წევრები 8 ნოემბრის შემდეგ გაფიცულები არიან და სამინისტროსაგან რეაგირებას ელიან. კერძოდ, მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასების გაზრდაა, რისი პირობაც მათ თავად მინისტრმა გურამ ოდიშარიმ მისცა. თუმცა, კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბიუჯეტის დამტკიცებამდე კაპელას მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებელია.

    თამთა ვირსალაძე
    27.11.2013

    "სოციალური დახმარებს შესახებ" კანონის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებულები არიან, უსახლკარო ადამიანები თავშესაფრით უზრუნველყონ. თუმცა, უფლებადამცველები აცხადებენ, რომ სახელმწიფო სტრუქტურები უმეტეს შემთხვევაში ამ ფუნქციის შესრულებაზე უარს ამბობენ.

    ია აბულაშვილი
    27.11.2013

    ამ კვირის ბოლოს ვილნიუსში საქართველო ევროკავშირთან ასოცირებული წევრობის შეთანხმების პარაფირებას მოახდენს. თუმცა, ვილნიუსის სამიტის წინ უკრაინასთან დაკავშირებით განვითარებულმა მოვლენებმა აშკარა გახადა, რომ შეთანხმების პარაფირებიდან შეთანხმების ხელმოწერამდე ანუ უახლოესი ერთი წლის განმავლობაში საქართველო შესაძლოა, სერიოზული გამოწვევების წინაშე დადგეს.

    მარი ოთარაშვილი
    27.11.2013

     "მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდა ისევ ჩატარდება, ოღონდ გარკვეულ სქემაში ჩაჯდება. ამ სქემაზე განათლების სამინისტრო მუშაობს. მე როგორც ვიცი, ამ სქემას განსახილველად დეკემბერში გამოიტანენ. რეალურად იცვლება საგამოცდო სქემა და ამ სქემაში ჯდება ეს გამოცდებიც", - აცხადებს "რეზონანსთან" საუბარში გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი.

    იაგო ნაცვლიშვილი
    27.11.2013

     "მარგველაშვილს სააკაშვილისგან განსხვავებით არ აქვს პოლიტიკური მოტივები იმისთვის, რომ შეწყალება პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენოს. სააკაშვილმა პატიმრები წინასაარჩევნოდ და პოლიტიკური ერთგულების მიხედვით გამოუშვა ციხეებიდან. ასეთი რამ არ მგონია მარგველაშვილის შემთხვევაშიც მოხდეს, მაგრამ თუ შეწყალება გამოყენებული იქნება პოლიტიკური მანიპულაციებისთვის, შემიძლია თამამად გითხრათ, რომ მე იმ კომისიაში აღარ ვიქნები", - განაცხადა შეწყალების კომისიის ახლადანიშნული თავმჯდომარემ, ჟურნალისტმა ალექსანდრე ელისაშვილმა "რეზონანსთან" საუბრისას.

    თიკო ოსმანოვა
    27.11.2013

     უშიშროების საბჭო მუშაობას წლის ბოლომდე შეუდგება. როგორც "რეზონანსს" საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა განუცხადა, უახლოეს ორ კვირაში პარლამენტი "უშიშროების საბჭოს შესახებ" მიღებულ კანონს დაამტკიცებს, რის შემდეგაც საბჭო დაკომპლექტდება და შემდეგ უკვე ქვეყნის უსაფრთხოების კონცეფციაზეც დაიწყებს მუშაობას.

    ბესო კუნელაური
    27.11.2013

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს წარუდგინა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე იკრძალება ცივი იარაღის ტარება. კერძოდ, ცვლილებები ეხება "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს" და ცვლილების თანახმად, პირი 200 ლარით დაჯარიმდება, თუ მას თან ექნება ცივი იარაღი, ხოლო განმეორებით მსგავსი ქმედების ჩადენის დროს პირი დაჯარიმდება 1000 ლარის ოდენობით, ან მას 15 დღის ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა დაეკისრება.

    თაკო მათეშვილი
    26.11.2013

     ხელისუფლების აღიარება სამინისტროების არცთუ ისე ეფექტური მუშაობის თაობაზე, განვლილი ერთი წლის განმავლობაში დაშვებული შეცდომები და ხარვეზები, ღარიბაშვილის მიერ მისთვის არასანდო სამინისტროებში პოზიციების გამაგრება - ეს ის ძირითადი მიზეზებია, რომელთა გამოც, პოლიტოლოგების აზრით, სამინისტროებში საკადრო ცვლილებები მიმდინარეიბს და მინისტრების მოადგილეები ერთმანეთის მიყოლებით იცვლებიან.

    ბესო კუნელაური
    26.11.2013

     "უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ევროკავშირისთვის უნდა იყოს სიგნალი. ევროკავშირმა უნდა დაინახოს, რომ საქართველოსა და მოლდოვას გაორმაგებული ყურადღება ესაჭიროებათ. ოფიციალური ბრიუსელი ორმაგად უნდა დაგვიდგეს მხარში", - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას ლევან ბერძენიშვილი.

    თათია ჩაფიჩაძე
    26.11.2013

    რა უფრო ფასეული და მნიშვნელოვანია საქართველოს მომავლისთვის, ამის სწორად განსაზღვრა ერთადერთი გამოსავალია, რათა უკრაინაში განვითარებული მოვლენები უკეთ გავაანალიზოთ და და თავად გადავწყვიტოთ, ევროპისკენ ვიაროთ თუ ევრაზიულ კავშირში გავწევრიანდეთ. ექსპერტები ამბობენ, რომ მიუხედავად დასავლეთის ინტერესისა, მათ ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევის შესაძლებლობა არ აქვთ და განცხადებების და მოწოდებების გარდა ვერც რუსეთის ხელისუფლებას მოსთხოვენ რამეს.


    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×